რომელი საკითხები აღელვებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (“ევეკ”) ქვეყნებს, რომელი გლობალური ცვლილებები მოქმედებს ეკონომიკაში ამა თუ იმ მიდგომებზე და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისგან? ეს და სხვა საკითხები განიხილეს ერევანში გამართული საერთაშორისო კონფერენცია – “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების” მონაწილეებმა.
კონფერენცია ტრადიციულად რუსეთის ფედერაციის ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში 2019 წელი შეაჯამა. ეს ის პერიოდია, როდესაც სომხეთი “ევეკ”-ს თავმჯდომარეობდა. ელჩის თქმით, სომხეთი დიდ ინტერესს იჩენს ევრაზიული ინტეგრაციის განმტკიცებაში, აქტიურად მონაწილეობს პროცესებში და ასევე ორგანიზაციის განვითარების და სრულყოფილების საქმეში.
“ამას ადასტურებს 2019 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ორგანოებში სომხეთის თავმჯდომარეობის შედეგები. შარშან ოქტომბერში, ერევანში ჩატარებული უმაღლესი ევრაზიული ეკონომიური საბჭოს სხდომა იმით იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების ლიდერები, როგორიცაა ირანი და სინგაპური. ესს გარემოება იმას ადასტურებს, რომ სომხური მხარე დიდ პასუხისმგებლობას და დაინტერესებას იჩენს”, – განაცხადა ელჩმა.
ის, რომ “ევეკ”-მა 5-წლიანი არსებობის განმავლობაში თავისი შემდგარობა დაამტკიცა, ეს უკვე აქსიომაა. ამას პირველ რიგში, ადასტურებს ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებსაც ორგანიზაციის მონაწილე-ქვეყნები აჩვენებენ, მათ შორის არის სომხეთიც.
“ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ყველას სჭირდება, მათ შორის სომხეთსაც”, – დასძინა მან.
მომავალი მაღალტექნოლოგიური სფეროების ხელშია
“მაგრამ, მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება”, – განაცხადა ბელორუსის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპოდენტმა, ყოფილმა ელჩმა იაპონიაში, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა სერგეი რახმანოვმა. მისივე თქმით, პირველ რიგში, “ევეკ”-ის ქვეყნებმა უნდა განავითარონ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები და გაზარდონ ტექნოლოგიური უსაფრთხოება – ეს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნაა.
“დღეისთვის “ევეკ”-ის ქვეყნების მაღალტექნოლოგიური ბაზრის წილი 4%-ია. სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. შესაბამისად, წარსულმა ჭკუა უნდა გვასწავლოს. უახლოეს 10-წელიწადში, ენერგეტიკის სფეროში ახალი აღმოჩენების – კოსმოსური ენერგიის გამოყენების მოწმეები გავხდებით. ზოგი ქვეყანა უკვე მუშაობს ამ მიმართულებით, ხოლო ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც ნედლეულის მოპოვება-რეალიზებას ემყარება, ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ეს ნოუ-ჰაუ არსებულ მსოფლიო წესრიგს შეცვლის და მოწინავე ქვეყნებსაც კი გაუჭირდებათ მარტომ მიაღწიონ წარმატებას”, – დარწმუნებულია რახმანოვი.
მისივე თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ამ მიმართულებით კონსოლიდირებული მუშაობა: “აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით კოოპერაციის ტემპების დაჩქარება”, – დასძინა ბელორუსელმა ექსპერტმა.
მნიშვნელოვანი პუნქტი – ეკონომიკის გაციფრულება
“ევეკ”-ის ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკონომიკის ციფროვიზაციაა. სსრკ-ის საგარეო საქმეთა ლეგენდარული მინისტრის, ანდრეი გრომიკოს შვილიშვილს, ანდრეი გრომიკოს სახელობის საგარეო პოლიტიკური კვლევითი ასოციაციის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ ალექსეი გრომიკოს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს საჭიროებს, რათა ბრწყინვალე იდეები პრაქტიკულად განხორციელდეს, ამის გაკეთება მართლაც ღირს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ინტეგრაციული ასოციაცია კონკურენტუნარიანი ვერ იქნება:
“კერძოდ, საუბარია ისეთი სფეროების კონკურენტუნარიანობაზე, როგორიცაა ლოჯისტიკური დერეფნები და საწარმო კოოპერაცია. ეს საკითხები შარშან, ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს უმაღლეს სხდომაზე, მათ შორის ერევანშიც განიხილებოდა. 2020 წელს ბელორუსის, როგორც „ევეკ“-ის თავმჯდომარე ქვეყნის, პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორგანიზაციის წევრებისადმი მიმართვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრიორიტეტები – გაციფრულება, საწარმო კოოპერაცია, საერთო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ფინანსური ბაზრის შექმნის ბარიერების და დაბრკოლებების მოხსნა. ყველა ეს ამოცანა უნდა შესრულდეს”, – დასძინა მან.
ენერგეტიკული სფერო ყურადღების ცენტრშია
სომხეთმა “ევეკ”-ის თავმჯდომარეობისას ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ინტეგრაციის დადებითი დინამიკა, რათა გადაეჭრა ისეთი საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დამატებითი იმპულსის შექმნას მოემსახურებოდა. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური დაგეგმარების სამმართველოს ხელმძღვანელის არმენ ეგანიანის თქმით, ერევნისთვის “ევეკ”-ში ქვეყნების ურთიერთქმედებების ერთ-ერთი ძირითადი სფერო ენერგეტიკაა:
“სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის საერთო ბაზრის პროგრამების განხორციელებას, ასევე საერთო ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა მან.
ასევე მნიშვნელოვანია ევრაზიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია, რომელიც “ევეკ”-ის ფარგლებში სასაქონლო ბრუნვის და საგარეო ბაზარზე ექსპორტის დამატებით სტიმულად იქცევა.
“სომხური მხარე დარწმუნებულია, რომ ევრაზიული ინტეგრაციული გაერთიანების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება გარკვეულ კომფორტს შეუქმნის ბიზნესს და ადამიანური პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას“, – დასძინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
აღნიშნული კონფერენცია ანდრეი გრომიკოს სახელობის საგარეო პოლიტიკური კვლევების ასოციაციამ, კვლევით-ანალიტიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – “ინტეგრაცია და განვითარება” და ევრაზიის ექსპერტთა კლუბმა მოაწყვეს.
ლიანა მაკარიანი