ყაზახეთის სომხური სათვისტომოს შექმნა ცენტრალურ აზიაში რუსეთის იმპერიის შესვლის შემდეგ დაიწყო, ხოლო საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხური წარმომავლობის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენს შორის კავშირები შესუსტდა. დღეს, სომხეთი და ყაზახეთი ისეთი ორგანიზაციების შემადგენელი ნაწილები არიან, როგორიცაა “ევრაზიის ეკონომიკური კავშირი” და “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია” საერთო ეკონომიკურ კავშირში მყოფ და ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მქონე სომხეთსა და ყაზახეთს, რატომ არ აქვთ საამაყოდ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა და კარგი სასაქონლო ბრუნვა? ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ის კორესპონდენტი ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთში, თემურ ურაზაევს გაესაუბრა.
– ბატონო ელჩო, წინასაახალწლოდ მიღებულია, რომ წინა წლის შედეგები შევაჯამოთ. როგორი იყო 2019 წელი ევრაზიული ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნებისთვის ცალ-ცალკე?
– წელს სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2019 წელს ჩვენ ევრაზიული იდეის 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ, რომლის იდეაც ნურსულთან ნაზარბაევმა 1994 წელს წამოაყენა. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი თარიღი – ეს არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ დიდ შეთანხმებაზე ხელის მოწერის ხუთი წლისთავი. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კავშირი შედგა და კარგადაც. თანაც ეს ყველაფერი კრიტიკოსების და ოპონენტების ზოგიერთი პესიმისტური შეფასების, სკეპტიკოსების ეჭვების მიუხედავად. ამაზე ძალიან კარგად მეტყველებს ციფრები.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, პირველ რიგში, ეს სომხეთის სასარგებლო მაჩვენებლებია: “ევრაზიის ეკონომიკური კომისიის” ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნათლად ჩანს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, სომხეთის სასაქონლო ბრუნვა მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში გაიზარდა – ეს არის ვაჭრობა, როგორც მესამე პარტნიორებთან, ისე კავშირის წევრ ქვეყნებთან. სხვათა შორის, ყაზახეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვაც მუდმივად გაიზარდა, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში, ეს არ არის გაანგარიშება დოლარში, მაგრამ ეს განპირობებულია, რამდენიმე მიზეზით, მათ შორის საკმაოდ ობიექტური და რამდენიმე მუდმივი ფაქტორით, რომლებიც გარკვეულწილად გავლენას ახდენენ სასაქონლო ბრუნვის საერთო მოცულობის გეგმის წინსვლის შესაძლებლობაზე.
– თუმცა, დეკემბრის დასაწყისში, მორიგი მრგვალი მაგიდის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ სომხეთსა და ყაზახეთს შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში პარტნიორობის მიუხედავად, სასაქონლო ბრუნვა ისევ დაბალ დონეზეა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ კონტექსტში ვარდნა დაფიქსირდა. რაშია პრობლემა და რატომ არ შეგვიძლია ამ გარღვევის მიღწევა?
– მოდით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სტატისტიკას გადავხედოთ: 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, ყაზახეთში სომხეთის ექსპორტმა 3,5 მილიონი აშშ.დოლარი შეადგინა, ყაზახეთის ექსპორტმა სომხეთში – 5,3 მილიონი აშშ.დოლარი, ანუ საერთო ჯამში – 8,8 მილიონი აშშ.დოლარი. 2018 წელს სასაქონლო ბრუნვამ ჩვენს ქვეყნებს შორის 13 მილიონ აშშ.დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა. 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 10%-იანი ვარდნა გვაქვს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ვაჭრობაში მეოთხე კვარტალი ყოველთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. მართლაც, 9 თვის შედეგების მიხედვით, ყაზახეთში სომხეთის ექსპორტი თითქმის განახევრდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ მეოთხე კვარტალში ეს ციფრი აიწევს.
“სასაქონლო ბრუნვის სტრუქტურაში ყაზახეთს და სომხეთს შორის სასაქონლო პოზიცია მუდმივად იცვლება”
რატომღა არსებობს ეს არასტაბილურობა? საქმე იმაშია, რომ სასაქონლო ბრუნვის სტრუქტურაში ყაზახეთს და სომხეთს შორის სასაქონლო პოზიცია მუდმივად იცვლება. თუ 2017 წელს, ყაზახეთიდან ყველაზე დიდი ექსპორტი მეტალოპროდუქციაში დაფიქსირდა, 2018 წელს, ამ პროდუქციამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პირველი ადგილი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა დაიკავა. თუმცა, გვესმის, რომ სომხურმა კომპანიებმა საქონლის რეექსპორტირება მესამე ქვეყნებში, ძირითადად არაბული აღმოსავლეთის ქვეყნებში მოახდინეს.
2019 წელს მეტალოპროდუქცია საერთოდ არ არის, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი განახევრდა, სამაგიეროდ, გამოჩნდა ხის, ნახერხის და სხვა პროდუქციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ნიშა, რომლის შევსებაც შესაძლებელია: მეტალოპროდუქციის მაჩვენებელი, რომ არ შემცირებულიყო და ყაზახ მომწოდებლებს სომეხი პარტნიორები ეპოვათ, ჩვენს შორის სასაქონლო ბრუნვა, ცხადია, ორჯერაც გაიზრდებოდა და მეტჯერაც. რაკი ასე არ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მუდმივი ნიშა არ არის, ხოლო მთელი ჩვენი სასაქონლო ბრუნვა სხვადასხვა კომპანიებს შორის სპორადული ურთიერთობებისგან შედგება და სისტემური საფუძველი არ არსებობს.
– არასტაბილურობა ფაქტად აღნიშნეთ. რა არის მიზეზი? და რატომ არ შეიძლება ამ სისტემური საფუძვლის აგება, თუ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი კარგი ურთიერთობაა?
– სისტემურ საფუძველს სისტემური ლოგისტიკა და ტრანსპორტირება სჭირდება. ყაზახეთიდან სომხეთში ტვირთი როგორ გადადის? ყოველწლიურად მსხვილგაბარიტიანი ტვირთი არაეფექტურ სატრანსპორტო მომსახურებას აწყდება. მე ამას ობიექტური მიზეზებით ვხსნი, რადგანაც სომხეთში ისეთი სპეციფიკური გეოგრაფიულ-გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ რესპუბლიკის საზღვრის დიდი ნაწილი დაკეტილია. ძირითადი სასაქონლო ნაკადი ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით და სამხრეთ-კავკასიის რეგიონის გავლით, კასპიის ზღვაზე – აზერბაიჯანი-საქართველოს და შემდეგ შავი ზღვით ევროპულ ბაზარზე გადის. არსებობს კიდევ სხვა გზები – რუსეთის, ჩინეთის და ა.შ. გავლით.
ამ მარშრუტებთან სომხეთი პირდაპირ კავშირში არ არის და სწორედ ამიტომ სისტემური საფუძვლები არ არსებობს. ირანიც რომ განვიხილოთ, ძალიან რთული და ძვირია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ რენტაბელურობის გამოანგარიშებაც და გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ამით ჩვენი ქვეყნების ბიზნეს-თანამეგობრობების ორმხრივი კავშირების აგებით დაინტერესებულები დაკავდებიან. მაგრამ, არსებულ პირობებში, როგორც ყაზახ, ისე სომეხ ექსპორტიორებს არ შეუძლიათ ამ მარშრუტების ეფექტიანად გამოყენება, რადგანაც ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, მათ შორის, თუ გავითვალისწინებთ თავად ლოგისტიკის აგებას.
– მინდოდა მეკითხა იმის შესახებ, თუ როგორი ბიზნესპროექტები აინტერესებს ყაზახეთის ბიზნესწრეებს სომხეთში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი ბარიერი ძალიან ბევრია.
– მთლად მასეც არ არის, რადგანაც ჩვენ მხოლოდ სასაქონლო, მატერიალური პროდუქტებით ვაჭრობის სფეროს შევეხეთ. ვფიქრობ, ყაზახ ინვესტორებს ეუძლიათ სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივი წარმოების შექმნაში მონაწილეობა, ან ისეთი საქონლის წარმოებაში, რომლებიც GSP და GSP+ (პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა – რედ.) სისტემაშია ჩართული.
შემდეგ კი, სომხეთში წარმოებული ფეხსაცმლის, მუყაოს ნაწარმის, ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტირება შესაძლებელი იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებში, ან აშშ – ში, სადაც საბაჟო გადასახადები პრაქტიკულად არ არის. მაგალითად, სომეხ ინვესტორებს შეეძლოთ ყაზახეთში ყველა შესაძლო პროექტში მონაწილეობა, რომელიც საკმაოდ ბევრია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა სფეროში. როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, ეს შეიძლება იყოს მთელი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა ჩინეთის საზღვრიდან რუსეთის საზღვრამდე. პროექტი მართლაც რომ ბევრია და ჩვენ მათ ყოველთვის მივმართავთ სომხეთის სამინისტროების და დაინტერესებული სტრუქტურების მიმართ.
“სომეხ ინვესტორებს შეეძლოთ ყაზახეთში ყველა შესაძლო პროექტში მონაწილეობა… როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, ეს შეიძლება იყოს მთელი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა ჩინეთის საზღვრიდან რუსეთის საზღვრამდე”
– თქვენს პასუხში რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვამ – "შეიძლებოდა", როგორც სომხური, ისე ყაზახური მხარის მიმართ. ანუ, მოცემულ მომენტში ჩვენ ასეთი საწარმოები პრაქტიკულად არ გვაქვს?
– ძალიან ცოტაა. ნახეთ: ყაზახეთი 2003-2019 წლებში სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და 56 მილიონი აშშ.დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს მოცულობითა და შესაძლებლობებით ყაზახეთისთვის არც ისე დიდი ციფრია, თუმცა იმის თქმა, რომ საინვესტიციო პროექტი საერთო არ არის, არ შეიძლება. ისინი არის, თუმცა რიგითი მოქალაქისთვის შეუმჩნეველია.
– სომეხი ინვესტორები?
– სამწუხაროდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე სომეხი ინვესტორების მონაწილეობა ძალიან დაბალია – ამ 16 წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 1,3 მილიონი აშშ.დოლარი იყო.
– ანუ, პრაქტიკულად, სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობამ და საშეღავათო-მიმზიდველმა პირობებმა, რომლებსაც ეს კავშირი იძლევა, ვითარება საერთოდ არ შეცვალა.
– ეს შეკითხვა სომხურ მხარეს უნდა დაუსვათ, რადგანაც ყაზახეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისთვის სომხური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხშირად ვიწვევთ. სხვათა შორის, ჩვენთან IT-ის განვითარების ყველანაირი პირობა არსებობს და სომხურ კომპანიებს ისეთ პროექტებში ვიწვევთ, სადაც ძალიან კარგი პირობებია შექმნილი, საიჯარო შეღავათიანი პირობებით დაწყებული – დაბალი საგადასახადო ვალდებულებებით დასრულებული და ა.შ.
სტატისტიკის თანახმად, ყაზახეთში სეზონურ სამუშაოებზე სომხეთის დაახლოებით 15 ათასი მოქალაქე მუშაობს. ისინი სწორედ იმ პროექტებში მონაწილეობენ, სადაც ყაზახეთის ბიუჯეტური ინვესტიციებია ჩადებული. ესენია: გზების მშენებლობა, ეზოების კეთილმოწყობა და ა.შ.. ამგვარად, ყაზახეთში კერძო ინვესტორებისთვის რისკების შემცირების ყველა პირობაა გათვალისწინებული.
– ოქტომბერში, სომხეთის პრემიერმა ნიკოლოზ პაშინიანმა ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ ტაკაევი სომხეთში, ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რომელიც თავაზიანად დასთანხმდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთის მიმართ ოფიციალური ვიზიტების გაცვლით არ გამოირჩეოდნენ, ასე, რომ ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს. რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ დეტალებზე საუბარი?
— პრეზიდენტ ნაზარბაევის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2001 წელს იყო. შემდეგ იყო რამოდენიმე სამუშაო შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. პრეზიდენტმა ტოკაევმა მართლაც მიიღო ნიკოლოზ პაშინიანის მიწვევა, თუმცა ეს საკითხი ჯერ განხილვების ეტაპზეა. ვიზიტი სავარაუდოდ 2020 წელს შედგება, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.
ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთ ვიზიტების გეგმებზე კარგი მოლოდინით ვსაუბრობთ. რაც შეეხება ამ ვიზიტების სიხშირეს, აქ მთავარია გვესმოდეს, რომ ვიზიტები – ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა, ისინი კონკრეტული შინაარსის უნდა იყოს. ხელმძღვანელებმა ხელი უნდა მოაწერონ, რაღაც ორმხრივ დოკუმენტებს, უნდა ისაუბრონ ორმხრივი ურთიერთობების ზრდაზე, როგორც სავაჭრო, ისე პოლიტიკურ დიალოგში და, რაღა თქმა უნდა, უნდა განსაზღვრონ ურთიერთობების განვითარების, რაღაც პერსპექტიული გეგმები. ამიტომ ის, რომ მსგავსი ვიზიტები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა, დიდწილად, ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვის დაბალი დონით იყო გამოწვეული.
– რა არის აქ საამაყო?
“როდესაც ჩვენი რესპუბლიკები ერთი ქვეყნის ნაწილნი იყვნენ, ბუნებრივია, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები გვქონდა და ერთმანეთის შესახებ იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე მეზობელი რაიონის ქალაქზე”
– ბატონო ელჩო, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი ხარვეზი ჰუმანიტარული და კულტურული კავშირებია, უფრო სწორად, მათი ძალიან დაბალი დონე. მაგალითად,ორი წლის წინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთში 2018 წელს ყაზახეთის დღეები უნდა გამართულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. რატომ “მოვიკოჭლებთ” ამ ურთიერთობაში?
– ლბათ, სიტყვა “კოჭლობა” ზუსტად არ შეესატყვისება, თუმცა, ვერც იმას იტყვით, რომ ჩვენი კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს: როდესაც ჩვენი რესპუბლიკები ერთი ქვეყნის ნაწილნი იყვნენ, ბუნებრივია, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები გვქონდა და ერთმანეთის შესახებ იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე მეზობელი რაიონის ქალაქზე. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენთვის მსოფლიოს კარი გაიხსნა, მოხდა კულტურული დივერსიფიცირება სხვა კონტინენტებთან და ქვეყნებთან, ხოლო მოსახლეობა, სიძლიერე, რესურსები ან იგივე დარჩა, ან შემცირდა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ყაზახელი მსახიობები, შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ფარგლებში დადიოდნენ, ახლა მიემგზავრებიან ლონდონში, პარიზში და ნიუ-იორკში.
ახლო მეზობლებზე ძალიან ცოტა დრო გვრჩება, მაგრამ ეს არ გვამართლებს. რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა მოწოდების სიმაღლეზე არ არის და სრულად არ ხორციელდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკურ წინსვლაზე ვმუშაობთ, არამედ ეს კავშირი საერთო მენტალობის ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ. ეს კი გვავალდებულებს ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე კულტურული პროექტები განვახორციელოთ.
– რაკი წინასაახალწლო ინტერვიუ გამოგვივიდა, მომავალი 2020 წლისგან რას ელით, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე ევრაზიული ინტეგრაციის თვალსაზრისით?
– მომავალი 2020 წელი, ამ წელთან შედარებით ცოტად განსხვავებული იქნება ორივე მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების ახალი სფეროების მოძიების სურვილებითა და მისწრაფებებით. ეს გამომდინარეობს იმ გეგმებიდან, რომლებიც ყაზახეთისა და სომხეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიმუშავეს, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, ისე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. ჩვენ ევრაზიული ინტეგრაციის ალტერნატივა არ გვაქვს, რადგან მის გარეშე, სომხეთს არ იქნებოდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და მესამე ქვეყნებთან სასაქონლო ბრუნვაში 15-20% -იანი წლიური ზრდა.
– დიახ, ჯერ კიდევ არსებობს დისბალანსი, რადგან ჩვენ მესამე ქვეყნებთან უფრო მეტს ვვაჭრობთ, ვიდრე ერთმანეთთან. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთია ამოცანა, რომელიც 2020 წელს უნდა გადავჭრათ.
ესაუბრა ლია ხოჯოიანი