საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, ინტერვიუ მისცა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას, რომელიც ეთერში 12 სექტემბერს გავა.

როგორც Dalma News-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, CCtv News-ის ჟურნალისტთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, აბრეშუმის გზის პერპექტივებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემირიერის სატალევიზიო ინტერვიუს ეთერში გასვლამდე მისი წერილი გამოაქვეყნა ჩინურმა გამოცემა China Daily-მა – “საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას”, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებსა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მთავრობის მეთაური საქართველოს უწოდებს ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელ სახმელეთო და საზღვაო პუნქტს, რომელიც ევროპისთვის აზიისკენ ბუნებრივ კარიბჭეს წარმოადგენს.

“ამ კვირის განმავლობაში ჩინეთში ვიქნები, რათა უფრო გავაძლიერო კავშირი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც ბუნებრივად გადის თბილისზე. საქართველოს მთავრობა ამაყობს ჩინეთთან კავშირების გამყარებით. ბოლო წლების განმავლობაში არსებითად გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. 2014 წელს ჩინეთი რეიტინგით მესამე უდიდეს წყაროდ იყო აღიარებული საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოურიინვესტიციების კუთხით,” – ნათქვამია პრემიერის წერილში.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. მისი ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს, თბილისში, აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე, საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის სამთავრობო პირებს, ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ჩინეთის 300-მდე ბიზნესლიდერს. ღონისძიება მიზნად ისახავს გააძლიეროსთანამშრომლობა და გაზარდოს ინვესტიციები ახალ აბრეშუმისგზაზე და მთელი მსოფლიოს ბიზნესწრეებს აჩვენოს საქართველოსმიერ შემოთავაზებული უნიკალური შესაძლებლობები.

“როგორც რეგიონის ლიდერმა ქვეყანამ, გავაღრმავეთ თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა დაავღანეთთან, რათა მოგვეხდინა სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირება და ახალი მარშრუტების გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ მულტიმოდალური ბლოკმატარებლის პროექტს შეეძლება, ტვირთი, უსაფრთხო და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, რეკორდულ დროში გადაზიდოს ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და დასძენს, რომ “მსოფლიო ბანკის” რეიტინგში საქართველო მე-15 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესისწარმოება მარტივია, ხოლო “Heritage Foundation”-ის ბოლო კვლევის თანახმად, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში.