რამდენიმე თვეში სომხეთმა, მანამდე რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველაზე აქტიურმა წევრმა, მის წინააღმდეგ დემარშების სერია წამოიწყო და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობა მინიმუმამდე შეამცირა. სომხეთის ხელისუფლების მიერ მათ ტერიტორიაზე აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წვრთნების ჩატარების აკრძალვამ და ბლოკის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე უარის თქმამ ბლოკში ერევნის ყოფნა ფორმალობად აქცია. ხელისუფლების განცხადებების საპირისპიროდ “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სომხეთიდან გასვლის თაობაზე” ხელისუფლების შეშფოთებული განცხადებების მიუხედავად, ექსპერტები სომხეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში ხედავენ, გეოპოლიტიკურ მოტივს, რომელიც სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლისკენაა მიმართული.
10 მარტს ოფიციალურმა ერევანმა, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის კვოტაზე უარი განაცხადა. ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელსაც ყაზახეთი წარმოადგენს, ტასმაგამბეტოვ ნურგალიევიჩს, სამი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობებზე, ორგანიზაციის დებულებით გათვალისწინებული როტაციის პრინციპის შესაბამისად, სამ წელიწადში ერთხელ ინიშნებიან ახალი პიროვნებები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ მაღალ თანამდებობაზე უარი საკმაოდ გაურკვევლად ახსნა.
“სომხეთი დათანხმდება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტზე თავისი წარმომადგენლის დანიშვნას, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ეს მის უსაფრთხოებას გააძლიერებს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 14 მარტს, რამდენიმე მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე.
სომხეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში არსებულ მოკავშირეებს შორის დაპირისპირებამ, რომელიც 2018 წელს, სომხეთის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის გუნდის მოსვლასთან ერთად მომწიფდა (იმ პერიოდში დაიწყო ორგანიზაციის გენ.მდივნის, სომხეთის წარმომადგენელ იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა), 2023 წელს მწვავე ფაზას მიაღწია.
2022 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის შედეგების დეკლარაციისთვის, ისევე, როგორც დოკუმენტისთვის, რომელიც სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივ ღონისძიებებს ითვალისწინებდა. ფაშინიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ის, რომ მოკავშირეებმა აზერბაიჯანის სექტემბრის აგრესიის შესახებ “მკაფიო პოლიტიკური შეფასება“ არ გააკეთეს. 2023 წლის დასაწყისში სომხეთმა უარი განაცხადა მის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე. მაშინ ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი აღნიშნულ წვრთნებს საფრთხედ ჩათვლიდა და ეს სომხეთის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
მიუხედავად ამ დემარშებისა, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში სომხეთის მონაწილეობას ფაქტობრივად აუქმებს, სომხეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ორგანიზაციიდან გასვლის ინიციატივის ინიციირებას არ აპირებს.
„2022 წელს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიში, რომ სომხეთი მას დატოვებს. მე კი ვუპასუხე, რომ ეს შიშები უადგილოა, თუმცა არსებობს სხვა საშიშროება, რაც სომხეთში არსებობს და ეს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სომხეთიდან გასვლას ეხება. ჩემი შეფასება ასეთია: ნებით თუ უნებლიეთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია სომხეთს ტოვებს და ეს გვაშფოთებს“, – განაცხადა ფაშინიანმა ბოლო პრესკონფერენციაზე და ამით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ერევანსა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის ურთიერთობებში კრიზისი არსებობს.
სომხური მხარე კრიზისის არსებობას იმით ხსნის, რომ 2020 წლის სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ფართომასშტაბიანი ესკალაციის დროს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ, ერევნის მოთხოვნის მიუხედავად, უარი თქვა ჩარევაზე და ბაქოს ქმედებების პოლიტიკურ შეფასებაზე. ერევნის პრეტენზიების საპასუხოდ, რუსეთის ექსპერტთა და პოლიტიკურ წრეებში განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციას სამხედრო დახმარებისთვის ისეთ ვითარებაში მიმართა, როდესაც მან საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველა საჭირო ზომაზე ფაქტობრივად უარი თქვა. მოსკოვისგან სომხეთის დაცვის მოთხოვნით, სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა არ გამოაცხადა.
