2020 წლის 7 მარტიდან 26 აპრილამდე, ერევანში, სომხეთის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, გალერეასა და ფონდ “ერების ხელოვნებას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება გამოფენა “დალი და პიკასო”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 8 მარტიდან სომხეთში “ქალთა ქების თვე” იწყება, ზემოთ აღნიშნული გამოფენა ნამდვილი საჩუქარია სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის.

ეს ახალი ამბავი სომხურ მედიასა და სოცქსელში იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ გამოფენის ანშლაგი უდაოდ გარანტირებულია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სომხეთში პირველად მოეწყობა ორი დიდებული ესპანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ერთ მოედანზე. გაბედულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს წლის მოვლენაა, რადგანაც ფონდ “ერების ხელოვნების” კოლექცია მსოფლიოში მეოთხეა.

გამოფენა ერევანში მოსკოვიდან ჩავა, რომელსაც 2019 წლის 5 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 თებერვლამდე სტუმრობდა. მანამდე მან 11 ქვეყანა მოიარა, სომხეთი კი – მეცამეტეა. ორგანიზატორები მართლაც დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან. წარმოდგენილი იქნება ექსცენტრული სალვადორ დალის და კუბიზმის ფუძემდებელ პაბლო პიკასოს 260-ზე მეტი ნამუშევარი. ესენია: ქანდაკებები, კერამიკა და გრაფიკული ნამუშევრები. თავის დროზე, ზოგიერთ ქვეყანაში, ამ კოლექციის ორიგინალობაში ეჭვი შეიტანეს, თუმცა დალის და პიკასოს მუზეუმების წამყვანმა სპეციალისტებმა კოლექციების ნამუშევრების შეფასებისას ყველანაირი ეჭვი გაფანტეს. ამ და სხვა საკითხებზე დეტალურად გამოფენის თანმდევი ფილმი მოგვითხრობს.

 

Выставка в Ереван приедет из Москвы, где она проходила с 5 октября 2019 года по 2 февраля 2020г. Выставка уже объехала 12 стран – Беларусь, Китай, Латвию, Россию и др., так что Армения станет 13-й. Организаторы обещают поистине незабываемые впечатления от ее посещения: будут представлены более 260 работ эксцентричного Сальвадора Дали и основоположника кубизма Пабло Пикассо – это и скульптура, и керамика, и графические работы. Правда, Пикассо в экспозиции представлен значительно меньше, чем его не менее знаменитый соотечественник. И стоит заранее подготовиться к тому, что на выставке не будут представлены знаменитые картины-шедевры, но это отнюдь не умаляет ее достоинства, а скорее наоборот. В свое время в некоторых странах возникли подозрения на счет подлинности коллекции, однако ведущие специалисты музеев Дали и Пикассо выступали экспертами при оценке работ коллекции, так что подлинность работ не вызывает сомнения. Впрочем, обо всем этом и даже больше можно будет узнать из фильма-экскурсии, которая будет сопровождать выставку.

კოლექცია ბოლო 16-17 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ექსპონატების დიდი ნაწილი ევროპის აუქციონის სახლებში, მათ შორის Christie’s აუქციონზეა შეძენილი. ხოლო სალვადორ დალის ბრინჯაოს ქანდაკებები და ლითოგრაფები სალვადორ დალის სახელობის პარიზის მუზეუმშია შეძენილი.

კომპანია “The Salvador Dali Archives” LTD-ის (ნიუ-იორკი) დირექტორის და პრეზიდენტის ფრენკ ჰანტერის თქმით, ფონდ “ერების ხელოვნების” კოლექციაში თავმოყრილია სალვადორ დალის ხასიათისთვის დამახასიათებელი სკულპტურული და გრაფიკული ნამუშევრები, რაც მათი ავტორის ფანტაზიის წარმოსახვით უნარში დარწმუნების შესაძლებლობას იძლევა.

„ეს თითოეული ნამუშევრის ვირტუოზული შესრულება და უდიდესი მემკვიდრეობაა, რომელიც დალის სრულ სამყაროს წარმოგვიდგენს. მისი გრაფიკა გულწრფელად გაოცებს, პრობლემების სამყაროდან მეოცე ასწლეულის ფერწერული წარმოსახვით სამყაროში გადასასვლელ პორტალად გვევლინება“.

დალი და პიკასო

მიუხედავად იმისა, რომ ამ მხატვრებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ისინი არა მხოლოდ შეხვდნენ ერთმანეთს, არამედ დამეგობრდნენ კიდევაც. სალვადორ დალი თავის ხედვას პარიზისკენ მიაპყრობდა, სადაც უკვე დამკვიდრდნენ მისი თანამემამულეები, მათ შორის, პაბლო პიკასოც. ამ უკანასკნელს იმ დროისათვის უკვე სახელი ჰქონდა განთქმული და რაოდენ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, დალი მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. 1926 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

ავტობიოგრაფიულ წიგნში “სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება”, მხატვარი იხსენებს: “…დასთან და დეიდასთან ერთად პარიზში ვიმოგზაურე და იქ, მთელი კვირა დავყავით. სულ რაღაც ერთი კვირა, თუმცა ამ მოკლე დროში სამი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოვასწარი: ვესტუმრე ვერსალს, გრევენის და პიკასოს მუზეუმებს. მასთან გრანადის კუბისტურმა მხატვარმა, პიკასოს მოსწავლემ და მიმდევარმა მანუელ ანხელეს ორტისმა მიმიყვანა. ორტისი ლორკასთან (ფედერიკო გარსია ლორკა – ესპანელი პოეტი და დრამატურგი, ასევე ცნობილი მუსიკოსი და გრაფიკოსი მხატვარი) მეგობრობდა, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო.

ისე ძალიან ვღელავდი, თითქოს რომის პაპთან აუდიენციაზე მივდიოდი. დათქმულ დროს მხატვრის სახლის ზღურბლს გადავაბიჯე.

— ლუვრზე ადრე თქვენთან მოვედი!

— სწორადაც მოიქეცით! — მიპასუხა პიკასომ.

სალვადორ დალი

თან მქონდა არც ისე დიდი, კარგად შეფუთული სურათი – „გოგონა ფიგერასიდან“. პიკასო ტილოს სულ მცირე, 25 წუთის განმავლობაში ჩუმად აკვირდებოდა. შემდეგ მის სახელოსნოში ავედით და ორი საათის განმავლობაში თავის ნაშრომებს მათვალიერებინებდა. იღებდა უდიდეს ტილოებს და წინ მიწყობდა – კიდევ, კიდევ და კიდევ. ყოველი მორიგი სურათის ჩვენებისას ისეთი აღშფოთებული, ცოცხალი და ჭკვიანი გამოხედვა ჰქონდა, ჩემდაუნებურად ვკრთოდი. ჩემის მხრიდან ხმა არ ამომიღია. როდესაც კიბეზე დავეშვი, ერთმანეთს გადავხედეთ. პიკასომ თვალებით მკითხა:

— არსს ჩაწვდი?

და მეც თვალებითვე ვუპასუხე:

— არსს ჩავწვდი“.

თავის დროზე დალის მემუარებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგანაც ბევრისთვის ცნობილი იყო მხატვრის ექსცენტრული და მეამბოხე ფანტაზია. თუმცა პიკასოს და დალის შეხვედრის ფაქტი სხვა წყაროებითაც დასტურდება, მათ შორის არის ცნობილი პარიზელი ფოტოგრაფი ბრასაი. ის, რომ შეხვედრა შედგა, პიკასომ დალი ძალიან კარგად მიიღო და მისსა და მისი შემოქმედებისადმი მხურვალე ინტერესი გამოხატა – ფაქტია. პირველ ხანებში პიკასო დალის პარიზში მოწყობაში ეხმარებოდა, თუმცა, რამდენად ხშირი იყო მათ შორის შეხვედრები, დღემდე დაუდგენელია და ბევრ კითხვას წარმოშობს. ერთადერთი, რასაც მტკიცებულება არ სჭირდება არი დალიზე პიკასოს ძალიან დიდი გავლენა. თუმცა, ამას არც თავად სალვადორ დალი მალავდა, რომელმაც თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში განათავსა სურათი წარწერით “პიკასოს გავლენა”.

დალისთვის პიკასო აღტაცების საგანი იყო 30-იან წლებშიც, როდესაც სალვადორ დალი უკვე შემდგარი მხატვარი იყო და ხატვის საკუთარი მანერა ჰქონდა. 1935 წელს ახალგაზრდა მხატვარი პიკასოსადმი მიძღვნილ პოემას აქვეყნებს, თუმცა მალევე მათი გზები იყრება. ამის მიზეზი იყო არა დალისა და პიკასოს ესთეტიკური განსხვავებულობა, არამედ ეთიკური და პოლიტიკური აზრთა სხვაობა, რომელიც გამოწვეული იყო ესპანეთის სამოქალაქო ომით.

პაბლო პიკასო

მაგრამ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ერთი რამ უცვლელი რჩება – დალი მუდმივად ადარებს პიკასოს და მის შემოქმედებას საკუთარ თავს და ხელოვნებას: “პიკასო მხოლოდ სიმახინჯითაა დაკავებული, მე კი ყველაზე მეტად სილამაზე მაინტერესებს”, – წერს იგი. კითხვაზე, არის თუ არა იგი მსოფლიოში საუკეთესო მხატვარი, პასუხობს: “ვფიქრობ, ჩემზე ბევრად უფრო ნიჭიერი მხატვრები არსებობენ, მაგალითად, პიკასო. მაგრამ მისი ნამუშევრები ნეგატიურია და ის დღეს, რომ გარდაიცვალოს, ვერაფერს დატოვებს ისეთს, რომელიც ჩემს “მადონას”, ან “პურის კალათას” შეედრება. მას შეეძლო ჩემზე უკეთესი რამის შექმნა, მაგრამ არ მოისურვა. მან ამჯობინა სხვა სფეროებში მუშაობა და ანარქისტული ხელოვნების ნიმუშები შექმნა“. თუმცა დალი პიკასოს უპირატესობას აღიარებს: “დალი არ არის დიდებული მხატვარი. ეს ტიტული სამართლიანად ეკუთვნის პიკასოს. მას მოჰყვება მირო და მხოლოდ შემდეგ – მე “

იმაზე კამათი თუ, რომელი მათგანი უფრო დიდებულია, უმადურობა იქნება. ისღა დაგვრჩენია, რომ დავტკბეთ მათი მემკვიდრეობით, რომელიც სულ, რაღაც ორ კვირაში ერევანს ესტუმრება. დედაქალაქი „დალი და პიკასოს“ მოლოდინში გაიყინა…

ლინა მაკარიანი