ლენინგრადის ბლოკადის დღეების, თვეების და წლების ათვლა 1941 წლის 8 სექტემბრიდან იწყება. ეს ის დღეა, როდესაც გერმანულმა არმიამ შლისენბურგი დაიკავა და ქალაქს ალყა შეამოარტყა. გერმანული ნაწილები ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში იყვნენ განლაგებულნი და დღევანდელი პეტერბურგული პროსპექტები დამპყრობლებს ჰქონდათ ოკუპირებული.
მაშინ არავის ეგონა, რომ ბლოკადა 872 დღეს გაგრძელდებოდა. მეორე მხრივ, ფაშისტური არმიის მთავარსარდლობა იმედოვნებდა, რომ ქვეყნისგან მოწყვეტილი ცივი და მშიერი ქალაქი მალე დაეცემოდა.
მაგრამ 1943 წლის 18 იანვარს, შლისენბურგის რაიონში ბლოკადის რკალი გაარღვიეს და ერთ წელიწადში – 1944 წლის იანვარ-თებერვალში, ჰიტლერული გერმანიის არმია ქალაქის საზღვრიდან 300 კილომეტრში, მდინარე ნევისკენ დაწიეს. ამგვარად, 76 წლის წინ, გმირი ქალაქი ბლოკადისგან საბოლოოდ განთავისუფლდა.
რამდენი სომეხი იყო მაშინ ლენინგრადში, ზუსტად არავინ იცის. მათ შორის იყვნენ ცნობილი მუსიკოსები, მეცნიერები, ისინი, ვინც ევაკუაციის პირველ ნაკადში მოხვდნენ და ვინც ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ესენი არიან იოსებ ორბელი, ცნობილი ელტექნიკოსი და გამომგონებელი ედუარდ კეონჯიანი, რომელიც ბლოკადის დროს ზამთარში, მძიმედ დაავადდა. კლარა ჰოლმკვისტი, რომელიც მოგვიანებით მეცნიერს დაუმეგობრდა, ლენინგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ედუარდი მუშაობდა, მის შესახებ ინფორმაციის გადასაცემად მივიდა. იქ უთხრეს, რომ კეონჯიანი გარდაიცვალა და სახლთან ახლოს არის დაკრძალული. კლარა მისი საფლავის სანახავად წავიდა. გზაზე შენიშნა თოვლიდან ვიღაცას ხელი ამოეყო და ყინვისაგან გათოშილი თითებს ძლივს ამოძრავებდა. კლარამაც ადამიანი ამოთხარა და კეონჯიანი ამოიცნო. გადარჩენილმა მეცნიერმა 90 წლის ასაკამდე იცოცხლა.
ლენინგრადის ბლოკადის დროს დაღუპული თითქმის მილიონი (ზოგიერთი მონაცემით – ნახევარი მილიონი) მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო საბჭოთა სამხედრო – დაახლოებით 800 ათასი. დაახლოებით 100 ათასი სომეხი, მათ შორის ადგილობრივი, ლენინგრადელი 20 ათასი , რომლებიც ქალაქის განთავისუფლებას ვერ მოესწრნენ. ომის წლებში მუსიკოსი ტანკისტი ხდებოდა, მხატვარი – არტილერისტი, მეცნიერი – ქვედანაყოფის რიგებში ეწერებოდა.
შემდეგ, ნიურნბერგში ქალაქის მცხოვრებთა შორის დაღუპულთა რიცხვი – 632 ათასი დაასახელეს. ესენი არც ჯარისკაცები, არც ოფიცრები და არც სამხედროები არ იყვნენ. საუბარია მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაზე. თუმცა ნიურნბერგში საშინელი სტატისტიკა სრულად არ გაცხადდა.
2015 წელს, პეტერბურგში, არმენ მერუჟანიანის რედაქტორობით წიგნი “სომხები ლენინგრადისთვის ბრძოლაში” გამოიცა. ცხადია, ყველას შესახებ მოყოლა შეუძლებელია, ამიტომ წიგნში მხოლოდ სამი ათასი სახელია მოხსენიებული.
ლენინგრადისთვის საბჭოთა კავშირის 10 სომეხი გმირი იბრძოდა. მათ შორის ორგზის გმირი, ჩერნომორის მფრინავ-თავმდამსხმელი და ბალტიის ფლოტის პოდპოლკოვნიკი ნელსონ სტეპანიანი. ტექსტში სტეპანიანის მეორე გმირის ვარსკვლავის შესახებ ნათქვამია:
“სამამულო ომში გერმანულ-ფაშისტური დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამხანაგმა სტეპანიანმა ფრენის უმაღლესი უნარი და სამშობლოს მიმართ შეუზღუდავი ერთგულება გამოავლინა. სამამულო ომის დროს თვითმფრინავ Ил-2-ით 239 წარმატებული აფრენა განახორციელა; გაანადგურა მტრის 5, საერთო მოცულობის 18 ათას ტონიანი, ტრანსპორტი, ასევე ერთი გამანადგურებელი, 2 საპატრულო ხომალდი, 2 საპატრულო კატერი, 2 ტორპედოს კატერი და მტრის მრავალი სხვა ტექნიკა და ცოცხალი ძალა”.
