საქართველოში ნატო-ს ბაზა არ გაიხსნება, იგეგმება მხოლოდ სასწავლო ცენტრის გახსნა, რომელიც ქართველ სამხედროებს მოესამსახურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცენტრთან დაკავშირებით “ბევრი სპეკულაცია” იყო.

“ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსთვის “ალიან დიდი პატივია”.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს მაღალჩინოსანი საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვა.