მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკურმა ქარიშხალმა გვერდი არც საქართველოს აუქცია და თუ კრიზისის უდიდესმა ტალღამ მსოფლიოს გიგანტური ლაინერები შეაშფოთა, პატარა გემის გუნდმა სახელწოდებით საქართველომ, რთული ვითარებიდან გამოსასვლელად დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველაზე ეფექტიანი ზომა.

სწორედ ახლა, პოლიტიკურ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, რომელმაც არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, უმძიმესი ამოცანების ამოხსნა მოუწევს – ქართული ეკონომიკის სტაბილიზაცია, ასევე მისი შემდგომი პოზიტიური განვითარებისთვის  ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის მთავრობის გეგმა

 

საქართველოს მთავრობამ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა შეიმუშავა, რომელმაც შემოსავლების მობილიზაციის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ეს გეგმა ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტშიც არის ასახული. ცხადია, აღნიშნული გეგმა ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა. თავის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მთავრობა აქცენტს გადასახადების გაზრდაზე აკეთებს, რადგანაც ამით სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით სახსრებს მიიზიდავს და ეროვნული ვალუტის, რომელიც ბოლო დროს საშიში სიჩქარით უფასურდება, გამყარებას შეუწყობს ხელს.

230335943

გაძვირდება საწვავი და ავტომობილის ზეთი. კანონპროექტის თანახმად, საწვავის აქციზების გადასახადი გაორმაგდება – ერთ ტონაზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაძვირდება. ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ავტოტრანსპორტის ბუნებრივ აირზე და ზეთზე – 400 ლარიდან 800 ლარამდე.

დღეს ავტომობილების რაოდენობამ საქართველოში სერიოზულ ციფრს მიაღწია და კვლავაც მატულობს. წლების წინ, როდესაც გაზი ბევრად იაფი ღირდა, ვიდრე საწვავი, ავტომობილების მფლობელების დიდმა ნაწილმა თავიანთი ავტომობილები გაზზე გადაიყვანეს, რაც ბევრად ეკონომიური უჯდებოდათ. დღეს კი ყველა ამ ადამიანს ზედმეტის გადახდა მოუწევს, რადგან გაძვირებული აქციზის გამო ბაზარზე საწვავსაც გააძვირებს. მთავრობა იმედოვნებს, რომ ამგვარი ზომებით ბიუჯეტს 250 მილიონი ლარით გაზრდის.

მეტი ფულის გადახდა მწეველებსაც მოუწევთ, რადგანაც აქციზები თამბაქოს პროდუქციაზეც მნიშვნელოვნად გაძვირდება. მანამდე, მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოში პერიოდულად ძვირდებოდა სიგარეტი, ამჯერად მთავრობა ბევრად სერიოზულად არის განწყობილი, რადგანაც აპირებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიგარეტის მოწევა აკრძალოს. სამთავრობო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების მომატება ხაზინას დამატებით დაახლოებით 200 მილიონ ლარს შემატებს.

 

93389927-3b33-4471-aa4c-083cd42aadae_w987_r1_s

აქციზი ქვეყანაში ავტომობილების შეყვანაზეც უნდა გაძვირდეს. ამასთან, ავტომფლობელებმა, რომელთა შემოსავალიც 40 ათას ლარს გადააჭარბებს, 60-დან 500 ლარამდე გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთანავე, ახალი ავტომობილების მფლობელებმა შედარებით უფრო მეტი თანხა უნდა გადაიხადონ.

რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის მსურველებიც. ასეთ ავტომობილებზე აქციზის ფასი გასამმაგდება. მთავრობაში ელიან, რომ ამ ღონისძიებით ქვეყნის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი შევა.

კიდევ ერთი სფერო, ეს არის აზარტული თამაშები. საქართველოს მთავრობა გეგმავს სათამაშო ბიზნესს გადასახადი გაუორმაგონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით ხაზინაში კიდევ 50 მილიონი ლარი შევა.

