საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” თანამშრომელი მიხეილ ავსაჯანიშვილი დააკავა.
როგორც Dalma News-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საბაჟოს თანამშრომელმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 6-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.