საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწრთვნელი ცენტრ “ნორიოს” მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს.
“წინასწარი ინფორმაციით, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ თავი საშტატო იარაღით მოიკლა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი. თავდაცვის სამინისტრო მომხადრთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი სამხედრომოსამსახურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუიციდის ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.