Google-მა გადაწყვიტა სომეხ მომხმარებლებს დამოუკიდებლობის დღე სომხეთის ეროვნული დროშითა და არარატის მთების გამოსახულებით მიელოცა. მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტ-საძიებლის ტრადიციული ლოგოტიპი სომხური სამფერიანი დროშითა და არარატის მთების გამოსახულებით იქნება გაფორმებული.
მოცემულ ლინკზე გადასვლით ინტერნეტ-მომხმარებელი გახსნის ინფორმაციას სომხეთის დამოუკიდებლობის 24 წლისთავთან დაკავშირებით. სომხური გუგლის გამოსახულების ნახვა შეუძლიათ ინტერნეტ-საძიებლის სომხური ვერსიის მომხმარებლებს. სხვა დანარჩენი უცხოური საძიებელი ზემოთ აღნიშნულ სურათს არ აჩვენებს.