მთავრობის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გადასახადების მომატება ბიუჯეტს შემოსავლების ნაცვლად უკუ-ეფექტს მოუტანს. მათი აზრით, დამატებითი დატვირთვა ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებულ ბიზნესს, კიდევ უფრო გაამწვავებს და გამოიწვევს ან მათ შეჩერებას, ან ჩრდილში გასვლას. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტისთვის სავალალო შედეგს მოიტანს. ქვეყანაში გაიზრდება მოთხოვნას შედარებით იაფ და დაბალი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეკოლოგიას. გარდა ამისა, ახალ ავტომობილებზე გაზრდილი გადასახადები გაზრდის მოთხოვნას ძველ ავტომობილებზე. უფრო ლოგიკური პირიქით მოქმედება იქნება. ერთ-ერთ ყველაზე კარგ არგუმენტად რეიგანის მაგალითი და მისი რეიგანომიკა დასახელდა, რომელმაც ამერიკული ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად გადასახადების შემცირების ფაქტორი გამოიყენა.

 

57f4a8b25f1d0თუმცა, მთავრობა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში მტკიცედ არის დარწმუნებული, რაც ნათლად გამოჩნდა ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან:

 

“მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამ გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სრულად ვიღებ. მცდელობების მიუხედავად, ვერავინ შეგვიშლის ხელს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ. რაც მთავარია, საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯების უკან, რომლებიც დღეს ბევრისთვის შეიძლება რთული იყოს, აუცილებლად მოჰყვება შედეგად ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი”.

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმები და ტელეკომპანია “რუსთავი 2”

რეფორმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ რეფორმებს სრულად უჭერს მხარს.

ეს მხოლოდ ერთი სამინისტროს მოვალეობა არ არის. ეს მთელი ქვეყნის და მთავრობის მოვალეობაა… ნატო მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებს. საქმე შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციის სერიოზულ მცდელობას ეხება, რათა ამ ქვეყნის დაცვა იმაზე უფრო უკეთესად მოხდეს, ვიდრე წარსულში იყო და შესაბამისად, საქართველოს უკეთესად მოემზადოს ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა ლაჰიუმ.

ნატო-ს მოხელე თავის გამოსვლაში ოპოზიციური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესაც შეეხო. მისი თქმით, ნატო თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. “მთავარია მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, ხოლო პოლიტიკური პროცესები – გამჭირვალე, ასევე დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, – დასძინა მან.

გიგანტური სამხედრო ალიანსის მიერ პატარა ქვეყნის არც ისე დიდი ტელეკომპანიის ისტორიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასაკვირია. თავის დროზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  ეს კომპანია ბანალური ბანდიტური მეთოდით ჩაიგდო ხელში და უკვე, რამდენიმე წელია კანონიერი მფლობელები საკუთარ ქონებას ვეღარ იბრუნებენ. ნატო-ს წარმომადგენელს კანონის უზენაესობაზე საკმაოდ უჩვეულო წარმოდგენა აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ – “ყველა იმაზე საუბრობს, რაც აწუხებს”.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასამართლებული ფოტორეპორტიორების საქმე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დატოვებულ მემკვიდრეობასთან გამკლავება ამჟამინდელ მთავრობას კიდევ დიდხანს მოუწევს. როგორც იქნა გამოცხადდა ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების გახმაურებული საქმეების გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება.

 

26325d6a-5237-47db-9da9-f68088e6e250_w987_r1_sსაქართველოს მესამე პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის და ევროპული ფოტოსააგენტო ERA-ს ფოტოგრაფები აბსურდული, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის ივლისის ბოლოს სასტიკი ზემოქმედებით მიღებული აღიარებითი ჩვენებების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფები ჯაშუშობაში დამნაშავეებად აღიარა. შემდეგ კი პროკურატურის შუამავლობით, მათ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და სასამართლოდ დარბაზიდან გაანთავისუფლეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა:

 

“მართლაც, ძალზედ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ პროკურატურამ ეს, პრინციპულად მნიშვნელოვანი საქმე გახსნა და გამოავლინა ის დამნაშავეობრივი მოქმედებები, რომლებიც აღნიშნულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს მოხდა”.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, გამოძიების შედეგების მიხედვით, დააკავა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის დეპარტამენტის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ასევე, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს. “ფოტორეპორტიორების” საქმეში ორივე მათგანს ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ძალადობასა და პიროვნული ღირსების შეურაცხყოფაში დასდეს.

P.S. ჩვენ კი ჩვენის მხრით ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს იზეიმებს სამართალი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დამნაშავეობრივი რეჟიმის კედლებში საშინელებები გამოიარეს.

ირაკლი ჩხეიძე, სპეციალურად  Dalma News-ისთვის