საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად კვლავ რჩება საბანკო კრედიტები. მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და ეროვნული ვალუტის არასტაბილური მდგომარეობის გამო, რისკები ყოველდღიურად მატულობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელი, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა. ამ მიმართულებით “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. რამდენად ნიშნავს ეს მომხმარებლის უფლებებზე ზრუნვას და ზოგადად რა მდგომარეობაა ქართულ საბანკო სექტორში, ამის შესახებ Dalma News-ს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
– როგორ დაახასიათებთ საქართველოს საბანკო სფეროს, რა სირთულეები არსებობს?
– განვითარების, სტრუქტურისა და მართვის კრიტერიუმებით თუ შევხედავთ, საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორად მოწყობილი სისტემაა. იმისათვის, რომ ხელისუფლებების დახმარებით, ეკონომიკის საზიანოდ, მაგრამ საბანკო სექტორის განვითარებისთვის შექმნილი ვითარება გრძელვადიანი რომ იყოს, ნორმალურ პირობებში, საჭიროა სერიოზული ცვლილებები. ბანკები ამისთვის თუ არ მოემზადებიან, შესაძლოა, ნორმალური, ცივილიზებული, კონკურენტული პირობების შექმნის შემთხვევაში, ბანკებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ.
ბანკების პრობლემებზე მე ჯერ კიდევ 2007 – 2008 წლებში ვწერდი, რომ გარდაუვალი კრიზისი იყო მოსალოდნელი და საბანკო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ასეც მოხდა, როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო, საქართველოს საბანკო სექტორი გადარჩა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის ხარჯზე, როდესაც აგვისტოს ომის შედეგად 4 მლრდ აშშ დოლარი მივიღეთ. ამით მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაარჩინა საბანკო სექტორი, მაგრამ კიდევ ერთხელ გადატეხა ქართული ეკონომიკა. ასე, რომ დღეს, პრობლემები შენიღბულია. ამიტომ, უმჯობესია ავტორიტეტული ბანკები თავად იყვნენ დაინტერესებულნი ცვლილებით, რადგან ისინი ყველაზე შეძლებული ორგანიზაციებია დღეს ქვეყანაში.
მთავარი მაინც ხელისუფლებაა. ბანკები არ უნდა დავადანაშაულოთ. ისინი კერძო სტრუქტურებია. არც ერთი საბანკო სექტორი არ იტყვის უარს, სახელისუფლებო სტრუქტურები საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ და საკუთარ ინტერესებზე ამუშაონ. საქართველოში უბედურება ის არის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ააგებდა დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. თუ შენ ლაპარაკობ დემოკრატიულ სისტემაზე და საბაზრო ეკონომიკაზე, მოგწონს თუ არა, კონსტრუქციები უნდა ააგო, ინსტიტუტები უნდა შექმნა და მისცე მათ საშუალება, კანონის ფარგლებში მოახდინონ თვითრეგულაცია. ეს არ ნიშნავს იმ სულელურ შეხედულებებს, ქართველმა ნეოლიბერალებმა რომ თქვეს, – სახელმწიფო არაფერში არ უნდა ჩერიოსო. სახელმწიფომ მაკრო დონეზე სერიოზული პოლიტიკა უნდა განახორციელოს, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა ვიდრე ჩარევა. ასე, რომ ეს არის ის, რის გარეშეც სახელმწიფოს აზრი ეკარგება და ქართულ სახელმწიფოს, თუ ჩვენ ამ სულელურ იდეებს ავყვებით, მალე აზრი დაეკარგება.
– რამდენად კრიტიკულია დღეისათვის ვითარება საქართველოს მოსახლეობისთვის და ძირითადად რა კატეგორიის მომხმარებელი მიმართავს ბანკს კრედიტისთვის?
– ადამიანებს სჭირდებათ ფული, პრობლემების მოსაგვარებლად, თუ ბიზნესის გასაფართოებლად. ეს ასეა ყველა ქვეყანაში, ამიტომ არის განვითარებულ ქვეყნებში განვითარებული ფინანსური სისტემა, სადაც ბიზნესისთვის არსებობს ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროები. საქართველოში მსგავსი არაფერია. ჩვენ მივიღეთ სიმახინჯე ფინანსურ სფეროში, როდესაც არ მუშაობს საბაზრო ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტი – ფონდები, საინვესტიციო სისტემა, საფონდო ბირჟა თუ სხვა ბირჟები, მაგრამ მუშაობს ბანკები. ბანკი ცივილიზებულ ქვეყანაში კარგად კონტროლდება და ცივილური თამაშის წესებს იცავს. ბანკმა ფული გასესხებით უნდა იშოვოს. ასეა მთელს მსოფლიოში, გარდა საქართველოსი. აქ ფულს ბანკი, გასესხების გარდა, უამრავი სხვა რამით გამოიმუშავებს.
