ქართული ეროვნული სამოსის დღის დაწესების ინიციატივამ ქართველი ინტერნნეტმომხმარებლების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, ახლა ჯერი ქვეყნის პრეზიდენზე, საპრლამენტსა და საპატრიარქოზეა, რომელთა სახელზეც, იდეის ინიციატორებმა მიმართვა გაგზავნეს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელ Facebook-შიც გავრცელდა და სპეციალური გვერდიც შეიქმნა.
იდეის ავტორების აზრით, საქართველოში,როგორც უძველესი ტრადიციების, ფოლკლორისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში, უნდა აღინიშნებოდეს ეროვნული სამოსის დღეს. რაც, თავის მხრივ ქვეყანას საშუალებას მისცემს ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების დემონსტრირება მსოფლიო მასშტაბით მოახდინოს. “მსგავსი დღეები, ხომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. ასეთი ქვეყნებია იტალია, შვედეთი, ბულგარეში, ყაზახეთი, იმანი, საბერძნეთი და სხვა. ასეთი დღის დაწესება ქართული ტრადიციების შენარჩუნების მიმართ ინეტერსს გააღვივებს”, – მიაჩნიათ იდეის ავტორებს.
ამ დღის აღნიშვნით, რომელიც სავარაუსოს 18 მაისს უნდა დაწესდეს, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იხილონ ქართული ეროვნული სამოსი, საბრძოლო იარაღები, მოუსმინონ ქართულ ფოლკლორს და დააგემოვნონ ქართული კერძები.
მიმართვის ავტორთა მოთხოვნით, აღნიშნული დღე უნდა დაკანონდეს და საქართველოს შრომის კოდექსში დამატება შევიდეს, ამ დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.
“ამისთვის ჩვენ გთავაზობთ 18 მაისს, სტატისტიკური გამოთვლის თანახმად, აღნიშნული დღე დაახლოებით 60 წლის მანძილზე 18-ჯერ მეორდება შაბათსა და კვირას, ასევე მიახლოებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და არცერთ სხვა უქმე დღეს არ ემთხვევა”, – ნათქვამია მიმართვაში, რომლის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები “შავფაროსნები”, “ჩოხოსნები”, რუსთაველის თეატრი, ასევე რიგითი მოქალაქეები.
თარიღისა და აღნიშვნის წესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. ნაწილს მიაჩნია, რომ ეროვნული კოსტიუმების შეკერვა ძვირი სიამოვნებაა და დასაწყისისთვის სახელმწიფო სუბრიდირებით უნდა შეიქმნა საწარმო და სამოსი ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდოს. ასეთი პოზიციის ავტორთა აზრით, ეს იქნება პატრიოტიზმის ასამაღლებელი ერთგვარი იდეოლოგია და ეროვნული საქმე, რომელიც “სამთავრობო მამებმა უნდა გააკეთონ”. ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი დღესასწაული “თბილისობას” დაამშვენებდა, სადაც საქართველოს კუთხეების შესაბამის სამოსში გამოწყობილი საზოგადოება ივლიდა.
მოცეკვავე ნინო მთისა ყველაშვილი აღვფრთოვანებულია ამ იდეით. “ბედნიერებაა, რომ ჩემი ჭკუის ადამიანები ბევრნი ყოფილან კიდევ… წარმომიდგენია რა ლამაზი დღე იქნება, ისედაც სულ ვოცნებობდი ყველას ჩემსავით ჩაცმულს ევლო, როგორც გიჟს ისე არ შემომხედავდა ხალხი და აჰა ოცნებებიც სრულდება…”, – ამბობს ნინო.
ქართული ტრადიციული სამოსისთვის ყოველდღიური მოხმარების ფუნქციის მინიჭებისა და პოპულარიზაციის მიზნით დიდი ხანია საქართველოში ჩოხოსნების რამდენიმე გაერთიანება არსებობს. მათ შესახებ Dalma News-ის მკითხველს მცირე ინფორმაციას მივაწვდი.
კერძოდ, 1921 წელს ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, ვახტანგ კოტეტიშვილმა, პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელემნა ჩაიცვეს შავი ჩოხა–ახალუხი, რითაც გამოხატეს გლოვა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებით. დღეისთვის საქართველოში, “ჩოხოსნები-1973”-ის გარდა, რომელიც 42 წლის წინათ საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლის თავზე შეიქმნა ჰენრი კუპრაშვილის თაოსნობით, არსებობს კიდევ, ორი საზოგადოება. “სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა და 2006 წელს შექმნილი, “სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი”, რომელსაც კინომცოდნე, პროფესორი გიორგი დოლიძე ხელმძღვანელობს.
წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი “ჩოხოსნები – 1973”-ის წევრები ზედმეტი ხმაურის გარეშე, კონსპირაციულად აკეთებდნენ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის საჭირო საქმეს. კერძოდ, აშუქებდნენ საქართველოს ისტორიის მიჩუმათებულ პერიოდებს, ქართული ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების მიზნით ახდენდნენ მათ პოპულარიზაციას, ებრძოდნენ ენაში მომძლავრებულ ბარბარიზმებს, ავრცელებდნენ არალეგალურ პოლიტიკურ ლიტერატურას და სხვა.
ქართული ეროვნული სამოსის დაწესების დღის ინიციატორები უკვე ოთხი თვეა მუშაობენ იდეის დახვეწაზე და მხარდამჭერებს აგროვებენ. რამდენიმე პარტია, თუ ორგანიზაცია უკვე დაინტერესდა და გამოეხმაურათ კიდეც. ამიტომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს დღე დაკანონდება.
“მთავარია დაინტერესება და ერთობა პოლიტიკურ ჯგუფეს შორის”, – მიაჩნია იდეის ერთ-ერთ ავტორს დავით გოგლიჩიძეს და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მათ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, შეადგენენ პეტიციას და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
მათ ინიციატივას საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ფართო მხარდაჭერა რომ ექნება, ამაში ეჭვიც არ ეპარებათ. რომელი ქართველი არ მოისურვებს, წელიწადში ერთხელ, ქართული ეროვნული კულტურისა და სამოსის მიმართ თავისი მოკრძალებული დამოკიდებულება და სიყვარული საჯაროდ გამოხატოს და ქამარ-ხანჯლითა, თუ ჩიხტიკოპით დამშვენებულმა თბილისის ძველ უბნებში ისეირნოს. რაც მთავარია უამრავი ფოტო და სელფი გადაიღონ.
იდეის თანახმად, ეროვნული სამოსის დღე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა აღინისნოს და ყველა ქუთხის ფონკლორი უნდა იყოს წარმოდგენილი. “ძალიან კარგი იქნება, თუ მსოფლიო ნახავს, რომ ჩვენ ძალიან მდიდადრი კულტურის ხალხი ვართ. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი ქართული ხალხური ფოლკლორული ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ეროვნული სამოსის დღეზე გამოვიდნენ და მათ შესახებ ყველამ გაიგოს”, – ამბობს დავით გოგლიჩიძე.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნის ინიციატივას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა”. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ელენე ლორთქიფანიძე ამბობს, ყოველივე ეროვნულს პოპულარიზაცია, დაფასება, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ხოლო ეროვნული სამოსის დღე იქნება დღე, სადაც შექმნილი გარემო ისევე საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, როგორც თავად საქართველოს მომავალი თაობებისთვის.
“წარმოიდგინეთ დღე, როდესაც ქუჩაში ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმული მოქალაქეები სეირნობენ, ხოლო ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე , სხვადასხვა ანსამბლები, გამოფენები და კოსტუმიზირებული სანახაობებია წარმოდგენილი. ეროვნული ტანისამოსი ჩვენი კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიოგეოგრაფიული გარემოპირობების საფუძველზე”, – განუცხადა Dalma News-ს ელენე ლორთქიფანიძემ.
ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ქართული ეროვნული სამოსი, უბრალოდ სამოსი არ არის, არამედ მასში წარმოდგენილია ის ეროვნული ფასეულობები, რაც საქართველოს გააჩნია. იგი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებლი თავისებურებებით, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა გავლენების ფონზეა შექმნილი. ბუნებრივია, რომ ეს არის საქართველოს კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სამოსი არის ერის სულიერი და მატერიალური ანარეკლი.
“საყვარელო აუდიტორია, ჩვენი პროექტი არის საქართველოს ახალი ზეიმის დღე. ეროვნული სამოსის ჩაცმას არავის არ ვავალებთ. ეს არის თვენი კეთილი ნება, შევქმნათ პატარა სამყარო – ქართველები ქართულ სამოსში”, – ვკითხულობთ Facebook-ზე.
შორენა პაპაშვილი