ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” მგაზვრების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.

მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა “აირზენას” არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.

“ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა”, – აცხადებენ მგზავრები.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა მაია მჭედლიშვილმა “იმედთან” სატელეფონო საუბარისას დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი 14:00 საათზე გაფრინდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here