საქართველოს უმსხვილესი ინტერნეტპროვაიდერის – “კავკაზუს ონლაინის” კუთვნილი 1 200-კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერი “აზერონლაინია” დაინტერდა. ამის შესახებ გამოცემა “კვირის პალიტრა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული კაბელი “შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ კაბელით “კავკასუს ონლაინი” სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში – 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის დაინტერესება არც არის გასაკვირი – სრულად დატვირთვის შემთხვევაში ამ კაბელს დიდი მოგების მოტანა შეუძლია და ამასთან ერთად, აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული სომხეთში ინტერნეტმიწოდების 85% და ინფორმაციის ამდენივე ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობა”, – წერს კვირის პალიტრა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, “აზერონლაინს” კავშირები აქვს ალიევების ოჯახთან, ამიტომ კაბელის შეძენით პოლიტიკური მიზეზების გამოც არის დაინტერესებული.