ფლოტის ადმირალი ივან ისაკოვი – სამხედრო-საზღვაო აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ლენინგრადში: იგი 1941 წლის 13 ივლისიდან ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის წარმომადგენელი იყო. ასევე პასუხისმგებელი იყო ბატალიონების კონტრშეტევაზე, ნევის დაცვაზე და ლადოგას რეგიონში საზღვაო ძალების დესანტების გადასვლაზე.
რიგითი ანდტრანიკ მნაცაკანიანი მოსკოვთან და ნოვგოროდთან იბრძოდა. შემდეგ თავისი სატანკო-საბრძოლო დივიზიის შემადგენლობაში ლენინგრადთან აღმოჩნდა. ცარსკოე სელო, გატჩინა, კრასნოე სელო – დღეს ეს ტერიტორიები ქალაქის ფარგლებშია.
მნაცაკანიანი ყვებოდა, როგორ იწვნენ სანგრებში, როდესაც გერმანელების ტანკებმა თავზე გადაიარეს. ვინც ტანკებს გადაურჩებოდა ფეხზე დგებოდა და მტრის მანქანებს უკნიდან ყუმბარებით აფეთქებდა.
“მიწის თითოეული მეტრისთვის ვიბრძოდით, თუმცა, ვიცოდით, რომ მტერი საყვარელ ქალაქს მოადგებოდა”, – ამბობდა მებრძოლი.
ბლოკადის გარღვევის აქტის თანდართულ ხელმოწერებს შორის, არის ასევე, ლენინგრადის ფრონტის 123-ე ცალკეული საბრძოლო ბრიგადის პირველი ბატალიონის კომისრის, საბჭოთა კავშირის გმირის, მაიორ აიკ მელკონიანის ხელმოწერა.
სომხები ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ მტრის მიერ ბლოკირებული ქალაქის და ლენინგრადის ფრონტის არმიის მომარაგების უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრს, სსრკს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სკკპ პოლიტბიუროს წევრს ანასტას მიკოიანს და ასევე ოქტომბრის რკინიგზის ხელმძღვანელს ბორის სალამბეკოვს, რომელმაც მტრის მიერ დაბომბვების პირობებში უწყვეტი ტრანსპორტირება უზრუნველყო.
ლენინგრადის ფრონტის №3 წამყვანი მატარებლის აღმდგენი მთავარ ინჟინერს, კაპიტანს ნიკოლოზ ნარინიანს სოციალისტური შრომის გმირის წოდება, მდინარე ნევაზე დიდი ხიდების და რკინიგზის ხაზის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიენიჭა. აღნიშნული რკინიგზა შლისელბურგის (მდინარე ნევის მარჯვენა სანაპიროზე) და პოლიანას (მდებარეობს ნევა – ვოლხოვსტროის ხაზზე) ქალაქების სადგურებს შორის გადამრჩენელ კავშირად იქცა.
…სიტყვები შეიძლება გაცვდეს, იქცეს შაბლონად, კლიშედ, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვეულებრივად, შემდეგ კი არაფრის მთქმელად იქცევა. მაგრამ საოცარია ლენინგრადისა და ლენინგრადელებისადმი გაჟღერებული მოკლე ფრაზა: “შენი გმირული ღვაწლი უკვდავყოფილია”!
ბევრი ადამიანი ვიცი (და მათ შორის მეც ვარ), რომლებიც სანქტ-პეტერბურგს ნევის პროსპექტის მე -14 სახლზე არსებული წარწერის თანახმად ესალმებიან: “მოქალაქეებო! საარტილერიო დაბომბვისას, ქუჩის ეს მხარე ყველაზე საშიშია!”
ამგვარი წარწერები ვასილიევის ქუჩაზე და ასევე ქალაქის სხვა ადგილებშიც არის. ხოლო ნევის წყვილ-ციფრიანი მხარე, “მზიანი” (როგორც მას სანქტ-პეტერბურგის ყველაზე მზიანი მხარის გამო შეარქვეს) საშიში იყო იმით, რომ ქალაქი ძირითადად სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, პულკოვოს სიმაღლეებიდან და სტრელნიდან იბომბებოდა.
და ტრაფარეტის ქვეშ ყოველთვის ახალი ყვავილები…
რუბენ გიულმისარიან