ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის თურქეთის მონაკვეთზე, თურქულ პროვინცია ყარსის ქალაქ სარიკამიშში აფეთქება მოხდა.

როგორც “Trend“-ი სააგენტო “Anadolu”-ზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქება “ქურთების მუშათა პარტიის” დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს. მილსადენით გაზის მიწოდება ამდროისთვის შეწყვეტილია.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით, რომელიც ასევე ცნობილია სამხრეთ კავკასიურის სახელით, “შახ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირება ხდება. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც მდებარეობს გაზის განამაწილებელი კვანძი.