საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” 25-30 აგვისტოს ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიაში, ხოლო 2-4 სექტემბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში ჩატარდება.
როგორც Dalma News-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ფესტივალისთვის საქართველოში ინგლისელი, შვეიცარიელი, ესპანელი, ფინელი, ავსტრიელი, ფრანგი, რუსი და ჩინელი მუსიკოსები ჩამოვლენ, რომლებიც მოცარტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, ბახის, შუმბერტის, ბრამსის, ჰენდელისა და სხვა ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.
ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათისაა, პირველსა და ბოლო დღეს მაყურებლის წინაშე მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძე წარსდგება.
ფესტივალიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება “სოლიდარობის ფონდს” კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
“ღამის სერენადების” ორგანიზატორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებული და ბათუმის მერია არიან.