ცნობილმა რუსმა მომღერალმა მიხეილ შუფუტინსკიმ ბათუმში კონცერტი გამართა. ღონისძიება ბათუმის კორტებზე ფესტივალ “ჰით ბათუმის” ფარგლებში ჩატარდა.
როგორ ipn.ge წერს, კონცერტს 3 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
“მომღერალი მაყურებლის წინაშე 45-წუთიანი პროგრამით წარსდგა და ძირითადად, სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა”, – წერს სააგენტო.
მიხეილ შუფუტინსკი 1981 წლიდან აშშ-ის მოაქალაქეა. ემიგრაციის პერიოდში შექმნა საკუთარი შოუ “Ataman-Band”, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მომღეარლს გამოშვებული აქვს 27 სტუდიური ალბომი.