საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ სავალდებულო გაწვევა ქვეყანაში არ უნდა იყოს, თუმცა კანონით მისი საერთოდ აკრძალვის წინააღმდეგია, რადგან არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს ასეთი შესაძლებლობის შანსი ჰქონდეს.
მინისტრის აზრით, რაც მეტად არის ჯარი კონტრაქტზე ორიენტირებული, მით მეტი შესაძლებლობის მატარებელია, ქართული ჯარი კი ამ ცვლილებისთვის მზად არის, ვინაიდან შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული კატეგორიის ჯარისკაცი 10 პროცენტზე ნაკლებია.
“აბსოლუტური აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ კანონში ძალიან კონკრეტულად, შავით თეთრზე გაწერილ პირობებში, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ დატოვებს, იყოს მიღებული ამ შესაძლებლობის დაშვების გადაწყვეტილება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ჯარში წვევამდელები დღეისთვის 7-8%-ია, რაც, თავისთავად ადასტურებს, რომ ჯარი ამ ცვლილებისთვის მზად არის.
“მეტიც, ჩვენ ამისკენ მივდიოდით ბოლო წლების განმავლობაში,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე ინფრმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საშემოდგომო გაწვევის ახალი გეგმა და სულ 1000 ჯარისკაცით შემოიფარგლა, მაშინ, როცა მანამდე 2500 იყო.