სომხეთში ყველა არ იზიარებს ხელისუფლების მკაცრ ქმედებებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან და მოკავშირე რუსეთთან მიმართებაში. უმსხვილესი ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატმა გეგამ მანუკიანმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე უარის თქმას „გაუაზრებელი ნაბიჯი“ უწოდა, რადგან მისი აზრით, ამ გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები შესაძლოა ბევრჯერ აღემატებოდეს მომენტალურ პოლიტიკურ დივიდენდებს.
ჯერჯერობით ვერავინ ბედავს იმის პროგნოზირებას, თუ როდის და რა ვითარებაში გადაწყვეტს სომხეთის ხელისუფლება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოყვანას. თუმცა, ამ ორგანიზაციის მიმართ სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკური ურთიერთობის ცვლილებას ბევრი აშკარად ამჩნევს.
“აშკარაა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის ზღვრის დაწევის ნიშნები”, – დარწმუნებულია პარლამენტის წევრი, ოპოზიციური ბლოკის “ღირსება მაქვს”-ის წარმომადგენელი ტიგრან აბრამიანი.
ბოსტონის კომპანია CM Partners-ის უფროსი კონსულტანტი, მოლაპარაკებების სპეციალისტი არტურ მარტიროსიანი მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთსაყვედურების გამოხატვაში სასარგებლოს ვერაფერს ხედავს.
„აუცილებელია გვესმოდეს, რომ არსებული წინააღმდეგობები მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება და არა ხმამაღალი განცხადებებით, რომლებიც არაფერს იძლევა გარდა მოკლევადიანი დივიდენდებისა. სომხეთის ხელისუფლებამ ნათლად და მკაფიოდ უნდა ახსნას, თავისი ქმედებებით, პრეტენზიებითა და განცხადებებით რის მიღწევა სურს? ხდის ეს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას უფრო ეფექტურ ორგანიზაციად? წყვეტს თუ არა ეს განცხადებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა ორ წელზე მეტია დგას?“ – განაცხადა მარტიროსიანმა Dalma News-თან საუბარში.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისგან სომხეთის დისტანცირების ფონზე, ორგანიზაციის ცენტრალური აზიის პასუხისმგებლობის ზონაში საპირისპირო ტენდენცია იკვეთება. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა – ტაჯიკეთი, რომელსაც, სომხეთის მსგავსად, უსაფრთხოების პრობლემები აქვს, დიამეტრულად საპირისპირო დასკვნამდე მივიდა.
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან იმანგალი ტასმაგამბეტოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს. ამ ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ აღნიშნულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, რუსეთმა, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და მეგობრული ზრახვები, მიაჩნია მას.
ექსპერტების აზრით, “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ” სომხეთის ხელისუფლების შეშფოთებაში სხვა მოტივები იმალება. ერევნის მისწრაფებაა, განავითაროს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებთან. პოლიტოლოგ ტიგრან გრიგორიანს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, სომხეთის ხელისუფლება ისე მოქმედებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში საკუთარი მონაწილეობის რეალურად გაყინვას გამოიწვევს.
პარალელურად, სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირისკენ მიემართება, თანხმდება ევროპული გრძელვადიანი მისიის აზერბაიჯანთან საზღვარზე განთავსებას და უარს ამბობს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შესაბამისი მისიის მიღებაზე. ეს მისია სომხეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობს, თუმცა საზოგადოებამ მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. ასევე გრძელდება კამათი იმის თაობაზე, შეუძლიათ თუ არა ევროპელ დამკვირვებლებს აზერბაიჯანის შეკავება. ბევრს ეჭვი ეპარება.
ერევნის პრეს-კლუბის დირექტორ ანალიტიკოს ბორის ნავასარდიანს მიაჩნია, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას არ დატოვებს და ასეთი პერსპექტივა რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში “თუ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის და მასში მონაწილეობის როლი სრულიად არაფრის მომცემი იქნება და ეს უსაფრთხოების ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას რეალურად გაართულებს.
“ჯერჯერობით ეს როლი არ გამქრალა, თუმცა საგრძნობლად შემცირდა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია სომხეთს საკუთარი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში ხელს არ უშლის“, – განაცხადა ბორის ნავასარდიანმა VERELQ-თან ინტერვიუში.
მოამზადა ჰაიკ გრიგორიანმა