სომხეთის ენერგეტიკული სისტემის კონსალტინგითა და შესწავლით დაკავდება საერთაშორისო კომპანია Deloitte-ი. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის 13 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა ვიცე-პრემიერმა ვაჩე გაბრიელიანმა.
როგორც მანამდე Dalma News -ი იტყობინებოდა, 27 ივლისს, სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიამ, მოსაწვევი გაუგზავნა ხუთ ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსალტინგო კომპანიას, იმ მიზანით, რომ მიიღოს პასუხი ორ ძირითად კითხვაზე: რამდენად საფუძვლიანია ელექტროენერგიაზე ტაფირის მომატება და რა ზარალი შეიძლება მიადგეს ენერგოსისტემას ტარიფი არმოიმატების შემთხვევაში?
როგორც ვაჩე გაბრიელიანმა განაცხადა, 6 აგვისტოს კომპანია Deloitte-სა და Mckinsey-ს მხრიდან შევიდა შეთავაზება. “ჩვენი დაკვირვების თანახმად, გთავაზობთ “Deloitte-ი” ჩაითვალოს გამარჯვებულად, რომლის სატენდერო ფასი გაცილებით დაბალია”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად სომხური საზოგადოება საკმაოდ ბევრ კითხვაზე მიიღებს პასუხს. “ეს მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, მისი დასკვნის საფუძველზე შევძლებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას”, – ირწმუნება იგი.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი პროტესტის მიუხედავად, 17 ივნისს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების კომისიამ, ელექტროენერგიაზე 6.93 დრამით გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, რამაც საერთო ჯამში ერთ კილოვატსაათზე 48,78 დრამი (დაახლოებით 10,3აშშ დოლარი) შეადგინა.
27 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სახელმწიფო მოხელეებთან სხდომა გამართა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თათბირზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, ტარიფის გაზრდის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს 6,93 დრამით გაზრდილი ტარიფის მთელ სიმძიმეს. თუ კი აუდიტის შედეგებით ტარიფის გაზრდის განაცხადი სამართლიანად იქნება მიჩნეული, მომხმარებელი ახალი ტარიფით დაიწყებს გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო მიმართავს ზომებს, რათა “სომხეთის ელექტრო ქსელების” პასუხისმგებელ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე.
Deloitte Touche Tohmatsu Limited საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც კონსალტინგისა და აუდიტის სფეროში მუშაობს. იგი PricewaterhouseCoopers, Ernst & Young და KPMG -სთან ერთად შედის აუდიტორული კომპანიების “დიდ ოთხეულში”. Deloitte Touche Tohmatsu Limited-ი ერთ-ერთი პირველია წამყვან აუდიტორულ და საკონსალტინგო კომპანიებს შორის დსთ-ს სივრცის ბაზარზე.
დღეისთვის კომპანიას დსთ-ს წევრ 11 ქვეყანაში აქვს 18 ოფისი, მათ შორის სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.