ირანსა და მსოფლიოს 6 წამყვან სახელმწიფოს შორის, 14 ივლისს ვენაში გაფორმებული ბირთვული შეთანხმების შემდეგ, თეირანი და ბაქო ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ირანის ელჩმა აზერბაიჯანში მოხსინ პაკაიინმა განაცხადა, – იტყობინება «Trend»-ი.

“ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორივე ქვეყნისათვის კავშირების გაფართოვებისა და ორმხრივი სავაჭრო მოცულობის გაზრდის ხელსაყრელი შესაძლებლობები შეიქმნა”,- განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ ირანელმა და აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა ბაქოში გამართულ ერთობლივ თათბირზე სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოვებისათივის არსებული წინააღმდეგობების დაძლევის გზები განიხილეს.

პაკაიინის თქმით, ბაქოსთან საბანკო ურთიერთობების გაფართოვება თეირანის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და შესაძლოა, ორივე ქვეყანაში სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში შეიქმნას ერთობლივი საწარმოები.