აზერბაიჯანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (“ევეკ”) გაერთიანებას ციფრებით გამოხატული საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ იგი დამკვირვებელ ქვეყნად დარჩება იმ დრომდე, სანამ “ევეკ”-ში უფრო ღრმა ინტეგრაცია მისთვის მომგებიანი არ გახდება. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთიანი ყარაბაღის ფაქტორს – აზერბაიჯანისთვის იმ პროექტში ჩართვას, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს, ძალზედ პრობლემატურად ჩანს და ეს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ განიხილება. ამის მიუხედავად, პრაგმატულად მოაზროვნე აზერბაიჯანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პერსპექტივაში მათ ქვეყნებს “ევეკ”-ში გაერთიანების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ. თუმცა, ამ შორეულ პერსპექტივებს ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაჭრის პერსპექტივებს უკავშირებენ.

დონის როსტოვის სამხრეთ ფედერალურ უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – “აზერბაიჯანი, როგორც ევრაზიული პროექტების შეერთების წერტილი”. შეხვედრაზე ექსპერტებმა ევრაზიის ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება სომხეთიდან მიწვეული ექსპერტთა დელეგაციის მონაწილეობით.

Здание Южного федерального университета Ростова-на-Дону
დონის როსტოვის სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის შენობა

მრგვალი მაგიდის პარტნიორი იყო რუსეთის აზერბაიჯანული ახალგაზრდული გაერთიანება, რომლის რეგიონალურმა წარმომადგენელმა როვშან ასკეროვმა, აზერბაიჯანის ევრაზიული ინტეგრაციის თემაზე, აზერბაიჯანელი ექსპერტების ახალი თაობის არატრივიალური და ახალი შეხედულებები წარადგინა. ასკეროვის არგუმენტაცია ძირითადად მიმართული იყო აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაცა-რესტრუქტურიზაციის აუცილებლობისკენ.

ასკეროვის აზრით, სანამ ნავთობი ძვირი იყო, აზერბაიჯანს მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოება შეეძლო, ამჟამინდელ ვითარებაში კი, მას სხვადასხვა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ბლოკთან ერთად, გზის და ინტეგრაციის სხვადასხვა სცენარის გავლა მოუწევს. “ჩვენ შვეიცარია არ ვართ. თუ არჩევანს არ გავაკეთებთ განდეგილ სახელმწიფოდ ვიქცევით”, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა მრავალვექტორულობის შემდგომ შენარჩუნებაზე საუბრისას.

როვშან ასკეროვი განსაკუთრებულ აქცენტს აზერბაიჯანის გეოგრაფიულ მდებარეობაზე აკეთებს. იგი ევრაზიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ღერძის ორ გადაკვეთაზე მდებარეობს. ესენია: “ჩრდილოეთ-სამხრეთის” და “აღმოსავლეთ-დასავლეთის” დერეფნები. მაგრამ თუ ბოლო მარშრუტს, რომელიც პირველ რიგში ჩინურ ინიციატივა “ერთი სარტყელი – ერთი გზასთან” ასოცირდება, ალტერნატიული ვარიანტები და აზერბაიჯანის გავლით ამ დერეფნის რკინიგზის ნაწილის გავლის გეგმები გააჩნია, მაშინ რუსული მხარის მცდელობა, განავითაროს “ჩრდილოეთ-სამხრეთის” დერეფანი, აზერბაიჯანში ეჭვს აღარ ბადებს.

Ровшан Аскеров
როვშან ასკეროვი

ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმებამ, ამ მიმართულებით მუშაობა დააჩქარა და ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, ირანულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ამ მიმართულებით მუშაობა გაააქტიურა. შარშანდელ ფორუმზე “პარტნიორობა 1520” რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის რკინიგზებმა ხელი მოაწერეს “ჩრდილოეთი-სამხრეთის” დერეფნის განვითარების სამმხრივ შეთანხმებას. დერეფნის ბოლო წერტილებია: ერთ მხარეს სანკტ-პეტერბურგის, მეორე მხარეს კი ირანის ბენდერ-აბასის და ინდოეთის მუმბაის პორტები. ამ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანი ფაქტობრივად უალტერნატივო კვანძია – კასპიის სანაპიროზე პარალელური აღმოსავლეთ მარშრუტის გამოჩენა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტურ შესაძლებლობად ისახება.

