ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად სახლები და ქუჩები დაიტბორა. ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ ფოთშიც.
სტიქიის გამო, ორივე ქალაქში გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ფოთში სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, ბათუმში დამატებით მობილიზებულ იქნა სამაშველო ჯგუფები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
შსს-ს ინფორმაციით, ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.