ევრაზიის ეკ. კავშირი ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.
როგორი იყო ეს წლები, რა მისცა მან კავშირის თითოეულ წევრ-ქვეყანას და, კერძოდ, სომხეთს? ამ და სხვა საკითხებზე ერევანში გამართულ ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მეათე საიუბილეო ყოველწლიურ სხდომაზე, თემაზე „სომხეთი ევრაზიის ეკ. კავშირში: ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის რეალობა და პერსპექტივები“.
კმაყოფილი ელჩები
თავის გამოსვლაში რუსეთის ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ არსებობის 10 წლის განმავლობაში ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა აჩვენა თავისი გამძლეობა ახალი გამოწვევების წინაშე, უზრუნველყო კავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ეკონომიკის სტაბილური ზრდა და დამკვიდრდა, როგორც განვითარებადი მრავალპოლარული სამყაროს ერთ-ერთი დამოუკიდებელი და თვითკმარი ცენტრი.
“ევრაზიის ეკ. კავშირის არსებობის ათწლიანი შედეგები ძალიან პოზიტიურია, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ძალიან რთული ვითარებისა და კავშირის წევრი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა. სახელმწიფოს მეთაურებმა 8 მაისს, მოსკოვში განაცხადეს, რომ ევრაზიის ეკ. კავშირმა, თუნდაც ამ გამოწვევების და დასავლეთის სანქციების პოლიტიკის პირობებში, აჩვენა თავისი სტაბილურობა და იქცა ეფექტურ ინტეგრაციულ სტრუქტურად, რომლის საქმიანობასაც კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ასოციაციის თითოეული მონაწილესათვის. ამას ადასტურებს ეკონომიკური მაჩვენებლები“, – განაცხადა ელჩმა.
კოპირკინის თქმით, 10 წლის განმავლობაში ევრაზიის ეკ. კავშირის ქვეყნების მშპ 1,6-დან 2,5 ტრილიონ აშშ. დოლარამდე გაიზარდა. სომხეთი თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი შემძენია ევრაზიის ეკ. კავშირის ინტეგრაციის ფარგლებში და დიდწილად ამ ორგანიზაციასთან და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, ზედიზედ მეორე წელია, სომხეთი ეკონომიკური ზრდის ტემპებით მსოფლიო ლიდერებს შორისაა.
„რუსეთი თავის სომეხ პარტნიორებს ევრაზიის ეკ. კავშირში წარმატებულ მუშაობას უსურვებს. რუსეთი უაღრესად აფასებს ურთიერთსასარგებლო და მრავალმხრივ კავშირებს, რომლებიც კავშირის პარტნიორებთან ვითარდება და მზად ვართ შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის საერთო ინტეგრაციული ასოციაციის გასაძლიერებლად“, – დასძინა მან.
ბელორუსის ელჩმა, ალექსანდრე კონიუკმაც კავშირის წარმატებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ევრახიის ეკ. კავშირი საკმაოდ ახალგაზრდა ინტეგრაციული ასოციაციაა, რომლის განვითარებაშიც დიდი ძალისხმევაა ჩადებული. ცხადია, კავშირში პრობლემები არსებობს, რომლებიც აუცილებლად გადაიჭრება.
“სომხური სახელმწიფოებრიობის განვითარებას რთული პერიოდი უდგას. ხალხი პოლიტიკას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ეკონომიკაა. სომხეთის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის ეკ. კავშირის ორგანოების თავმჯდომარეა და ნიკოლ ფაშინიანმა კავშირის წევრი-სახელმწიფოების მეთაურებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ სომხეთის პრიორიტეტები ევრაზიის ეკ. კავშირის პრიორიტეტებს შეესაბამება. ამ ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ურთიერთქმედების ყველა სფეროში. ბოლო წლებში სომხეთთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა და თან ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ არაერთხელ დაწესებული სანქციების ფონზე“, – განაცხადა ელჩმა.
ხოლო ყაზახეთის ელჩის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა ევრაზიის ეკ. კავშირის სამრეწველო თანამშრომლობის პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის.
„ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები მნიშვნელოვანია ყაზახეთისთვის, კერძოდ, ციფრულიზაციისა და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მოსკოვში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ევრაზიის ეკ. კავშირის უბარიერო ბაზრის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ გზაზე ფარული შეზღუდვების აღმოფხვრა კავშირის უპირობო პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით, სომხური მხარის მიერ დასახელებული ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების პრიორიტეტები ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელჩმა ბოლატ იმანბაევმა.
ინტეგრაციული პროცესი წარმატებას ნიშნავს
ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა გასული წლების საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
„ზუსტად ათი წლის წინ, ჩვენ შევქმენით უნიკალური არაფორმალური საექსპერტო პლატფორმა – ევრაზიის ექსპერტთა კლუბი. შემდეგ ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო და უფრო მატულობდა და ჩვენ გავხდით უზარმაზარი ევრაზიული ინტეგრაციული სივრცის პირველი პლატფორმა, სადაც მიმდინარე ეკონომიკური და მასთან დაკავშირებული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ასპექტების სათანადო და ღირსეულ სამეცნიერო და ექსპერტულ დონეზე გაანალიზედა დაიწყო. შემდეგ, 2014 წლის მაისში, ასტანაში ევრაზიის ეკ. კავშირის სამიტის წინა დღეს განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია დადებითი მუხტის შეტანა სომხეთის, რუსეთისა და ჩვენი საერთო ინტეგრაციული სივრცის სხვა ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა წამყვანმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ბევრ კონფერენციაში მოსკოვში, მინსკში, ასტანაში, ალმატაში, ბიშკეკში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მთავარ სამეცნიერო ცენტრებში და გაამდიდრეს ჩვენი მიღწევების საგანძური. დღეს ჩვენს სპეციალისტებს კარგად იცნობენ ეკონომიკური ინტეგრაციული სივრცის ქვეყნების კოლეგები და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წევრების საშუალო და ახალგაზრდა თაობაზე დიდი მოთხოვნაა ზემოაღნიშნული ქვეყნების ავტორიტეტული სამეცნიერო და საჯარო დაწესებულებების მიერ”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, კლუბის პროგნოზები ბიზნეს აქტივობის ინდექსის განვითარებისა და მშპ-ს ზრდის შესახებ, დამოუკიდებელი და ხარისხიანი ანალიზის წყალობით ახდა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია სომხურ და რუსულ მედიაში და მათი კვლევის მასალები (პროგნოზებით) ჩვენს სამეცნიერო და ექსპერტულ რეალობაში მოსალოდნელ მოვლენად იქცა.
„დღეს ჩვენ ვიცით, როგორ განვითარდება ევრაზიის ეკ. კავშირი 2045 წლამდე. ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის განვითარების ეს ძირითადი მიმართულებები სერიოზულ იმედს იძლევა, რომ ეს სერიოზული არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური განვითარების სერიოზული საფუძველი გახდება“, – დასძინა არამ საფარიანმა.
რაც შეეხება სომხეთის წარმატებებს ევრაზიის ეკ. კავშირში, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ის მიღწევადად აღქმადია.
„ევრაზიის ექსპერტთა კლუბი თავისი არსებობის მეორე ათწლეულს სერიოზული მიღწევებით იწყებს. ჩვენ მზად ვართ უფრო დიდი პრობლემები გადავჭრათ, მათ შორის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან პარტნიორობის საკითხში“, – დაასკვნა საფარიანმა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — მნიშვნელოვანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე
პოსტსაბჭოთა კვლევითი ცენტრის IMEMO RAS-ის კავკასიის სექტორის მთავარმა მკვლევარმა ალექსანდრე კრილოვმა, რომელიც კონფერენციას ონლაინ ჩაერთო, განაცხადა, რომ სომხეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების განვითარების პერსპექტივები, ამჟამად ხელმისაწვდომი ისტორიული ალტერნატივებიდან ერთ-ერთის არჩევის მიხედვით განისაზღვრება. პირველი ალტერნატივა გულისხმობს ცალსახა ევროატლანტიკურ არჩევანს, საკუთარი სუვერენიტეტის დელეგირებას „კოლექტიურ დასავლეთში“, თანამედროვე ლიბერალური ღირებულებების აღქმას საკუთარი კულტურის, ტრადიციების და ცხოვრების წესის უარყოფით.
„სსრკ-ს დაშლიდან ოცდაათი წლის შემდეგ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეები ისტორიული და ცივილიზაციური საზოგადოების შესახებ ცნებებით და რუსეთისგან დისტანცირების სურვილით შეიცვალა. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების უმეტესობამ აირჩია „მულტივექტორის“ კონცეფცია, როგორც მათი საგარეო პოლიტიკის საფუძველი“, – თქვა მან.
კრილოვმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ დასავლელი პარტნიორები ფაქტობრივად არ ცნობენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უფლებას ეწარმოებინათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და მოითხოვდა მათ ცალსახა არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ სასარგებლოდ. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სუვერენიტეტის გარეშე აქტორებად გარდაქმნის შესახებ, არათანაბარ ვითარებაში აყენებდა და სერიოზულად ზღუდავდა ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შესაძლებლობას აეშენებინათ საგარეო პოლიტიკა “მრავალვექტორულობის” პრინციპზე დაფუძნებით. პრაქტიკაში, მრავალვექტორული პოლიტიკის გამოცხადება ხშირად გულისხმობდა რუსეთისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგებოდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს.
„ამავდროულად, დასავლეთის ყველა მცდელობა, გაეერთიანებინა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ანტირუსულ საფუძველზე (სუამ-ის ბლოკი, SDV და ა.შ.) წარუმატებელი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ბელორუსის, ყაზახეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ დსთ-ს, როგორც ინტეგრაციულ სტრუქტურას, არ შესწევს შესაძლებლობა სრულად უზრუნველყოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური კავშირების წარმატებული განვითარება. 2014 წლის 29 მაისს, ასტანაში ხელი მოეწერა შეთანხმებას ახალი ინტეგრაციული გაერთიანების – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) შექმნის შესახებ. ომლი მიზანია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის თავისუფლების უზრუნველსაყოფა, ასევე კოორდინირებული, შეთანხმებული, თუ საერთო ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება“, – დასძინა მან.
ექსპერტის თქმით, სომხეთი, კავშირის სხვა წევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ სარგებელს იღებს : მისმა ეკონომიკამ 2023 წელს მშპ-ს ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა სომხეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის, 20 მილიარდ დოლარიზე, 37% მოდის ევრაზიის ეკ. კავშირზე, 13% ევროკავშირზე, ხოლო 3% აშშ-ზე მოდის.
კრილოვმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ევრაზიის ეკ. კავშირი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე და მისი გეოგრაფიული არეალი მუდმივად ფართოვდება.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა ინტეგრაციული პროექტების ისტორია რთული და წინააღმდეგობრივი იყო. ამ პროექტების მომავალი არ შეიძლება გარანტირებულად წარმატებულად ჩაითვალოს. ამავდროულად, აშკარაა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია და ევრაზიის ეკ. კავშირი ჯერ კიდევ ფლობენ მნიშვნელოვან გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ შემოთავაზებული ალტერნატივები, სუამ-ის ან აღმოსავლეთის პარტნიორობის სახით.
ლინა მაკარიანი