წლის ბოლომდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიაზე მუშაობას დაასრულებს. “კულტურის სტრატეგია 2025”-ის დოკუმენტზე უწყება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით მუშაობს.
დღეს სტრატეგიაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ექსპერტი რაგნარ სილი დაესწრნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კულტურის სტრატეგიის შემუშავების პირველი ორი ეტაპის ანგარიში და აგრეთვე, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სტრუქტურის პროექტი.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურის ეკონიმიკურ პოტენციალზე, გაეცნენ კულტურის დარგში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ პრობლემებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პრიორიტეტებს, მიზნებს და სტრატეგიის პროცესში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობის გეგმებს, – აღნიშნავენ უწყებაში.