სომხეთის მოქალაქეები, 1976 წელს დაბადებული გარნიკ კ. და 1966 წელს დაბადებული ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).