სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ საუბარია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – იტყობინება სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.
„ძვირფასო, თამამემამულენო, ბოლოჯერ მოგმართავთ, როგორც სახელმწიფოს მეთაური. ნიკოლოზ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. არსებულ ვითარებაში რამოდენიმე გამოსავალი არსებობს, მაგრამ არცერთს მივმართავთ. ეს ჩემში არ ზის. მე ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ქუჩის მოძრაობა ჩემს წინააღმდეგ იყო გამართული. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას. მშვიდობა, ჰარმონია და ლოგიკა სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში“,- ნათქვამია სერჟ სარქსიანის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას პროტესტანტები დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ და მთელს ქალაქში სახალხო სეირნობა მოეწყო.
Dalma News-ი ერევნის ქუჩებში არსებული ვითარების ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.