“ჩინეთს ჯერ არ გადაუწყვიტავს, გაივლის თუ არა ახალი აბრეშუმის გზა აზერბაიჯანის გავლით. ამიტომ ახლა აზერბაიჯანისთვის ყველაზე რეალისტური ვარიანტი რუსეთის ევრაზიულ პროექტებთან შეერთებაა, რომლებიც აზერბაიჯანს კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად ჩართავს. აზერბაიჯანმა თავისი გზა უნდა აირჩიოს და შედარებით პერსპექტიული რუსეთთან კორპორაციაა”, – განაცხადა როვშან ასკეროვმა.

თუმცა, დისკუსიაში მონაწილე ბაქოელი ექსპერტები ბოლომდე არ იზიარებენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში „ევეკ“-თან შეერთებით აზერბაიჯანს ევრაზიული არჩევანის გაკეთება მოუწევს. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ არ არსებობს საკმარისი მაჩვენებლები იმისა, თუ რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და იქნება თუ არა ეს სასარგებლო მათი ქვეყნისთვის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, “ევეკი” მიმზიდველად არ მიმაჩნია, გარდა ამისა მისი ფორმირება ანტირუსული სანქციების ფაქტორს დროში დაემთხვა. ამიტომ, მხარს ვუჭერ “ევეკ”-ის ფარგლებში აზერბაიჯანის დამკვირვებლის პოზიციას. იმ კავშირში გაერთიანება, რომლიც მხოლოდ ორი წლის განმავლობაში არსებობს, არაგონივრულია”, – განაცხადა ბაქოს ანალიტიკური ჟურნალის “რეგიონ პლუსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ფუად ჰუსეინალიევმა. “აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მენახა რაღაც სტატისტიკა, რომელიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების უპირატესობას დაამტკიცებდა. მაგრამ ასეთი რამ ვერ ვნახე. ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული”, – დასძინა საინფორმაციო სააგენტო The First News-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ელშან რუსტამოვმა.

ამასთანავე, “ევეკ”-ში აზერბაიჯანის სრულფასოვანი გაერთიანების შესაძლებლობებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტები აქცენტს სამ და მეტწევრიანი ფორმატის განვითარების აუცილებლობაზე აკეთებენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთი, ჩინეთი, ყაზახეთი და სხვა ის ქვეყნები, რომლებიც ევრაზიულ ინტეგრაციაში ხელს უწყობენ საკუთარ წარმომადგენლობას.

განვითარების ევრაზიული ბანკის ინტეგრაციული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი კორშუნოვი ადასტურებს, რომ “ევეკ”-ში აზერბაიჯანის გაწევრიანებასთან დაკავშირებული რაიმე სპეციალური გათვლა ჯერჯერობით არ გაკეთებულა. როგორც ინტეგრაციული კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, „ევეკ“-ში აზერბაიჯანის გაწევრიანებას გამოკითხული რესპოდენტების 66% ეწინააღმდეგება. დიმიტრი კორშუნოვის თქმით, მათ გამოკითხვები საქართველოშიც, უკრაინაშიც და მოლდოვაშიც ჩაატარეს, მაგრამ ყველაზე მეტი, ნეგატიური…

დიმიტრი კორშუნოვის თქმით, მათ გამოკითხვები საქართველოშიც, უკრაინაშიც და მოლდოვაშიც ჩაატარეს,მაგრამ ყველაზე მეტი ნეგატიური დამოკიდებულება აზერბაიჯანში არსებობს.

რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლის აზრით, “ევეკ”-ში აზერბაიჯანის გაწევრიანებას ხელს უშლის ყარაბაღის კონფლიქტი და ბევრი სხვა ფაქტორი, პირველ რიგში, აშკარა ორიენტაცია თურქეთზე. დიმიტრი კორშუნოვის თქმით, გამოკითხული აზერბაიჯანელები უპირატესობას სწორედ ამ ქვეყანას ანიჭებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამომხმარებლო საქონელი, შვილების უმაღლესში განათლება და ა.შ. თუმცა საკითხი აზერბაიჯანელი ექსპერტების ეჭვს იწვევს, რადგანაც არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ასევე გარკვეული გავლენა აქვს. აზერბაიჯანი ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი სსრკ-ს შემადგენლობაში იყო.

“ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და ვისურვებდი, მომავალიც საერთო გვქონდეს, მაგრამ სანამ პოლიტიკური კონფლიქტი არსებობს, ჩვენი ერების საერთო მომავლის შესახებ სურვილის გამოხატვა შეგვიძლია”, – განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის მაქსიმ შაბლიკინის დამხმარე ფუად იბრაგიმოვმა.

მართლაც, ყარაბაღის კონფლიქტი, ბევრი ექსპერტის შეფასებით, გადაულახავი წინააღმდეგობაა აზერბაიჯანის “ევეკ”-ში ღრმა ინტეგრაციისთვის. როგორც ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა EADaily-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი ერთობლივი სხდომა ევრაზიულ ინტეგრაციას ერთ დიდ ყარაბაღად გადააქცევს”.

აზერბაიჯანული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო აქტიურ პოზიციას ადგას.

“არა მგონია, რომ აზერბაიჯანის “ევეკ”-ში გაწევრიანებით ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდება. ჯერ – მიწები, შემდეგ – ინტეგრაცია”, – განაცხადა ფუად ჰუსეინალიევმა.

თუმცა, არსებობს პრაგმატული მოსაზრებაც. როვშან ასკაროვის აზრით, “ევეკ”-თან შეერთებით სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ცენტრის ლოკალიზება მოსკოვში მოახდინა და თუ აზერბაიჯანი განსხვავებულ ინტეგრაციულ პროექტებს აირჩევს, აღნიშნული კონფლიქტის მის სასარგებლოდ გადაჭრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. “რა არის მთავარი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუ ის დემოკრატიული ფასეულობები, რომლის გზითაც საქართველო და უკრაინა წავიდნენ? თუ ტერიტორიების დაბრუნება გვსურს, უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღისთვის ბრძოლა რუსეთის ფედერაციაში მოგვიწევს. არ ღირს რუსეთზე გაბრაზება იმის გამო, რომ იგი მხარს სომხეთს უჭერს, რადგანაც მან თავისი არჩევანი გააკეთა”.

ამასთანავე, აზერბაიჯანელი ექსპერტი ევროკავშირის გამოცდილებას ითვალისწინებს. საბოლოოდ კი კარლ მარქსის კლასიკური თეზისი მტკიცდება: პოლიტიკა – ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულებაა. “ამ შემთხვევაში პოლიტიკას გვერდს ვერ ავუვლით, – მიაჩნია როვშან ასკეროვს, – ან “ევეკ”-ის წევრები საერთო საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმდებიან და ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მომხიბვლელი იქნება, ან პროექტი ჩაიშლება და ისეთივე უუნარო ინსტრუმენტად იქცევა, როგორც – დსთ”.

აზერბაიჯანის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ მსჯელობები ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია, ამიტომაც რუსეთის ეგიდით აზერბაიჯანის ევრაზიულ პროექტში შედარებით მჭიდრო ინტეგრაციის რეალურ ინსტრუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს საქმიანი და კულტურული კონტაქტების გაფართოება.

“სანამ აზერბაიჯანს დამკვირვებლის სტატუსი აკმაყოფილებს და რაიმე არსებითი წინსვლა არ არის, შესაბამისად, “ევეკ”-ში გაწევრიანების უპირატესობების შესახებ ანალიზიც არ არსებობს. ყველაზე სწორი გზა – ბიზნესის ერთად წარმოებაა. ბიზნესი პოლიტიკოსებს ყოველთვის უსწრებს წინ და ყურადღებას არ აქცევს პოლიტიკურ ძვრებს”, – განაცხადა დიმიტრი კორშუნოვმა და გაიხსენა ცოტა ხნის წინ ჩატარებული პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი აშშ-ს საქმიანი წრეების დიდი დელეგაციების მონაწილეობით, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მიუხედავად, მასთან თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს.

მოამზადა ნიკოლოზ პროცენკომ