სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი 9-10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავა. ვიზიტი შედგება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და თანამშრომლობის საკითხებზე სახელმწიფო მდივნის ფილიპ ჰამონდის მიწვევით.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, ედვარდ ნალბანდიანი ვიზიტის ფარგლებში თავის ბრიტანელ კოლეგა ფილიპ ჰამონდთან, ევროპის საკითხების მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან, კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში სახელმწიფო მდივან ჯონ უიტინდეილთან გამართავს შეხვედრებს.
გარდა ამისა, იგეგმება საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში (Chatham House) ედვარდ ნალბანდიანის გამოსვლა სომხეთის საგარეო პოლიტიკის თემაზე.