სომხეთში, ცახკადზორში 17 აგვისტოს  გაიმართება სამხედრო სპორტული ორგანიზაცია “კავშირი 2015 – გამარჯვების მემკვიდრეების” 12-ე საერთაშორისო ახალგაზრდული საერთაშორისო საგანმანათლებლო შეკრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი 14 ქვეყანა. ამის შესახებ მასმედიას აცნობა “კავშირი 2015-ის”  საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მონტე მელნოკიანის სახელობის სამხედრო-სპორტული სასწავლებლის დირექტორმა ვიტალი ვოსკანიანმა.

მისივე თქმით, სამხედრო შეკრება უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს, რომლის მიზანიც არის ბავშვების პატრიოტული გრძნობით აღზრდა, მათში მეგობრობისა და ნდობის უნარის გაღვივება.

“კონკურსის მონაწილეა ყველა 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც კარგი ფიზიკური მომზადება აქვს.  კონკურსში მონაწილეობის გარდა ახალგაზრდები ეწვევიან მუზეუმს ციცერნაკაბერდეში, მოინახულებენ სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტსა და ეჩმიაძინის სამ მუზეუმს. უძველესი ხელნაწერების საცავს მატენადარანში და სხვა,” – განაცხადა სასწავლებლის დირექტორმას და დასძინა, რომ შეკრების მონაწილეები ასევე გამართავენ მსვლელობას კასკადიდან რესპუბლიკის მოედნამდე.

ნაკრებში სომხეთიდან მონაწილეობას მიიღებს 4 გუნდი. კიდევ ერთი გუნდი იქნება მთიანი ყარაბაღიდან. საერთო ჯამში შეკრებაში 500 ახალგაზრდა იქნება ჩართული.