Dalma News-ის რედაქცია წარმოგიდგენთ გაზეთში «Азг» დაბეჭდილ სტატიას,სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური პროცესების განვითარების ძირითადი ტენდენციების შესახებ, რომლის ავტორიც პოლიტიკური ანალიტიკოსი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორი, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორი არამ საფარიანია.
ბოლო დროს, ჩვენმა საერთო შეშფოთებამ უსაფრთხოების აშკარა ნაკლებობის გამო, გამოიწვია დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფოს სუვერენული არსებობის სახელით გატარებული პოლიტიკის, ამ პოლიტიკის აშკარა ნაკლოვანებების და, ბოლოს, საერთო მომავლის მეტ-ნაკლებად მისაღები ხედვის ფორმირების შესახებ. ამ მოტივებმა მაიძულა დამეწერა კიდევ ერთი ანალიზი, სადაც თავს უფლებას მივცემ განვიხილო ზოგიერთი მიდგომა, რომელიც სომხეთში,საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებობს.
საქართველო 2030 წლისთვის ემზადება
ქართველი პოლიტიკური ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი 2030 წელს განიხილება. ამბობენ, რომ ევროკავშირს 8 წევრობის კანდიდატი ჰყავს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა 2030 წელს მიიღონ. მეზობელი ქვეყნების პროდასავლური სოციალურ-პოლიტიკური სივრცეები გულდასმით ემზადებიან ქართველებისთვის ამ ოპტიმისტური სცენარის განხორციელებისთვის. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80-90%-ს მიაჩნია, რომ მას ევროკავშირისა და ნატოს წევრობა შეუძლია. ეს სურვილი პოლიტიკური ცხოვრების ყველა აქტიურ პროცესს კარნახობს. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა დიდი პატივისცემის ღირსია, რადგან ქართული საზოგადოების ზემოაღნიშნული მოლოდინებიდან გადაუხვევის გარეშე, კარგად იცის, რომ ამ შესაძლო დისკუსიაზე წლების გავლაა საჭირო და ეს წლებიც. ივსება ეკონომიკური განვითარებით, პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებით და ღირსეული რეგიონული პოლიტიკის გატარებით. საქართველო ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის განვითარებისკენ. მათ შესაძლებლად მიაჩნიათ ეკონომიკური კავშირების განვითარება, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკივნეული საკითხების დროებით დატოვების გზით.
ქართული ოპოზიცია ძირითადად მ.სააკაშვილის კიდევ უფრო პროდასავლური მხარდამჭერებისგან შედგება. თუმცა სულ უფრო ხშირად ისმის სხვა ოპოზიციონერების ხმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს მონაწილეობა „3+3“ ფორმატში სწორია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ყალიბდება გარკვეული კონსენსუსი, რომლის მიხედვითაც აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საქართველოზე ორიენტირებული სამხრეთ კავკასიის ჩამოყალიბებისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენს ევრაზიულ ექსპერტთა კლუბს, მისი წამყვანი ეკონომისტების სახით, შესაძლებლად მიაჩნია ახლადწარმოშობილ პირობებში, სთხოვოს როგორც რუს, ისე ქართველ პარტნიორებს ქართულ და რუსულ დისკურსში შეინარჩუნონ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საკითხი, რომლის მეშვეობითაც სამხრეთ კავკასია რუსეთს აფხაზეთის რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდება. ამ იდეას მხარს უჭერენ ირანელებიც, რომლებსაც ახალი თანამშრომლობისა და ახალი ალიანსების პირობებში, სურთ თეირანი-ერევანი-თბილისი-მოსკოვის რკინიგზის ექსპლუატაცია, მათ შორის სამგზავრო გადაყვანისთვისაც დაიწყონ. საქართველო არ არის სომხეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის წინააღმდეგი და ამან სომეხ ანალიტიკოსებს საშუალება მისცა ორმხრივ ურთიერთობებში კეთილმეზობლობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის თაობაზე ისაუბრონ. ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის თანამედროვე მთავრობას სურს სწორად შეაფასოს ის პოტენციალი, რომელიც სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას გააჩნია დასავლეთთან თანამშრომლობისა და სანდო ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად.
აზერბაიჯანული ხედვა აზერბაიჯანზე ორიენტირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ
აზერბაიჯანში დარწმუნებულნი არიან, რომ დრო მათი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობს. აზერბაიჯანი თავს რეგიონულ ლიდერად მიიჩნევს, სადაც მას რეგიონული თანამშრომლობის პირობების კარნახი შეუძლია. აზერბაიჯანში, სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიციის უზრუნველსაყოფისა და შენარჩუნების მიზნით, თურქეთთან სრულმასშტაბიანი ინტეგრაციის ამოცანაა დასახული.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში. დასავლეთმა თურქეთს მწვანე შუქი აანთო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პოზიციების გასაძლიერებლად, დასავლური ინტერესების ხელშეწყობის მიზნით. დღეს დასავლური, რუსული, ჩინური და სხვა პროექტები კოორდინირებულად ქმნიან ახალ ვითარებას, სადაც ყველასთვის მომგებიანი იქნება დასავლეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების გავლა სამხრეთ კავკასიაში. საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ მივმართოთ დასავლეთ-აღმოსავლეთის სტრატეგიულ ღერძს, რომლის პრაქტიკული განსახიერებაა ამავე სახელწოდების სატრანსპორტო დერეფანი. გასული საუკუნის პირველ ნახევარში თურქეთში ძალიან გავრცელებული იყო პანთურქიზმის ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, „დიდი თურანის“ ხედვა. ეს იყო ასევე ყოფილი ოსმალეთის იმპერიის პროგრამა, რომ შეექმნა დიდი იმპერია რუსეთის ტერიტორიებზე სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის თურქი მუსლიმი ხალხების ჩართულობით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აზერბაიჯანმა და ცენტრალური აზიის თურქულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ბოლო 30 წლის განმავლობაში, განვითარების თვალსაზრისით, შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ დათანხმდებიან თურქეთის შემადგენლობაში შესვლას. მსგავსი საკითხი არც კი განიხილება. ჩვენი დღეების განსაკუთრებულობა ის არის, რომ თურქული სახელმწიფოების ინტეგრაციას თან ახლავს ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება.
დღეს უკიდურესად პოპულარულია პოლიტიკური მეცნიერება და ეკონომიკური განვითარება, რომელიც ზუსტად გამოკვეთს იმ მიმართულებებს, რომლითაც ვითარდება თურქული სახელმწიფოების ინტეგრაციის პროცესი.
სამყარო იცვლება. იცვლება პოლიტიკური და ეკონომიკური მიდგომებიც. ჩვენი კოლექტიური სახეცვლილება ჯერ არ მეტყველებს იმას, რომ შეგვიძლია ახალი იდეების გენერირება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი უბედურება. მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სომხურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აზროვნებას, მეცნიერთა და ექსპერტთა უზარმაზარი ჯარების თანდასწრებით, შეუძლია განავითაროს დღევანდელი რეგიონული რეალობის ადეკვატური მიდგომები. თუ დღეს, რომელიმე ჩვენგანს ჰგონია, რომ ვინმე უცხოეთიდან მსგავს მოვლენებს შეუკვეთავს, ღრმად ცდება. ეს ჩვენი და მხოლოდ ჩვენი, სომხების ამოცანაა. უზარმაზარ თურქულ ინტეგრაციულ სივრცეში ჰარმონიული ინტეგრაციისთვის სიცოცხლისუნარიანი იდეების დახმარებაა საჭირო. სომხეთს და საქართველოს, როგორც ჰაერი და წყალი, ისე სჭირდებათ ასეთი იდეები საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არსებული რიტორიკიდან ჯერ არ ჩანს, რომ ასეთი იდეები გენერირების პროცესშია.
სომხეთი არჩევანის წინაშე დგას. თუ 2030 წ საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში შემოვა. როგორც წარსულში მოხდა ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს წევრობამ ამ საერთაშორისო იურიდიულ ორგანიზაციაში ხელი შეუწყო რეფორმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანში. კითხვა: რა მოხდება, თუ 2030 წელს საქართველო ევროკავშირში ვერ მოხვდება? რა მოხდება, თუ ეს საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდება? ან ხომ არ გაართულებს წევრობას ამჟამად განვითარებადი გლობალური და რეგიონული პროცესები? სომხეთის პროდასავლელი მოღვაწეები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ევროინტეგრაციის ტემპის გააქტიურებაზე დღეს საუბრობენ ისინი, ვისაც რეალურად სურს ამ პროცესებში ჩარევა (ხალხის იმედების გაცრუების მიზნით). თუმცა, პროპაგანდას რომ გადავუხვიოთ, გვესმის, რომ, მსოფლიო პროცესებმა მართლაც მრავალჯერ გაზარდა საფრთხეები და რამდენჯერმე შეამცირა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები?
დიახ, ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ცალკე აღებული რუსეთის გავლენა, რიგი მიზეზების გამო, პოსტსაბჭოთა პერიოდში სამხრეთ კავკასიაში შემცირდა. გვესმის, რომ დღეს თურქეთის ყოფნა რეგიონში აშკარად იზრდება.
კარგად გვესმის, რომ რეგიონულ პროცესებზე მთავარი პასუხისმგებელნი არიან თურქეთი, რუსეთი და ირანი ერთად აღებული და სწორედ ამიტომ არის „3+3“ საკონსულტაციო პლატფორმა ძალიან სიცოცხლისუნარიანი. თუმცა, თუნდაც ამის საყოველთაო გაგებაც რომ არსებობდეს, ჯერ მაინც არ სჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რეგიონულ პროცესებში ჰარმონიული ინტეგრაციაა. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან და ამას ევროპული ერების ოჯახის სრულფასოვან ნაწილად გახდომის სურვილს უწოდებს. ეს იმ დროს, როდესაც საქართველო (რომელმაც ეს გზა, ბოლო 20 წლის განმავლობაში სრულად გაიარა) საკუთარ თავს უფრო აქტუალურ და თანამედროვე ამოცანებს უსახავს. რატომ არის საჭირო სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის რუსეთთან დაპირისპირება? ან მის ხარჯზე არსებობა? მსგავსი რამ შესაძლებელია?
არცახის მეორე ომმა და ყარაბაღიდან სომხების გამოსვლამ, რუსეთის მიმართ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება შეცვალა. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა. რუსეთისადმი მეგობრული ქვეყნების რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა სომხეთი იყო, ახლა კი ამ რეიტინგის მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგია შედარებით მეგობრული/შედარებით არამეგობრული ქვეყანა საქართველო. მის შემდეგ კი არამეგობრული ქვეყნების სიაში არიან მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და უკრაინა. შესაძლებელია თუ არა ამ ვარდნის შეჩერება და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაუარესების თავიდან აცილება?
რამდენიმე რეცეპტი სომხეთის უსაფრთხოებისთვის
2030 წლამდე 6 წელია დარჩენილი. ამ სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ შესაძლებელია კვლავ დაიწყოს მუშაობა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. აუცილებელია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის გადატვირთვა. ამ ურთიერთობებს განახლება სჭირდება. თუ გვიჭირს ახალი რეალობისა და ახალი მიდგომების ფარგლებში ურთიერთობების ნორმალიზების სუფთა ფურცლიდან დაწყება, მაშინ ვიფიქროთ იმაზე, თუ ვის შეუძლია დაგვეხმაროს? კარგად ვიცნობ თანამედროვე რუსეთსა და ყაზახეთს, თავს უფლებას მივცემ გავაჟღერო ჩემეული პროგნოზი, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს კ. ტოკაევს (რომელიც თავისი ბოლო ვიზიტით სომხეთში კმაყოფილი იყო). შეეძლო სანდო შუამდგომლობა განეხორციელებინა სომხურ-რუსულ ურთიერთობებში მოლაპარაკებების პროცესის განახლებისათვის, სადაც საჭიროა ახალი მიდგომები და იდეები. სომხეთ-რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების უპრეცედენტო მაღალი დონე გადამწყვეტი არგუმენტია ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში წინსვლის სასარგებლოდ.
რუსეთი, თურქეთი და ირანი მუდმივ კომუნიკაციაში არიან ყველა დონეზე და კარგად იციან მათი თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების რეალური შესაძლებლობები. სომხეთს სჭირდება ჰარმონიული ინტეგრაცია რეგიონულ პროცესებში. გუშინდელი მტრები შეიძლება ხვალინდელი პარტნიორები გახდნენ. ვაჭრობა, სხვადასხვა კონტაქტების შენარჩუნება და ურთიერთგავლენის განხორციელება. მაგრამ ამის გააზრების შემდეგ, რატომ უნდა აქციო გუშინდელი მეგობრები მტრებად? სად არის ლოგიკა?