სინოპტიკოსების პროგნოზით, თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
შესაბამის მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.
“დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 29-32 გრადუსის ფარგლებში იქნება“- განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა newpost.ge-სთან საუბარში.