ეს ყველაფერი მოუბრუნდა ეკონომიკას განუვითარებლობით და სოციალური პრობლემებით საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა დიდად არ არის გათვითცნობიერებული ფინანსურ საკითხებში და ჯერჯერობით, ამის სურვილიც არ უჩნდებათ. ამიტომ ის მეამიტია. სჭირდება ფული, წავა უზარმაზარ პროცენტზე, ხელს აწერს 60-80%-აინ კრედიტს, რომლის გასტუმრება არც ერთი ნორმალური შემოსავლების მქონე ადამიანს არ შეუძლია, მაღალი შემოსავლების ადამიანსაც კი, იმიტომ, რომ ეს არის არანორმალურად ძვირი. ამასთანავე, გართულებულია სესხის აღება. სამომხმარებლო სესხს, რაღასაც თუ ყიდულობ – ტელეფონს, მაცივარს, ტელევიზორს… გაწვალებენ ერთი თვე და მერე მაინც მოგცემენ. მოკლედ არ არის ეს სწორი სისტემა. ამან შექმნა სერიოზული პრობლემა, ისევ და ისევ ხელისუფლების მიერ არასწორი რეგულაციებისა და ყალბად გაგებული ლიბერალიზმის გამო.
– მომხმარებელს არ აქვს სათანადო ინფორმაცია თუ არ აქვს ალტერნატივა?
– ერთიც და მეორეც. ჯერ ერთი ინფორმაცია რომ ჰქონდეს, ინფორმაციის გადამუშავების და გარკვეულად კონსულტანტების მეშვეობით სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა არსებობდეს. ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ კონსულტაციების სურვილი, ისინი თვითონ წყვეტენ ყველაფერს. ალბათ, ქართული ხასიათის ბრალია. მათ არ აინტერესებთ პროფესიონალი. ვიღაც შეჰპირდა 5%-ს, გაიქცევა და მიიტანს ფულს. სად მიგაქვს, იცი რა ორგანიზაციაა? იცი მისი ფინანსური ანგარიშები? არაფერი არ იცი, მაგრამ ხომ გითხრა მოგცემო? საქართველოში დაივიწყეს, რომ სადაც დიდი ფულია, იქ დიდი რისკიც არის. როცა გინდა, არაფრისგან იშოვო ფული, უნდა იცოდე რომ ამას დიდი რისკი ახლავს თან.
უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში 10 ათასობით და 100 ათასობით ადამიანი დაზარალდა. სესხებმა შექმნა სოციალური პრობლემა, როდესაც 100 ათასობით ადამიანი არგადამხდელია და დასაქმების მხრივ ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ძვრა არ მოსჩანს. ევროპის მსგავსად, საქართველოში არ აიძულეს ბანკები, თავიანთი კლიენტები დაესაქმებინათ და ისე ამოეღოთ თავისი ფული. ბანკი აბსოლუტურად არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მოქალაქის მიმართ. ჩვენ თუ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, შეიძლება პრეტენზია წავუყენოთ, მაგრამ ეს არის ბიზნესის მორალური და სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ჯერჯერობით საქართველოში ბანკებს ნულოვანი აქვთ. ამიტომ ჩნდება სოციალური პრობლემები, რომლებიც თუ არ გადაწყდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიზრდება პოლიტიკურ პრობლემებში.
– ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო პროექტი სტრარტაპების დაფინანსებას სთავაზოპბს ის კომერციულ ბანკებს, იმუშავებს თუ არა ეს პროექტი?
– აქაც ჩვენ საქმე გვაქვს ამ მთავრობის არასწორ პოზიციასთან თავიდან ბოლომდე, მთელს მსოფლიოში სოფლის მეურნეობა სახელმწიფო და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე არ დამდგარა ფეხზე. სახელმწიფო მხარდაჭერაა ის, როდესაც შენ წესიერ საბაზრო გარემოს ქმნი და საბაზრო ინსტიტუტებს ავითარებ და იცავ კონკურენციას და ასე შემდეგ, რომლის მსგავსი არ არის საქართველოში, სახელმწიფო მიდგომაა ის როდესაც ომის შემდგომ პერიოდში ევროპის სოფლის მეურნეობა სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად დადგა ფეხზე და სპეციალური ფინანსური ინსტიტუტები შეიქმნა, რომლის შედეგად განკერძოებულ იქნა, ამის მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში.
ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც ჩვენ ვნახეთ ერთ დიდ უაზრობასთანმ გვაქვს საქმე სოფლის მეურეობის პროექტები რომ ავიღოთ, მილიარდამდე ლარი ჰაერში იქნა გაშვებული, უფრო სწორად ბანკების ანგარიშებზე გადავიდა იმიტომ, რომ კრედიტები დაფინანსდა, არა ბიზნესი, არა კოოპერატივები, არამედ ბანკები. რა ქნეს ბანკებმა? ბანკები ითვლიან, ფული გჩნდა, პროცენტის გადახდის საკმაოდ მაღალი ალბათობაა სად მისცენ სადღაც სოფელში ფერმერს ფული, ადგნენ და დააფინანსეს იმპორტი, თბილისში შპს-ები, რომლებიც პესიციდები შემოაქვთ და ფაქტობრივად უამრავი ფული სოფლის მეურნეობის სრულ განადგურებაზე დაიხარჯა. დააკვირდით ქართული სოფლის მეორნეობის პროდუქციას, იმ მახინჯის თესლების შემოტანისა და იმ პესტიციდების შედეგად. ერთი არასწორი სამთავრობო მენეჯმენტი სახეზე გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ასე თუ გაგრძელდება და გონივრული მართვა არ იქნება მოფიქრებული რომელიც ბანკებზე არ იქნება დამოკიდებული. საბანკო სექტორი ერთ-ერთი ინფრასტრქუტურაა, რომელსაც ინეტერსი როდესაც გაუჩნდება და საკმაოდ კარგი პირობები, არავითარი ხვეწნა და მიწვევა არ უნდამ თვითონ გააკეთებენ ყველაფერს. ბანკებს არ ევალებათ მცირე და საშუალო ბიძნესის განვითარება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარება, ესენი კერძო სტრუქტურებია, ისინი საკუთარ წარმატებაზე, საკუთარ მოგებაზე თამაშობენ და ასე მთელს მსოფლიოში.
ხელისუფლებას სხვა ფუნქციები აქვს, ის სულელური შეხედულებები, რომ ბიზნესის განვითარება ქვეყანას განავითარებს, ბიზნესის განვითარება არის ერთ-ერთი კომპონენტი, ძალიან მნიშვნელვანი კომპონენტი, ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ავითარებს ქვეყანას, ასე, რომ დაულაგებელ შეხედულებათა სისტემაში გვაქვს შეცდომები. კარგია რაც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, არ ვიცი როგორ განხორციელდება ეს.
– ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო კომერციულ ბანკებთან მუშაობა, რომ მათ დააფინანსონ საშუალო და მცირე ბიზნესის საწყისი კაპიტალი. ფინანსთა მინისტრის აზრით, საქართველოში ხშირად ბიზნესმენი ვერ ახორციელებს თავის პროექტს საწყისი კაპიტალის არქონის გამო. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რეფორმა და დათანხმდებიან თუ არა კომერციული ბანკები ინვესტირებას?
– აქაც საქმე გვაქვს მთავრობის არასწორ პოზიციასთან. მთელს მსოფლიოში სოფლის მეურნეობა სახელმწიფო და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე არ დამდგარა ფეხზე. სახელმწიფო მხარდაჭერაა ის, როდესაც შენ წესიერ საბაზრო გარემოს ქმნი და საბაზრო ინსტიტუტებს ავითარებ, იცავ კონკურენციას და ასე შემდეგ, რომლის მსგავსი არ არის საქართველოში, სახელმწიფო მიდგომაა ის, როდესაც ომის შემდგომ პერიოდში ევროპის სოფლის მეურნეობა სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად დადგა ფეხზე და სპეციალური ფინანსური ინსტიტუტები შეიქმნა. ამის მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში. ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც ჩვენ ვნახეთ, ერთ დიდ უაზრობასთან გვაქვს საქმე. სოფლის მეურნეობის პროექტები რომ ავიღოთ. მილიარდამდე ლარი ჰაერში გაუშვეს, უფრო სწორად ბანკების ანგარიშებზე გადავიდა იმიტომ, რომ კრედიტები დაფინანსდა, მაგრამ არა ბიზნესი, არა კოოპერატივები. რა ქნეს ბანკებმა? ბანკები ითვლიან, ფულს. გაჩნდა პროცენტის გადახდის საკმაოდ მაღალი ალბათობა, ამიტომ რაღა სადღაც სოფელში ფერმერს მისცენ ფული? ადგნენ და დააფინანსეს იმპორტი, თბილისში შპს-ები, რომლებსაც პესტიციდები შემოაქვთ. ფაქტობრივად უამრავი ფული სოფლის მეურნეობის სრულ განადგურებაზე დაიხარჯა.
