საერთაშორისო ფესტივალი “სიცხე” წლეულს, 25-28 ივლისს, ბაქოში, კასპიისპირა სანაპიროზე Sea Breeze -ში ჩატარდება. ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და მაშინვე ტრადიციად იქცა.

ღონისძიების ორგანიზატორები, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანელი მსახიობი ემინ აგალაროვი (EMIN), რუსეთის დამსახურებული არტისტი გრიგორი ლეპსი, “რუსული რადიოს” და “ოქროს გრამაფონის” დამაარსებელი სერგეი კოჟევნიკოვი არიან.

შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე, პირდაპირპროპორციულად იზრდება სტუმრების რაოდენობა და ფესტივალის ხანგრძლივობა. პირველ წელს ფესტივალი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, წლეულს, სტუმრებს ოთხდღიანი კონცერტები ელოდებათ.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ფესტივალი თავის სახელწოდებას ამართლებს. აღნიშნულ პერიოდში ბაქოში ძალიან ცხელა და ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ვარსკვლავების გამოსვლებიც. რამდენიმესაათიან საკონცერტო პროგრამას წელს, ორიგინალური ქორეოგრაფიული დადგმებით, განათებებით და ვიდეოშოუებით, ძლიერი ხმით და მკაფიო დეკორაციებით გაფორმდება. ერთი სიტყვით, ბაქოში ძალიან დაცხება…

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმითაც, რომ pre-party ჩატარდა არა მხოლოდ მოსკოვში, როგორს ეს ადრე იყო, არამედ ბაქოშიც. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩავიდნენ ჯგუფები Serebro და Mband. ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგა ემინი, აიგიუნ კაზიმოვა, ბრილიანტ ადაშოვა, ზულფია ხანბაბაევა, Aisel, სამრა, ჩინგიზ მუსტაფაევი, ნიგიარ ჯამალი, Cygo, ირინა ნელსონი, ლუსია ჩებოტინა და Dj Twins.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ემინ აგალაროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წელს “სიცხე” ვარსკვლავების რეკორდული რაოდენობით გამოირჩევა. საუბარია დაახლოებით 200 ადამიანზე. გარდა ამისა, მისივე თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია აზერბაიჯანში რადიოსადგურ “სიცხის”, აზერბაიჯანულენოვანი “სიცხე TV”-ის გახსნა და ასევე შესაბამისი ჯილდოს “სიცხის” დაწესება, რომლითაც შემდგომში აზერბაიჯანელი ვარსკვლავები დაჯილდოვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიური ჯილდო რუსი ვარსკვლავებისთვისაც არსებობს.

ასევე, წელს შედარებით უფრო მასშტაბური შოუა დაგეგმილი, ხოლო ძირითადი სცენის გარდა, წყალზე კიდევ ორი პატარა სცენა მოეწყობა.

გარდა ამისა, სექტემბრის დასაწყისში შარშან გადაღებული ფილმის – “სიცხე” პრემიერა შედგება. ფილმს პირველად მოსკოველი მაყურებელი იხილავს, ორი დღის შემდეგ კი, ჩვენება ბაქოშია დაგეგმილი. ფილმში მონაწილეობენ დიანა პოჟარსკაია, სერგეი ჩირკოვი, ნაილ აბრახმანოვი, ანტონ ლაპენკო, მაგომედ მურტაზაალიევი, ასევე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები: გრიგორ ლეპსი, ფილიპ კირკოროვი, ანი ლორაკი, ნიკოლოზ ბასკოვი, ვალერია, ტიმატი, იულია ბარანოვსკაია, ბრენდონ სტოუნი და სხვები. რუსულ-აზერბაიჯანული ფილმის გენერალური პროდიუსერი – აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ემინ აგალაროვია (EMİN), პროდიუსერი – თეიმურ ჯაფაროვი, დამდგმელი რეჟისორი – დინა შტურმანოვა, დამდგმელი-ოპერატორი -ვასილი რიჟოვი, დამდგმელი-მხატვარი – მაქსიმ ალიპჩენკო.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ფესტივალის სტუმრებს შორის იქნება რუსული ესტრადის მეფე, ფილიპ კირკოროვი, რომელიც ღონისძიებაზე თავის შვილებთან – ალასთან და მარტინ-კრისტიანთან ერთად ჩავა.

ამასთანავე, 26 ივლისს შედგება გრიგორ ლეპსის და ჯგუფ “ლუბეს” შემოქმედებითი საღამო. 28 ივლისს – ტიმატის კონცერტი. ფესტივლის სასიამოვნო სიურპრიზია მსოფლიო დონის ვარსკვლავის Bosson-ის მონაწილეობა. საერთო ჯამში, ვარსკვლავების Lineup მუდმივად ივსება, ამჟამად წარმოდგენილნი არიან: ფილიპ კირკოროვი, გრიგორ ლეპსი, ემინი, ვლადიმერ კუზმინი, სტას მიხაილოვი, ლოლიტა, სერგეი ლაზარევი, ანი ლორაკი, Время и Стекло, Artik&Asti, BURITO, MONATIK, NK, ლუბე, A’Studio, ოლგა ბუზოვა, LOBODA, ვერა ბრეჟნევა, ჯიგან, მიტია ფომინი და Hi-Fi, ალიონა აპინა, ჯგუფი На-На, Глюкоза, ნატაშა კარალიოვა, Отпетые мошенники, მარი კრაიმბერი, რიტა დაკოტა, Zivert, ფაბრიკა, ვიკტორია დაინეკო, Brandon Stone, Molly, ალექსანდრე პანაიოტოვი, HammAli And Navai, CYGO, Rauf & Faik, ЗОМБ, MOZGİ, მაქს ბარსკინხი, ნიუშა, Новые самоцветы, სლავა, ლიუბოვ უსპენსკაია, ლაიმა ვაიკულე, Bosson, ალექსანდრე ბუინოვი, ალექსანდრე მალინინი, ჟასმინი, ირინა ნელსონი, Rasa, ელვინ გრეი, ЭЛЛАИ, MOT, Наzима, Ternovoy, Asammuell, ბაბეკ მამედრზაევი, დონი, FIKA, ისაია, ევგენია მაიერი, SEREBRO, TEREZA, Вельвеt, ალბინა ჯანაბაევა, ლეონიდ აგუტინი, კლავა კოკა, MBAND, მიშა მარვინი, ანიტა ცოი, იულია კოვალჩუკი, ნიკოლოზ ბასკოვი, თამარ გვერდწითელი, JONY, ELMAN, Andro, NATAN, GEMINI, Alessandra, დიმიტრი მატატოვი, დიანა არბენინა, იულია ბერეტა, სტას პიეხა, ირინა დუბცოვა, ალექსანდრე ივანოვი და ჯგუფი რონდო. აზერბაიჯანელ ვარსკვლავებს შორის „სიცხე“-ში მონაწილეობას მიიღებენ აიგიუნ კიაზიმოვა, ზულფია ხანბაბაევა, ილგარ ხაიალი, ჩინგიზ მუსტაფაევი, AİSEL, ნიგიარ ჯამალი, დილიარა კიაზიმოვა და Samra. მონაწილეების რაოდენობა კიდევ გაიზრდება…

გიუნელ მამედლი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი