ევროპას ტერაქტების ტალღამ გადაუარა. 22 მარტს ბრიუსელში მორიგი საშინელი ტრაგედია მოხდა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება შეძრა და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვინ არიან ისინი – “ახალი” თაობის ტერორისტები, რომლებიც სხვა ადამიანების სიცოცხლეს ასე უმოწყალოდ სპობენ? რელიგიური ფანატიკოსები, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები, თუ ჩვეულებრივი “ლუზერები”? რა უდევს სინამდვილეში საფუძვლად ჯიჰადისტების იდეოლოგიას და რატომ გაუჭირდება ევროპას ამ “ვირუსთან” ბრძოლა? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს პორტალ EADaily-ის ანალიტიკური რედაქცია სტატიაში “პოპ-ჯიჰადი” ევროპაში – როგორ უნდა შეაჩერონ “ისლამისტები”, რომლებმაც არაფერი იციან ისლამის შესახებ?”
2016 წლის 22 მარტს, პიკის საათის დროს, ორმა თვითმკვლელმა ბრიუსელის აეროპორტი ააფეთქა. დაიღუპა 14 და დაიჭრა 92 ადამიანი. ამის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება “მაალბეკის” გაჩერებაზე, ევროკავშირის შტაბ-ბინასთან ახლოს მოხდა. დაიღუპა 20 და დაიჭრა 106 ადამიანი. სამხედროები სტრატეგიულ ობიექტებში მობილიზდნენ. პარლამენტიდან, ევროკომისიიდან, სადგურებიდან და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებიდან მთელი დღის განმავლობაში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვები საღამომდე დატოვეს. დედოფალი და მეფე დედაქალაქიდან გავიდნენ. ხალხი ვერაფერს ხვდებოდა, ხელისუფლება კი მათ სახლში დარჩენას ურჩევდა. გაერთიანებული ევროპის დედაქალაქი შოკმა და განგაშმა მოიცვა. სოციალურ ქსელებში ჯიჰადისტები კიდევ უფრო ამწვავებდნენ ვითარებას და ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ბრიუსელის ქუჩებში ასაფეთქებლებით სავსე კიდევ რამდენიმე შაჰიდი დადიოდა.
საღამოს ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რუსეთში აკრძალულმა “ისლამისტურმა სახელმწიფომ”. ადგილობრივმა პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ფოტოები გამოაქვეყნა. ორმა თავი აიფეთქა, ერთს დღემდე ეძებენ. იგი იდენტიფიცირებულია, როგორც ნააჯიმ ლაახრაუი, იტყობინება Лента.ру. ეს ადამიანი პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის, მაროკოელი სალახ აბდესლამის “თანამოაზრეა”. აბდესლამი ბრიუსელის კომუნა მოლენბეკში დააკავეს, ნაჯიმ ლაახრაუმ კი გაქცევა მოახერხა. ეს ადამიანები იმის წარმოდგენას გვიქმნიან, რომ ცივილიზებული სამყარო აბსოლუტურად სხვა, დღემდე უცნობი ჯიჰადისტების წინაშე აღმოჩნდა.
სირიიდან დაბრუნებული ინჟინერი
24 წლის ნაჯიმ ლაახრაუი, ბელგიის მოქალაქეა და სირიაში 2013 წლის თებერვალში ჩავიდა. როგორც Newsweek-ი წერს, ბელგიის მთავრობამ პარიზის ტერაქტების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ მისი დნმ აღმოაჩინა. ტერორისტი ასევე ცნობილია სოუფინ კაიიალის სახელით. აბდესლამთან ერთად იგი 2015 წლის სექტემბერში, ბელგიისა და ავსტრიის საზღვარზე შემოწმებისას შენიშნეს.
როგორც The New York Times-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ნაჯიმ ლაკრუა ბრიუსელის შაარბეკის სკოლაში საინჟინროზე სწავლობდა, რაც იმას მოწმობს, რომ ექსტრემისტი, არა მხოლოდ შესანიშნავად იცნობდა ქალაქს, არამედ იქ 2015 წლის ბოლომდე ცხოვრობდა.
აბდესლამ და ლაახრაუი მხოლოდ ორია ბელგიის იმ ათას ხუთას ახალგაზრდა ადამიანს შორის, რომლებიც “ჯიჰადში” გაერთიანდნენ. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი დაბრუნებული ადამიანია და “ისლამისტური სახელმწიფოს” დღევანდელი ტერორისტები საერთოდ არ ჰგავდნენ იმ თანამემამულეებს, რომლებმაც ევროპაში 10 წლის წინათ მოაწყვეს ტერაქტები.
ევროპაში “პოპ-ჯიჰადი” წამოიწყეს
ისინი საერთოდ არ ჰგვანან ძველი დროის “ალ-ქაიდას” წევრებს. ამჟამინდელი მკვლელების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ, როდესაც 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მოხდა აფეთქება და ავღანეთის, სირიისა და ერაყის ომებს ტელევიზორებიდან ადევნებდნენ თვალს. მათ ისლამის შესახებ მწირი ცოდნა აქვთ. ისინი ჯიჰადისტ ჰიპსტერებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ფანატიკოსებს. ზოგიერთი ექსპერტი მათ “პოპ-ჯიჰადისტებს” უწოდებს.
როგორც Newsweek-ი წერს, ეს ახალგაზრდები ჯგუფებად იკრიბებია, როგორც “შარიათი ბელგიისთვის” და მათ უსამა ბენ ლადენის შესახებ უფრო ცოტა რამ იციან, ვიდრე რეპერ თუფაქ შაკურზე. ბელგიელები, რომლებიც “ისლამისტური სახელმწიფოსთვის” საბრძოლველად მიდიოდნენ, ხშირად სოციალურ ქსელებში ამერიკელ რეპერს ბაძავდნენ. თუმცა, მათ საკუთარი რეპი და ჰიპ-ჰოპის სტილის შესაბამისი ტანისამოსი აქვთ, რომელსაც ისეთი კომპანიები ჰყიდიან, როგორიცაა Urban Ummah. მათ სლოგანიც აქვთ: “იმუშავე ბევრი, ილოცე ბევრი!” მათი ტვიტერები ხშირად სრულდება ჰეშტეგებით – #ცხოვრება წვერებში და #ცხოვრება ჰიჯაბში. სირიიდან ისინი მეგობრებს ფოტოებს უგზავნიან, რომლებშიც მათ ქუთუთოები ისე აქვთ მოხატული, როგორც ამას ახლო აღმოსავლეთში აკეთებენ.
Newsweek-ის ინფორმაციით, ისინი გრძელწვერიანი ინტელექტუალი-მუსულმანები არ არიან, რომლებსაც ხელში ყურანი უჭირავთ. მათთვის ჯიჰადისტების, ან რადიკალი ისლამისტების დარქმევა ყველაზე კარგი კომპლიმენტი იქნება. სხვა დროს მათ წარუმატებელ და ნარცისიზმით შეპრყობილებს უწოდებნენ. გარდა ამისა, ისინი მკვლელებიც არიან.
ახალი ბელგიელი ექსტრემისტების, გასული ათწლეულის ჯიჰადისტებში არევა ადვილია. 2001 წლის 11 სექტემბერს, ჩრდილოეთ ალიანსის ლიდერის აჰმად შახ მასსუდას მკვლელი არის ადამიანი, რომელმაც ბრიუსელის ტერაქტი ჩაიფიქრა. ბელგიური ექსტრემისტული დაჯგუფება იმ ჯგუფის ნაწილი იყო, რომელმაც 2004 წელს მადრიდის მეტროში მოაწყო აფეთქება. მომდევნო წელს ბელგიელმა მურიელ დეჟომ თავი ერაყში აიფეთქა და პირველი დასავლეთელი შაჰიდი გახდა. თუმცა იმ თაობის ექსტრემისტებს არაფერი აქვთ საერთო ამჟამინდელ “პოპ-ჯიჰადისტებთან”.
ისლამის ზედაპირულად მცოდნე ისლამისტები ევროპული ქვეყნებისთვის გამოწვევად იქცნენ. ისინი მუსულმანების რერადიკალიზაციისთვის ტრადიციულ პროგრამებს იყენებენ. რთულია ადამიანის გადამზადება ისლამში, თუ მან თთქმის არაფერი იცის მის შესახებ. ამის თვალსაჩინო მაგალითია, 22 წლის ბრიტანელებთან დაკავშირებული ისტორია, რომლებმაც “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრებამდე წიგნები: “ისლამი ჩაინიკებისათვის” და “ყურანი ჩაინიკებისათვის” იყიდეს.
რა იზიდავს ამ ახალგაზრდებს რადიკალური ისლამის მკაცრ კულტურაში? ისლამური სახელმწიფო ადამიანების გადასაბირებლად მათ ცხოვრებაში არსებული დაუკმაყოფილებლობისა და არარეალიზებულობის მომენტს იყენებს, “ჯიჰადი” კი მათთვის დიდი “რევოლუციური” მოძრაობის ნაწილად ქცევისა და ისტორიის ფურცლებზე მოხვედრის რომანტიკული შესაძლებლობაა. ევროპოლის ბოლო ანგარიშში, როგორც Newsweek-ი წერს, საუბარია თანატოლების მიერ ერთმანეთზე ზეგავლენის მოხდენასა და რემბოს სტილისთვის მიბაძვაზე.
გარდა ამისა, სირიიდან დაბრუნებული ევროპელი მუსულმანების გამოკითხვის შედეგად ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ მათ 20%-ს ფსიქიკური აშლილობა ისლამურ სახელმწიფოში წასვლამდე ჰქონდა.
გენტის უნივერსიტეტის პროფესორს რიკ კულსაიეტს მიაჩნია,რომ ბელგიაში “პოპ-ჯიჰადისტების” სუბკულტურის განვითარება უფრო მეტად უკავშირდება გარემოს, რომელშიც ახალგაზრდობას უწევს ცხოვრება. მათ სამუშაოს პოვნის ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ძალზედ მაღალია ევროკავშირში თვითმკვლელობისა და სკოლებიდან გარიცხვის შემთხვევები.
“ახალგაზრდობა დეპრესიულ და უიმედო მდგომარეობაშია”, – დარწმუნებულია მეცნიერი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ემოციები რაციონალიზმს ჭარბობს. მით უფრო, რომ მუსულმანი ახალგაზრდების უმრავლესობას, არ სურთ და არც შეუძლიათ იმ ევროპულ ქვეყნებში ინტეგრირება, სადაც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ.
ახალგაზრდები პატარ-პატარა ჯგუფებად უმიზნოდ ცხოვრობენ და მათ შორის “ჯიჰადის” იდეა ვრცელდება, რაც შემდეგ ჯაჭვივით სხვებსაც გადაეცემათ, – მიაჩნიათ The Soufan Group-ის ანალიტიკოსებს.
ამგვარად, ისლამური სახელმწიფოს ფილოსოფია ევროპელ მუსულმანებს შორის ვირუსს ჰგავს და იმიგრანტების ისეთ ღარიბულ რაიონში ვრცელდება, როგორიც მაგალითად, ბრიუსელის მოლენბეკია. მაგალითად, აბდესლამი სწორედ ასეთ კომუნაში გაიზარდა და სპეცსამსახურებმა ეს შესანიშნავად იციან. თუმცა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება ძალზედ რთულია, ხოლო ახალგაზრდა ადამიანებისგან შემდგარ მუსულმანურ ავტორიტეტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა, რაიმე ცენტრალიზაციის გარეშე კიდევ უფრო რთულია.
ევროპული სადაზვერვოს ბოლო მონაცემები საგანგაშოა. “ისლამური სახელმწიფოსთვის” საბრძოლველად 5 ათასზე მეტი ევროპელი ახალგაზრდა გაემგზავრა. დაბრუნებულებმა ტერორიზმის ტაქტიკა იციან და საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ტერაქტის მოსაწყობად კი ბევრი აღარაფერია დარჩენილი: იარაღი, ხელნაკეთი ბომბები და თანამებრძოლ- თანატოლებს შორის გმირობის ჩადენის სურვილი. ამის შემდეგ კი მსოფლიოში ხმა გავრცელდება: “ეს ისლამური სახელმწიფო იყო”, მის ლიდერებს კი, შესაძლოა, ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.
ევროკავშირში ახალი რეალობის შეცვლა ახლო მომავალში საეჭვოა შესაძლებელი იყოს. ამისათვის აუცილებელია მარგინალური მუსულმანური თემის საზოგადოებაში ინტეგრირება, თუმცა თავად ამის სურვილი არ აქვთ. ახალი ასობით ათასი დევნილი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და ძველ სამყაროს აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკის სისხლიან მძევლად აქცევს.
ევროპული სადაზვერვოს ბოლო მონაცემები საგანგაშოა. ისლამური სახელმწიფოსთვის საბრძოლველად 5 ათასზე მეტი ევროპელი ახალგაზრდა გაემგზავრა. დაბრუნებულებმა ტერორიზმის ტაქტიკა იციან და საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ტერაქტის მოსაწყობად კი ბევრი აღარაფერია დარჩენილი: იარაღი, ხელნაკეთი ბომბები და თანამებრძოლ-თანატოლებს შორის გმირობის ჩადენის სურვილი. ამის შემდეგ კი მსოფლიოში ხმა გავრცელდება: “ეს ისლამური სახელმწიფო იყო”, მის ლიდერებს კი, შესაძლოა, ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.
ევროკავშირში ახალი რეალობის შეცვლა ახლო მომავალში საეჭვოა შესაძლებელი იყოს. ამისათვის აუცილებელია მარგინალური მუსულმანური თემის საზოგადოებაში ინტეგრირება, თუმცა თავად ამის სურვილი არ აქვთ. ახალი ასობით ათასი დევნილი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და ძველ სამყაროს აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკის სისხლიან მძევლად აქცევს.
წყარო: EADaily