საქართველოს ენციკლოპედიურ და ლექსიკურ საქმიანობას ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩვენი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, სპეციალური ენციკლოპედიური გამოცემა, რომელიც კონკრეტულად ეროვნულ მუსიკალურ ხელოვნებას მიეძღვნებოდა, დღემდე არ გვქონდა. ქართული მუსიკა კი უნიკალურია თავისი სიძველით, სიმდიდრით, საუკუნეების განმავლობაში უახლოეს ქვეყანათა კულტურებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
ასეთი გამოცემის შექმნის იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა. მუსიკათმცოდნე მზია ჯაფარიძემ, თავის პედაგოგ რუსუდან ქუთათელაძესთან ერთად გადაწყვიტა ერთ წიგნად მოეყარათ თავი ცნობილი, თუ მივიწყებული ქართველი კომპოზიტორების, მომღერლებისა და მუსიკალური ნაწარმოებებისთვის, რომლებმაც დროს გაუძლეს.
ქალბატონ მზიას წლების წინ მუშაობა მოუხდა 20-ე საუკუნის დასაწყისის მივიწყებულ მოღვაწეთა ბიოგრაფიებზე. კვლევის პროცესში მის ხელში პრესაში გამოქვეყნებულმა უამრავლა პუბლიკაციამ გაიარა. გაეცნო საარქივო- სამუზეუმო მასალებს, სწორედა მაშინ აღმოაჩინა, რომ მუსიკაზე დაწერილი ყველა პუბლიკაცია მუსიკოლოგ გრიგოლ ჩხიკვაძეს რამდენიმე ტომად შეეკრა. სამწუხაროდ მისი ნაშრომი ერთ წიგნად არ გამოცემულა და მხოლოდ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი, რამდენიმე ტომის ორად- ორი ეგზემპლარი არსებობს.
იმ დღიდან მოყოლებული ქართული მუსიკის ენციკლოპედიის გამოცემის სურვილი ყოველ ნაბიჯზე მძაფრდებოდა. ქალბატონმა მზიამ ერთ დღესაც ნახა, რომ საცნობარო ვებგვერდზე ქართველ მუსიკოსებზე ძალზედ მწირი ინფორმაცია იყო განთავსებული და ისიც რუსულ ენაზე. სრული ინფორმაციის შეგროვების ურთულეს გზაზე სვლა, “ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონით” დაიწყო, რომელიც პირველი ვრცელი საცნობარო გამოცემაა ქართული მუსიკის შესახებ და აშუქებს ამ სფეროს მიღწევებს, მონაპოვრებს. მოიცავს ქართული მუსიკის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
“ჩვენი გამოცემა არ იძლევა მომწურავ ინფორმაციას, ასეთი შეუძლებელი ამოცანა მიზნად არც დაგვისახავს. ქართული მუსიკა ცოცხალი ორგანიზმია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მუსიკა. ამიტომ სისრულე პირობითია და შეუძლებელი. ჩვენი მიზანი იყო საკუთარ შესაძლებლობათა ფარგლებში სრულად მოგვეყარა თავი ქართული მუსიკის შესახებ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისთვის. წარმოგვედგინა ქართული მუსიკალური კულტურის მრავალფეროვნება”, – განუცხადა ქალბატონმა მზიამ Dalma News-ს
როგორც რუსუდან ქუთათელაძემ განაცხადა, 10 წლის განმავლობაში, ერთი დღე არ ყოფილა წიგნზე არ ემუშავათ. უამრავი ადამიანი “შეაწუხეს”, უამრავი წყარო მოიძიეს, რადგან ხშირ შემთხვევაში წყაროები თარიღებში ცდომილებებს იძლევა ხოლმე. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოფილ სტუდენტსა და პედაგოგს არც ერთ საკითხზე არ ჰქონიათ აზრათასხვადასხვაობა და მხოლოდ ბოლოს იკამათეს. ისიც იმაზე, წიგნში განეთავსებინათ თუ არა საკუთარი გვარები? “საზოგადოებამ ხომ ისედაც ისიც, რომ ამ წიგნზე ჩვენ ვიმუშავეთ, გვარების განთავსება რაღა საჭიროაო”, – ასეთი იყო ქალბატონ მზიას არგუმენტი, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა მისი პედაგოგი.
როცა თავი მოვუყარეთ ყველა საუკუნის ქართველ მუსიკოსებს, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ მუსიკოსების უზარმაზარი დინასტიები გვყოლია და თაობიდან თაობას გადაეცემა მუსიკის უანგარო სამსახური. ქართულ ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის გადარჩენაში, საეკლესიო საგალობლებს მიწაში ფლავდნენ, როგორც საგანძურს, – გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.
608 გვერდიანი წიგნი იმითაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ბიოგრაფიულ-ისტორიული მასალის გარდა, მასში თავმოყრილია, რამდენიმე ათასი სიტყვა- სტატია. ასევე შეიცავს ინფორმაციას საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორებზე, ჰიმნოგრაფებზე, პროფესიულსა და ხალხურ შემსრულებლებზე, მუსიკისმცოდნეებზე, ოპერისა და ბალეტის არტისტებზე, ღვაწლმოსილ პედაგოგებზე, ესტრადისა და ჯაზის მუსიკოსებზე, ვისაც კი წვლილი შეუტანია ამ სფეროებში. პერსონალიათა შორისაა იმ პროფესიის ადამიანებიც, რომელთა მოღვაწეობა ქართულ მუსიკასთანაა დაკავშირებული: რეჟისორები, ლიბრეტისტები, ბალეტმაისტერები, ქორმაისტერები, მოცეკვავეები, მხატვრები, სცენოგრაფები, მწერლები, საქართველოსთან და ქართულ მუსიკასთან დაკავშირებული არაქართველი მუსიკოსები და ხელოვნების სხვა დარგთა მოღვაწეები.
სათანადო ადგილი აქვს დათმობილი ქართულ მუსიკალურ ტერმინოლოგიას, ხალხურ საკრავებს, ხალხურ და აკადემიურ საგუნდო კოლექტივებს, ორკესტრებს, ანსამბლებს, ორგანიზაციებსა და სხვ. ვრცელი სტატიები ეძღვნება ქართულ მუსიკალურ დიალექტებს, აფხაზურ და ოსურ მუსიკას. თითოეულ საკითხს ერთვის შესაბამისი ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა, დისკოგრაფია და სხვ. გამოცემა ილუსტრირებულია.
«ენციკლოპედიაში ადგილი დავუთმეთ საქართველოსთან და ქართულ მუსიკასთან დაკავშირებულ არაქართველ მუსიკოსებსაც. ზოგიერთი პიროვნების შესახებ მართალია მწირი ინფორმაციის მოპოვება შევძელით, მაგრამ ისინი, მაინც შევიყვანეთ წიგნში, რათა მათი დამსახურება არ დაკარგულიყო, ხოლო ქართული მუსიკის მომავალ მკლევარებს ეს წიგნი ნამდვილად დაეხმარებაში მუშაობაში,“- ამბობს მზია ჯაფარიძე.
მუსიკათმცოდნე ქალბატონებმა არც ქართული მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ურთიერთკავშირი დაივიწყეს. წიგნში მითითებულია მხატვრების მიერ შერულებული მუსიკოსთა პორტრეტებიცა და ზოგადად მუსიკის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრებიც. მათ შორისაა, პირველი ქართული ოპერის, ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერის” ფერწერა, რომელიც ქართველ ფერმწერსა და გრაფიკოსს ელჯუგა ბერძენიშვილს ეკუთვნის. 1946 წლით დათარიღებული პირველი ფართომასშტაბიანი, ოთხმოქმედებიანი ოპერა “ვეფხისტყაოსნის” დეკორაციის ესკიზები, სხვადასხვა დროის ქართული საესტრადო თუ კლასიკური ანსამბლების კონცერტების ამსახველი უნიკალური ფოტო-მასალა და სხვა.
მართალია ზოგი მოღვაწის შემოქმედებას აკლია მასშტაბები, ხოლო ჯილდოებიც ყოველთვის არ არის მხატვრული ხარისხის ადექვატური, მაგრამ ეს დროის, ეპოქის ტენდენციათა მაჩვენებელია. როგორც ერთი დიდი მუსიკოსი ბრძანებს “მუსიკალურ ენციკლოპედიაში მოხვედრა და მუსიკის ისტორიაში ადგილის დამკვიდრება ეს სრულიად არ არის ერთი და იგივე”.
პირველი “ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი” საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და წიგნის პრეზენტაციას სამინისტროში გაიმართა. დარბაზში შეკრებილმა მუსიკის სფეროს მოღვაწეებმა თბილისი სიტყვები არ დაიშურეს თავად წიგნისა და მისი შემდგენელი ორი ქალბატონის მიმართ, რომლებმაც მათივე შეფასებით, ტიტანური შრომა გასწიეს.
“ეს არის ლექსიკონი მემატიანე, გადაშლის ჩემი მოწაფე და ნახავს, რომ მე თურქმე რაღაც გამიკეთებია, ისევე, როგორც მე ვნახე აქ ჩემი პედაგოგების დამსახურებები,” – განაცხადა წიგნის პრეზენტაციაზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანმა სოლისტის – ბარიტონმა ელდარ გეწაძემ.
როგორც წიგნის პრეზენტაციაზე ითქვა, 2014 წელს სომხეთის კულტურის მინისტრმა “სომხური მუსიკის ენციკლოპედიის” შედგენის ბრძანებულება გამოსცა. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც ამ იდეის გარშემო გაერთიანდა სომეხ ხელოვანთა და მეცნიერთა უდიდესი გუნდი: დამსახურებული მუსიკათმცოდნეები, ხელოვნების ინსტიტუტისა და ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლები, სომხეთის კომპოზიტორთან კავშირის წევრები და სხვა. მათი დევიზი იყო, რომ ყველა ცივილიზებულ ერს უნდა ჰქონდეს თავისი მუსიკალური ენციკლოპედია.
“სომხურ მუსიკალურ ენციკლოპედიაზე” მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი წიგნად გამოცემა უკვე 2016 წლისთვის იგეგმება. საქართველოში ეს საქმე, ორმა ქალბატონმა წამოიკიდა მხრებზე. რაც მეტი ენციკლოპედიური გამოცემა აქვს აქვს ქვეყანას, მით მეტად განათლებულია ერი, – განაცხადეს გამომსვლელებმა.
წიგნის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა იაპონიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ვიოლონჩელისტის, აწ.გარდაცვლილი გია ხეოშვილის ვაჟი გურამ ხეოშვილი, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა და საკუთარი ემოციების გამოსახატავად რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით. იგი პროექტის ავტორებს წიგნით იაპონურ ენაზე თარგმნას დაპირდა, ხოლო კულტურის სამინისტროს კი ინგლისურ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა სთხოვა.
„არ ვიცი ევროპის ქვეყნებში როგორ, მაგრამ აზიაში ძალიან აფასებენ ქართულ მუსიკას. ჩემი იჯახი წლებია იაპოანიაში ცხოვრობს, საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. ქართული მუსიკა აიტაცა იქაურმა საზოგადოება. აინტერესებთ ყველაფერი რაც ჩვენს კულტურას უკავშირდება და ეს წიგნი მათთვის ნამდვილად დიდი საჩუქარი იქნება,” – განაცხადა გურამ ხეოშვილმა.
პრეზენტაციის დასასრულს ენციკლოპედიით ყველა სტუმარი დაასაჩუქრეს. ასაკოვანი, თუ ახალფაზრდა მუსიკოსები სიყვარულით იხუტებდნენ გულში სქელტანიან გამოცემას და მისი ავტორებისთვის თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ. შეუძლებელია ეს წიგნი გადაფურცლო და არ განიცადო განსაკუთარებული სიხარული და მადლიერება. ეს წიგნი არის ბიძგი ახალი სამეცნიერო კვლევებისთვის. იგი ისეა შედგენილი, რომ ახალგაზრდა მკითხველს ახალი ძიებების სურვილს აღუძრავს.
შორენა პაპაშვილი Dalma News-სთვის