არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სომხეთის საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომის ცვლილებები გამოავლინა. შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას სამშვიდობო შეთანხმების პირობები შესთავაზა, რომელიც კონფლიქტის უბრალო მოგვარების ჩარჩოებს სცილდება. ამის საპასუხოდ, თავისი რიტორიკისა და სტრატეგიის გადასინჯვის მიზნით, სომხეთი ფრთხილ ნაბიჯებს დგამს და დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს, მათ შორის რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიჩუმე განპირობებულია არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში ზედმეტი შეცდომების თავიდან აცილების სურვილით.
პოლიტოლოგ კარენ ქოჩარიანს მიაჩნია, რომ სომხეთში ანტირუსული პროპაგანდა ბოლო პერიოდში შესამჩნევად შემცირდა და ამას რაციონალური ახსნა აქვს.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები სომხეთს ერთ ამოცანას უყენებს, რომლის თანახმადაც იგი უნდა წავიდეს ყველა დათმობაზე, რაც აუცილებელი იქნება სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად. ვაშინგტონის აზრით, ამ ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს დებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთიდან რუსეთის ფედერაციის საბოლოო გამოსვლას. თუმცა, ამ ფონზე, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავი დაანებოს ანტირუსულ რიტორიკას. რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციაც კი გაგზავნა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. აშკარად შემცირდა ანტირუსული პროპაგანდის დოზაც, – დასძინა პოლიტიკურმა სტრატეგმა.
„დასავლეთთან მიმართებაში სომხეთის ხელისუფლების ტონი შეიცვალა. გამოთქმულია უკმაყოფილება, რომ სომხეთი დასავლეთისგან არაფერს იღებს, რაც პრინციპში მართალია. 2022 წლის პრაღის შეხვედრიდან მოყოლებული სომხურ მხარეს აბსოლუტურად არაფერი მიუღია. თუ გახსოვთ, მაშინ პრაღიდან დაბრუნების შემდეგ ფაშინიანმა არცახი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. როგორც ჩანს, მან მიიღო გარანტიები, რომ სანაცვლოდ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სომხეთს ზურგი აქციეს და ეს შემდეგაც განმეორდა. უცნაურია, რომ ფაშინიანმა ეს მხოლოდ ახლა გააცნობიერა“, – განაცხადა ექსპერტმა.
ლონდონში არსებულ ვითარებაზე და აზერბაიჯანული მხარის მიერ შეხვედრაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ქოჩარიანმა დასძინა:
„ალიევი მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას გაურბის, რადგანაც მის გარეშეც იღებს იმას, რაც სურს. ის არ მოაწერს ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას. სამშვიდობო ხელშეკრულება ბლეფია, დიდი ბლეფი“.
კითხვაზე, თუ რატომ ერიდება ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ლიდერი ასევე მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრებს, ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად პატარა სახელმწიფოები ცდილობენ არ იყვნენ აქტიურნი მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, რითაც თავიდან აიცილებენ შესაძლო შეცდომებდ. რაც შეეხება სომხურ მხარეს, ახლა ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ცდილობენ იყო ჩუმად და ცოტა ისაუბრონ, სწორედ იმ სურვილით, რომ “ზედმეტი არ წამოცდეთ” ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტის კოლექტიურად წასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ქოჩარიანს არ სჯერა, რომ მხარეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: „გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, საჭიროა მხოლოდ ის, ვინც მზად არის გადაწყვიტოს, მაგრამ ასეთი ადამიანი არ სჩანს”.