დააკვირდით ქართული სოფლის მეორნეობის პროდუქციას, მახინჯი თესლისა და პესტიციდების შემოტანის შედეგად, რა მოსავალი მიიღეს ფერმერებმა. ერთი არასწორი სამთავრობო მენეჯმენტი უკვე სახეზე გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ასე გაგრძელდება, თუ გონივრული მართვა არ მოიფიქრეს, რომელიც ბანკებზე არ იქნება დამოკიდებული.
ბანკებს არ ევალებათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა, ისინი კერძო სტრუქტურებია და საკუთარ წარმატებაზე, საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ასეა მთელს მსოფლიოში. ამ დროს ხელისუფლებას სხვა ფუნქციები აქვს. მოსაზრება, რომ ბიზნესის განვითარება ქვეყანას განავითარებს, სისულელეა. ბიზნესის განვითარება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ეს არ ავითარებს ქვეყანას. ასე, რომ შეცდომების გვაქვს გამოსასწორებელი შეხედულებათა სისტემაში. კარგია, რაც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაგრამ არ ვიცი როგორ განხორციელდება ეს.
– ბანკების მაღალი საკრედიტო პოლიტიკა რაზეა დამოკიდებული?
– ჯერ ერთი საქართველოს ცენტრალური პრობლემა არის, რომ ფულის მასა, ე.წ. M2 აგრეგატი არის 18% მთლიანი შიდა პროდუქტისა, ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. ყველგან რამხელაც არის ეკონომიკა იმდენი ფული ემსახურება მას. მაღალ პროცენტს ობიექტური საფუძველიც აქვს და სუბიექტურიც, სუბიექტურია ის, რომ შექმნილი ვითარებაში არასწორი რეგულირების გამო ბანკებს სრული თავისუფლება აქვთ, რომ ხედავენ მაღალ რისკებს და ამდენად გაზარდონ პროცენტი. ობიექტური საფუძბელი ისაა, რომ ფული ქვეყანაში არ არის, ქართულ ფულს რასაც ვამბობთ, რეალური ფულის მასა, მხოლოდ 18% აკმაყოფილებს ჩვენი ისედაც მწირი ეკონომიკისა, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.
საქართველოში ამიტომაც არის კრედიტი ბიზნესისთვის გართულებული, რომ არა მარტო არაჯასაღი ვითარებაა, არამედ ფული არ არის, შეუძლებელია 20%-ი გადაიხადო, რა სიჩქარით უნდა აბრუნო ეს ფული, რომ თქვენ ეს შეძლოთ, ამიტომ ესეც არის მთავარი პრობლემა, რომელიც წლებია არ წყუდება და სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება. არ შეიძლება ფულიუ მასა ხელოვნურად გაზარდო, ის ეკონომიკის ზრდამ უნდა გაზარდოს, რაკი ფული არ არის ეკონომიკა არ იზრდება, რაკი ეკონომიკა არ იზრდება ფულის მასა ხელოვნურად მაღალ ნიოშნულზეა, გაცვლითი კურსის თვალსაზრისით შენარჩუნებული, ისედაც არ არის ეს რეალური კურსი გაცილებით დაბალი უნდა იყოს. ამ ეტაპზე 3 ლარზე მეტი უნდა იყოს გაცვლითი კურსი, რომ რაღაც მოძრაობის საშუალება ჰქონდეს ეკონომიკას და სწორად იმართებოდეს, მაგრამ რაკი თითქოს და ინფლაციის შესაჩერებლად კეთდება ხელოვნურად ყველაფერი, ეკონომიკა არ ვითარდება და ვერ განვითარდება. 4%-ით ზრდა შეიძლება კარგი იყოს უზარმაზარი ეკონომიკისთვის, მაგრამ აბსოლურურად არ არის საკმაირის მცირე ეკონომიკისთვის.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი