World Travel Awards™-მა სასტუმრო “Radisson blu Iveria Tbilisi” “საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ” დაასახელა. დაჯილდოება სარდინიაში, Forte Village Resort-ში, 6 სექტემბერს გაიმართა, სადაც “Radisson blu Iveria” თბილისის გენერალურ მენეჯერ ჯონ ლოსასოს ჯილდო გადასცეს.
როგორც Dalma News-ს ტურიზმის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მზარდი კონკურენციის ფონზე, “Radisson blu Iveria” და “რედისონ ბლუ ბათუმი” ერთდროულად იღებენ პრესტიჟულ ჯილდოებს, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლეა. მათივე ინფორმაციით, World Travel Awards™ 1993 წელს დაარსდა და საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე – საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.
კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსატრანსპორტო მომსახურების კომპანიებს. “ვოლ სთრით ჯორნალმა” The World Travel Awards-ის ჯილდო სამოგზაურო ინდუსტრიის “ოსკარად” აღიარა. დღეს ეს ბრენდი მთელს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ და ხარისხის საბოლოო მარკად არის აღიარებული.