პირველი საბიუჯეტო ფრენა “აზერბაიჯანის ავიახაზებმა” ბაქო-ანტალია-ბაქოს მიმართულებით გუშინ, 7 აგვისტოს განახორციელა. ამგვარად, გარკვეული კონკრეტიკა შევიდა ამ ავიაკომპანიის მიერ ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ბოლო ხანებში მიმდინარე დისკუსიაში.

ბაქო-ანტალია-ბაქოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 24 ივნისს დაიწყო. ყველა ბილეთი ორ დღეში გაიყიდა.

“7 აგვისტოდან მოყოლებული, ბაქო-ანტალია-ბაქოს მარშრუტზე ფრენა კვირაში სამჯერ განხორციელდება. შემოდგომით კიდევ რამდენიმე საბიუჯეტო რეისი გაიხსნება ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, ხოლო ბაქო-სტამბული-ბაქოს მიმართულებით კვირაში ერთხელ,” -ამის შესახებ იტყობინება “Oxu.Az” “აზერბაიჯანის ავიახაზების” პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ერთი მიმართულებით ბილეთის ახალი ფასი 99 ევროა. ამ თანხაში შედის მხოლოდ ხელჩანთა, ხოლო ყოველი მომდევნო ტვირთი დამატებით 25 ევრო.

გარდა ამისა, პირველი აგვისტოდან 20-30%-ით გაიაფდება ბილეთები ეკონომკლასზე და სხვა საერთაშორისო რეისებზე.

“აზერბაიჯანის ავიახაზებმა” ბილეთებზე ფასების კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაფხულის დასაწყისში ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოითხოვა.