სომხეთმა 53-ე ადგილი დაიკავა ადამიანის თავისუფლების ინდექსის კვლევაში და რეიტინგში მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა რეგიონის მეზობელი ქვეყნები. კვლევა მსოფლიოს 152 ქვეყანაში ჩაატარეს ვაშინგტონის კატონისა და ვანქუვერის ფრეიზერის ინსტიტუტებმა და ბერლინის ფრიდრიხ ჰაუმანის ფონდმა “თავისუფლებისთვის”, იტყობინება Asbarez-ი.

არც თუ დიდი ხნის წინათ გამოქვეყნებულ 108 გვერდიან მოხსენებაში, 2012 წლის განმავლობაში ქვეყნები განლაგდნენ მოქალაქეების პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით.

რეიტინგი ეფუძნება 76 მაჩვენებელს, რომელიც 12 კატეგორიად არის დაჯგუფებული: კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება, სარწმუნოება, სამოქალაქო საზოგადოება, აზრის გამოტახვა, ასევე სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობა და სხვა მაჩვენებლები.

ადამიანის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნების ათეულში შევიდა ჰონგკონგი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, ახალი ზელანდია, კანადა, ავსტრალია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. აშშ 20-ე ადგილზეა.

53-ე ადგილი ერგო სომხეთს, რომელიც უსწრებს თავის მეზობელ ქვეყნებს  აზერბაიჯანს (126-ე ადგილი), თურქეთს (62-ე ადგილი), ირანს (152-ე ადგილი), მაგრამ ჩამორჩება საქართველოს, რომელიც რეიტინგში 48-ე ადგილზეა. სომხეთი ასევე უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, უკრაინა.