ჩინეთში სომხების ცხოვრება-მოღვაწეობის და ამ ქვეყნისადმი სომხეთში არსებული ინტერესის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტს, ჩინეთში სომხური სათვისტომოს პრეზიდენტი, პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევითი საბჭოს „ჩინეთი-ევრაზიას“ ფონდის დირექტორი, აღმოსავლეთმცოდნე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ნანკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სამეცნიერო დისერტაციის დამცველი მგერ სააკიანი ესაუბრა.

Мгер Саакян
Мгер Саакян

– რამდენი სომეხი ცხოვრობს ამჟამად ჩინეთში და შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ იქ სომხური სათვისტომო ყალიბდება?

– ჩინეთში დაახლოებით 600 სომეხი ცხოვრობს. ისინი პირობითად სამ კატეგორიად იყოფიან. პირველ კატეგორიაში იგულისხმებიან პროფესიონალი მოღვაწეები, რომლებიც ჩინეთში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიწვევით კანადიდან, აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩასულები.

მეორე კატეგორია – სომხეთის მოქალაქეები არიან. ძირითადად სტუდენტები და ისინიც, ვინც განათლება ჩინეთში მიიღო, ხოლო სამშობლოში არსებული უმუშევრობის პრობლემის გამო, ისევ აქ დაბრუნდნენ.

მესამე კატეგორია – რუსეთში მცხოვრები სომხები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესში არიან ჩართულები.

სომხური სათვისტომო ჩინეთსა და ჰონკონგი 2013 წელს ჩამოყალიბდა და იმავე წელს დარეგისტრირდა. პირველი ნაბიჯი აღმასრულებელი ორგანოს შექმნა იყო. მასში ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან, საკუთარი ნებით გაწევრიანდნენ. შემდგომში აღმასრულებელი ორგანოს წევრობა შესაძლებელი გახდა არჩევნების საშუალებით, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

სომხეთის პოპულარიზაციის მიზნით ბოლო 3-4 წელიწადში რამოდენიმე ღონისძიება ჩატარდა. ჩინელებს სომხეთსა და სომხების შესახებ ძალზედ მწირი ინფორმაცია აქვთ.

2015 წელს სომხების გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით სერიოზული ღონისძიება ჩატარდა. ნანკინში სომხები ჩინეთის ყველა ქალაქიდან ჩავიდნენ და გენოციდის მუზეუმი დაათვალიერეს. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი სომხური კულტურის საღამო იყო, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს შორის ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.

Гонконг
Гонконг

მოეწყო სევად გრიგორიანის სურათების გამოფენა. მიხეილ აირაპეტიანმა კი სომხური კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართეს, რომლის შემდეგაც ჩინურად ნათარგმნი ფილმის The River Ran Red-ის ჩვენება გაიმართა. ეს ფილმი ჩინურ ვიდეოპორტალ Tudou-ზეც აიტვირთა.

სათვისტომო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი აპრილის ომის დღეებშიც აქტიურობდა. ჩინურმა მედიამ აზერბაიჯანული მხარის სასარგებლო პრესრელიზების გამოცემა დაიწყო, რაც უყურადღებოდ არ დაუტოვებია სომხურ სათვისტომოს და თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ჩინურ ენაზე აქვეყნებდნენ. შემდეგ ამ ინფორმაციას თავად ჩინელებიც ავრცელებდნენ.

შემდეგ დაიწყო თანხების შეგროვება, რომელიც არცახის მხარის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. აღსანიშნავია ასევე, სომხური ლიტურგია და სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია, რაც ძალზედ წაადგათ სომეხ ემიგრანტებს ჩინეთში.

– ამ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მხოლოდ სომხები მონაწილეობენ, თუ ჩინელებიც?

– ჩინელებს ხშირად ვესაუბრებით გენოციდის საკითხზე. ასევე, პერიოდულად ტარდება ღონისძიებები უნივერსიტეტებში, სადაც სომეხი სტუდენტები თავიანთი ქვეყნის კულტურას, ტრადიციულ, ეროვნულ სამოსს და სამზარეულოს აქტიურად წარადგენენ. თუმცა, აღნიშნული ღონისძიებების მიზანია მთელს ჩინეთში დაქსაქსული სომხების ერთმანეთთან დაკავშირება. წლეულს, დიასპორის ახალგაზრდა სომეხი მკვლევარების პირველი ონლაინ-კონფერენცია მოვაწყვეთ, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩინეთში, რუსეთში, აშშ-ში, პოლონეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესტონეთში, პალესტინაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხები. მიზანი ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე სომეხ მეცნიერებს ერთმანეთი გაეცნოთ და სომხური სამყაროს სასარგებლოდ ეთანამშრომლათ.

– ჩინეთში მცხოვრები სომხები კოოპერირებისკენ ისწრაფვიან?

– სომხურ დიასპორაში დიდი ჯგუფი არსებობდა, რომელიც დიდი სიამოვნებით და პატრიოტიზმით სომხური სულის, სომხური კულტურის წარდგენას ცდილობდა. მეორე მხრივ, არსებობდნენ სომეხი სტუდენტებიც, რომლებიც ასევე გარკვეულ საქმიანობას ეწეოდნენ. ჩვენ მათი გაერთიანება შევძელით.

თუმცა, ბევრი სკეპტიკოსი ადამიანიც შეგვხვედრია, რომლებსაც ამ პროცესებში ჩართვა არ სურდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად დარწმუნდნენ, რომ აღმასრულებელ ორგანოში მხოლოდ ნებაყოფლობით მონაწილებს ადამიანი და მხოლოდ ენთუზიაზმზე ემსახურება ამ საქმეს, აზრი შეიცვალეს.

Гуанчжоу
Гуанчжоу

– სხვადასხვა ჯგუფებს შორის მენტალური განსხვავება რუსეთის, სომხეთის და დასავლეთის სომხების თანამშრომლობას რაიმე პრობლემას ხომ არ უქმნის?

– პირიქით, ეს უპირატესობაც კია. 2013 წელს ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. 2006-2008 წლებში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც ერთად მხიარულობდნენ, მოგზაურობდნენ, ხოლო 2013 წელს, შევეცადეთ იმ ჯგუფისთვის ინსტიტუციონალური სტატუსი მიგვენიჭებინა. საინტერესო ის არის, რომ რადგან ძველი სათვისტომო არ არსებობდა, არც სტერეოტიპები არსებობდა. რაკი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობა იყო, განსხვავება უპირატესობად იქცა. როდესაც ადამიანები განსხვავებულად აზროვნებენ, გადაწყვეტილების მონახვა უფრო ადვილია.

– რომელ ქალაქებზე არიან სომხები ძირითადად კონცენტრირებულნი?

-ეკონომიკურ ცენტრებზე, როგორიცაა: გუანჩჟოუ, შენჩჯოუ, ჰონკონგი, შანხაი და სხვა დიდი ქალაქები, პეკინსა და ნანკინში კი ძალიან ცოტანი არიან.

– რამდენად ადვილია სომხებისთვის ისეთ თვითმყოფად ქვეყანასთან შეგუება, როგორიც ჩინეთია?

– ძირითადი პრობლემა, რომელიც ყველასთვის საერთოა, ეს არის ენა და სამზარეულო. აქ არ მიირთმევენ რძის პროდუქტებს: ყველს, არაჟანს, ძეხვეულს და პურს. თუმცა, ბევრი საერთოც გვაქვს. ჩინელებთან ურთიერთობისას რაღაც კულტურულ თანხვედრას პოულობ და მათზე სხვაგვარად იწყებ ფიქრს. მაგალითად, ოჯახი. მათთანაც მიღებულია, რომ შვილები მშობლებმა უნდა არჩინონ. ხანდაზმულ მშობლებზე კი შვილები ზრუნავენ. მათ ასევე ძალიან უყვართ სამეგობრო და სტუმართმოყვარენიც არიან. საოცარია, მაგრამ განსხვავებულობის ფონზე, ეს ყველაფერი ბალანსს ქმნის. როგორც ვხვდები, სომხები ჯერ სტრესს განიცდიან, ერთი-ორი წლის შემდეგ კი ძალიან ეჩვევიან ქვეყანასაც და ხალხსაც.

Шанхай
Шанхай

– გრძნობთ, სომხეთში რა აქტიურად მოღვაწეობს ჩინეთი?

– პირველ რიგში, მყარდება ურთიერთობები იგივე სტუდენტებს შორის. სათვისტომომ ხელშეკრულება გააფორმა სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტთან, რომელიც ჩინელი სტუდენტებისთვის სომხეთში სწავლის საფასურს იხდის. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჩინეთში დაბრუნების შემდეგ, მან სომხეთთან კავშირი არ დაკარგოს.

ჩინეთის სომხური სათვისტომო ერთ მუჭად არის შეკრული და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხეთი საუკეთესოდ წარადგინოს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ – ასეთ მოკლე დროში სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

მეორე რიგში, გასაკვირია, რომ სომხეთი დღეს პროგრამაში “ერთი ქამარი, ერთი გზა” არ არის ჩართული. რატომ? 14-15 მაისს კონფერენცია “ერთი ქამარი, ერთი გზა” ჩატარდა და მიკვირს სომხეთი რატომ არ წარადგინეს. კონფერენციის ფარგლებში 200 ხელშეკრულება გაფორმდა და საერთო ჯამში 14,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებების პროგრამები განიხილეს.

სხვა ქვეყნისთვის იმ დონეზე ხარ მნიშვნელოვანი, რა დონითაც მას შენი ეკონომიკა უკავშირდება. სომხურ-ჩინური სასაქონლო ბრუნვა დაეცა. ანუ, ერთი მხრივ, ინდივიდუალური კავშირები მყარდება, მეორეს მხრივ – ეკონომიკური შედეგი მცირდება.

ჩინეთი – მნიშვნელოვანი ქვეყანაა და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ მომავლის უზრუნველსაყოფად კარგი იქნება ამ ქვეყანასთან კავშირების დამყარება.

– სომხეთში შეიმჩნევა ჩინეთის მიმართ მზარდი ინტერესი?

– კი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ სტუდენტების რაოდენობრივ ზრდას, რომლებიც ჩინურ ენას სწავლობენ.

– რა შეუძლიათ სომხეთს შესთავაზოს ჩინეთს?

​- რომელი სფერო ვითარდება დღეს სომხეთში? სოფლის მეურნეობა. ჩინეთში აგრარული სფეროა განვითარებული, ამიტომ ჩინელები ძალიან ბევრ ფულს იხდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად.

სომხეთი განთქმულია სუფთა ჰაერით და ჩვენი სოფლის მეურნეობა ქიმიური მრეწველობისგან სუფთაა. ამიტომ ამ სფეროს განსავითარებლად ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გონივრული იქნება. კიდევ ერთი საკითხია ხორც-პროდუქტები. ჩინეთში ღორის და ქათმის ხორცის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ სერიოზული პრობლემაა საქონელის ხორცთან დაკავშირებით.

სომხეთში ეს სფერო ვითარდება და შემდგომშიც უნდა განვითარდეს. შესაძლებელია სომხეთში საქონლის მოშენება და ჩინეთში უკვე მზა პროდუქციის გაგზავნა. ანუ, ამ თვალსაზრისით სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა შეიძლება.

– ტურიზმზე რა შეიძლება ითქვას?

– შესაძლებელია ტურიზმის სფეროს განვითარება. ჩინეთი წლების განმავლობაში არარელიგიური სახელმწიფო იყო. 2000 წლიდან ვითარება შეიცვალა. კერძოდ, დაიწყო რელიგიური დანიშნულების შენობების მშენებლობა, ძველი აღმსარებლობის და ბუდიზმის დაბრუნება. ახლა კი, ჩინელები ქრისტიანობისკენ იხრებიან, რასაც დასავლეთის წამყვანი როლი განაპირობებს.

მათ სჯერათ, რომ ქრისტიანობის მიღება განვითარებულ ინგლისურენოვან ხალხებთან კავშირს ნიშნავს. ქრისტიანი ადამიანები ხშირად დადიან ეკლესიაში და ამის მეშვეობით შესაძლებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბევრი ეკლესიაა. ასეთი ინფორმაცია ბევრს გაუჩენს სურვილს ესტუმროს სომხეთს.

ამისთვის კი საჭიროა მისაღები ფასები. თუ პირდაპირი რეისების პრობლემა მოგვარდება და დაწესდება მარშრუტები – ერევანი-პეკინი-ერევანი, ერევანი-შანხაი-ერევანი, ან ერევანი-გუანჩჟოუ-ერევანი, ტურისტების რაოდენობა გასამმაგდება და გახუთმაგდება-კიდეც.

ესაუბრა აიკ ხალათიანი