თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელების პროცესი ძალიან შეიცვალა და ხშირად მასმედია ვერ ასწრებს ინფორმაციის მიღებას, რომ სოციალურ ქსელ Facebook-სა და სხვადასხვა ბლოგებში, უკვე განიხილება ეს მოვლენა. შედეგად, ვირტუალობა რეალობას არა მხოლოდ ასახავს, არამედ ცვლის და მის შემდგომ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, სოციალური ქსელები ერთობ მოქმედი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტია.
პირველი მერცხალი
აზერბაიჯანში ზოგიერთი “კლავიატურულ გმირობას” უწოდებს იმას, რომ რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში მათი ყოველდღიური და ამაღელვებელი პრობლემების შესახებ წერენ. უფრო მეტიც, ვიღაც ირონიულად წერს: “ნებისმიერ სფეროში რევოლუციის მოწყობა, მხოლოდ ვირტუალურ დონეზე შეგვიძლია”, ან “სტატუსების წერა ადვილია, რეალურად სცადეთ რაიმეს შცვლა”.
განა, მართლა ასე უძლურია სოციალური მედია ჩვენს ქვეყანაში? განა, რაც იწერება სოც.ქსელებში მხოლოდ იმიტომ, რომ დამწერმა თავისი ემოციები გადმოღვაროს, სხვამ კი წაიკითხოს, განიხილოს და დაივიწყოს?
პასუხი არის კატეგორიული და სამწუხარო: “დიახ”, სანამ არ მოხდება მოვლენა, რომელიც აჩვენებს, რომ ვითარება, თუნდაც არა რადიკალურად, მაგრამ მაინც იცვლება.
ორი წლის წინათ, ვირტუალურ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემა იყო «AccessBank»-ი. აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინმე მიკიაილ თალიბოვის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ინტერნეტში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო.
მანამდე მ.თალიბოვი დახურული სააქციო საზოგადოება «AccessBank»-ში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გაანთავისუფლეს და ჩათვალა, რომ ეს უსამართლობა იყო, Facebook-ზე გახსნა გვერდი სახელწოდებით «Accessbank – არასწორი ბანკი» , სადაც დაიწყო ორგანიზაციის საქმიანობის გაკრიტიკება.
ბანკს დიდხანს არ უფიქრია და თალიბოვის წინააღმდეგ ჭორის გავრცელებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საბოლოოდ შერცხვენილ თანამშრომელს სისხლის სამართლის კოდექსის 147,1 მუხლით, ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაო და თავისი შემოსავლების 20%-ის სახელმწიფოსთვის გადახდა მიუსაჯეს. ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ მან სოც.ქსელში უნდა დაწეროს, რომ უარყოფს მის მიერ მანამდე დაწერილს.
აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წელს ჩაწერილი 147-ე და 148-ე მუხლები კონკრეტულად შეეხება ინტერნეტში ჭორების გავრცელებას. ასე, რომ თალიბოვი მისდა უნებურად „ახალი მოდის ფუძემდებლად“ იქცა.
აზერბაიჯანისთვის ეს ერთგვარ გადამწყვეტ მომენტად იქცა: ინფორმაციის უკიდეგანო და არაკონტროლირებადი ოკეანე – სოციალური მედია კონტროლს დაექვემდებარა. ამიერიდან „უფროსი ძმა“ აკონტროლებს არა მხოლოდ იმას, რა დაწერეთ, არამედ იმას, თუ რა მოგწონთ და რა – არა, რაც თქვენი „ლაიქებით“ გამოიხატება.
19.05.2015
გაზაფხულზე მთელი აზერბაიჯანი აღაშფოთა ბაქოში, 16 სართულიან სახლში მომხდარმა ხანძარმა. სწორედ სოციალური ქსელით ადევნებდა ხალხი თვალს მოვლენების განვითარებას, ცდილობდნენ დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა გაეგოთ და სხვა.
მომხდართან დაკავშირებით გაჩნდა რამოდენიმე სპეციალური ჰეშთეგი, მაგალითად, #matəmelanolunsun (გამოაცხადონ გლოვა), #PrayForBaku, #yanğın (ხანძარი) და #landoffire. სოც.ქსელის ბევრმა მომხმარებელმა თავისი პროფილის ფოტო შეცვალა სურათით, სადაც ნაჩვენები იყო ხანძარი და თარიღი «19.05.2015»(ავტორი – ორხან ასლანოვი). ამგვარად ისინი გამოხატავდნენ მწუხარებასა და სოლიდარობას, მოითხოვდნენ გლოვის დღის გამოცხადებას.
გლოვის დღე არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ხანძარმა სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, სოც.ქსელების ყველა მომხმარებელი გააერთიანა. ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნა BBC-მ გადაბეჭდა. მაგალითად:
ხაბიბ მიუნტაზირი facebook-ზე წერდა: “დაიღუპა 16, დაშავდა 60, მათ შორის პატარა ბავშვები. ტელეარხებით კი ამ დროს გასართობი გადაცემები გადიოდა. ქვეყანაში გლოვაც კი არ გამოცხადდა, არც დამნაშავეები დაისაჯნენ…”
ჯავიდ ვერდიევი ტვიტერში წერდა: „გვირაბში მატარებელი იჭედება, შენობას ხანძარი უკიდია, ქვეყანა ინგრვა, მაგრამ AzTV აშშ-ს პრობლემებზე საუბრობს, ხოლო ANS რეკლამას უკეთებს ევროპულ თამაშებს“ (შენიშვნები აზერბაიჯანული ტელევიზიების AzTV და ANS-ის რედაქტორებს).
სოც.ქსელში ასევე მწვავედ განიხილებოდა ხანძრის მიზეზები. გაირკვა, რომ ყველაფერი უხარისხო საფასადე მასალის ბრალია, მოსახლეობამ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა დედაქალაქის სხვა შენობიდან იყო მოხსნილი.
გარდა ამისა, 100-ზე მეტმა ადამიანმა შეამკო ყვავილებით დამწვარი შენობა. პოლიციამ ძალა გამოიყენას ამ აქციის მინიმუმ ერთ მონაწილეზე, რომელიც ყვიროდა ლოზუნგს: “ჩამოხსენით ფასადები და ნიღბები, დაე ქვეყანამ ძილისგან გამოიღვიძოს!” დამწვარი სახლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოითხოვა ბაქოს მერის თანამდებობიდან მოხსნა და მომხდარის გამო მისი პასუხისგება. საერთო ჯამში ხანძრიდან 2-3 დღის შემდეგ, ანალოგიური ფასადები უკვე სხვა შენობებსაც მოხსნეს. მაგრამ, მხოლოდ ერთი პირი დააკავეს, საცხოვრებელ-საექსპლუატაციო კანტორის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ამ ბინის რემონტი. მიუხედავად ამისა, ეს იყო ერთ-ერთი აშკარა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეასრულა სოციალურმა მედიამ თავისი როლი.
მაგრამ სამოქალაქო აქტივობაზე კიდევ უფრო საინტერესო იყო სახელმწიფო მოხელეების ვირტუალურ ცხოვრებაზე კონტროლი, რაც განხორციელდა ამ პერიოდში. ასე, მაგალითად, ხანძრიდან ერთი დღის შემდეგ, ევროკავშირთან არსებული ისლამისტური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არიფ მამედოვმა ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: “ეს ტრაგედია ეხება აზერბაიჯანის ყოველ მაცხოვრებელს. არც ერთი ერი არ მოითმენდა ასეთ უსამართლობას და სირცხვილს. და თუ მოხელეები, რომლებიც მილიონებს შოულობენ ჩვენი ხალხის მოთმინებაზე, არ ეშინიათ მისი წყრომის, დაე, ალაჰის წყრომის მაინც შეეშინდეთ”.
მათ შორის, ვინც დიპლომატის ეს სტატუსი მოიწონა, რომელიც პროტესტი გამოხატვის მოწოდებას შეიცავდა, იყო მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და რამდენიმე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. საერთო ჯამში უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩი უკან გაიწვიეს, ზოგიერთებს კი ოფიციალურად მოუხდათ ბოდიშის მოხდა თავიანთ “ლაიქზე”.
თარგმანთან დაკავშირებული სირთულეები
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მწვავე დებატები გაიმართა ZARA-ს მაღაზიის მენეჯერის ქცევის გამო, რომელიც მდებარეობს ბაქოში, სავაჭრო ცენტრ Mall 28 -ში. მაღაზიის მენეჯერმა აზერბაიჯანელ მომხმარებელს რუსულ ენაზე საუბარი მოსთხოვა.
ქალბატონს თავისი გოგონასთვის იმ პერანგის ყიდვა სურდა, რომელიც ფასდაკლების სექტორში ეკიდა. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ამ ნივთზე ფასდაკლება არ ვრცელდებოდა. ვითარებაში გასარკვევად მან მაღაზიის მენეჯერს მიმართა. საპასუხოდ მენეჯერმა დარია პაულევსკაიამ მას უთხრა, რომ არ ესმის აზერბაიჯანული ენა და მოითხოვა მასთან რუსულ ენაზე ესაუბრა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ უკრაინის მოქალაქემ, რომელიც აზერბაიჯანში მუშაობს, ადგილობრივ მაცხოვრებელს რუსულად საუბარი მოსთხოვა. დარია პაულევსკაიას გამოუტანეს განაჩენი და მაღაზიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მალე მის მიმართ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ.
სტრატისტიკა
აზერბაიჯანში StumbleUpon-ის ახალი პლატფორმის პოპულარობა მატულობს. მასზე მოდის აზერბაიჯანის სოციალური მედიის 0.4 %.
აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს Facebook-ი – 82,7%-ით, თუმცა 2015 წლის პირველი მეოთხედის შედეგებით, თუმცა თაობის გენერაცია აქ 5,6%-ით შემცირდა.
Twitter-ში შეინიშნება 33,4%-იანი ზრდა. აზერბაიჯანსი მას მეორე ადგილი უკავია 7,5 %-იანი მაჩვენებლით.
მესამე ადგილზეა – Вконтакте (2,8%).
პოპულარობით მას მოსდევს Google+ (1,8 %), Pinterest (1,6%), Tumblr (1,6%) და სხვა…
ნარმინ ნიოგტე