თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს.
როგორც ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დედაქალაქის მერიის სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უკვე დაევალა შესაბამისი გაანგარიშების გაკეთება.
“დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი სახსრები და ყველაფრი დადგენილი წესით შესრულდება.რაც გულისხმობს, რომ თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დენზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება მოხდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. დღგ-ის გარეშე, 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით, 1 კვტ დენის ფასი 11.000 თეთრი იქნება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.4 თეთრი, 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 18.2 თეთრი.