შავი და ნაცრისფერი ხვრელების შესახებ
ფელიქს აგარონიანს სამყაროსა და მისი საიდუმლოებების შესახებ საუბარი გაუთაველად შეუძლია. მთელი ენთუზიაზმით მოსაუბრე, უნებლიედ იმდენად დააინტერესებს თავის მსმენელს,რომ ეს უკანასკნელი მთლიანად ეფლობა გასაიდუმლოუბულ და არაპროგნოზირებად სამყაროში. ერთ-ერთი პრესტიჟული საბჭოთა უმაღლესი სასწავლებლის -მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ფიზიკო-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი, სხვადასხვა აკადემიის წევრი, ერევნის ფიზიკურ ინსტიტუტში ფიზიკოსთა გუნდის შემქმნელი, დღეს ჰაიდელბერგის მაქს პლანკის სახელობის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის უმაღლესი ენერგიის ასტროფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი და დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორია.
რა შეიძლება იყოს ამაზე საინტერესო: როგორც გაირკვა შავი ხვრელების გარდა, არსებობს თეთრი და ნაცრისფერი ხვრელები. თუმცა ეს ვიწრო სპეციალიზაციის სფეროა, საუბრის თემა კი ზემაღალი ენერგიის ნაწილებია. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ცნობილმა საბჭოთა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა პავლე ჩერენკომ კოსმოსის სიღრმეებში ცისფერი ნათება აღმოაჩინა, რომელსაც იწვევდნენ გამჭირვალე სფეროებში ზესინათლის სიჩქარით გადაადგილებული ნაწილაკები.
ამ და სხვა მსგავს ნაწილაკებს მეცნიერებისთვის ბევრი რამის თქმა შეუძლიათ სამყაროს აგებულებისა დ ისტორიის შესახებ. ისინი ირიბად უწყობენ ხელს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საიდუმლოების, ე.წ. “შავი მატერიის” ამოხსნას,რომელიც სავარაუდოდ სივრცის გაფართოვებას იწვევს. ამაში მეცნიერებს ეჭვი თითქმის აღარ ეპარებათ.
ამგვარად, ზემაღალი ენერგიის ნაწილაკების რეგისტრაცია აუცილებლობად იქცა. ნაწილაკები დედამიწის ზედაპირზე ვერ აღწევენ, მათ ატმოსფერო შთანთქავს. ამიტომ მათი რეგისტრაცია საჭირო იყო ატმოსფერულ საზღვრამდე. ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში აპარატურა საჰაერო ბურთებით ადიოდა ზევით. ბურთები ხშირად ძირს ეცემოდა და აპარატურაც ტყდებოდა. ამიტომ ამ მეთოდმა შედეგი არ გამოიღო. თუმცა ამ მიმართულებით სერიოზული მიღწევები არც ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გამოჩენას მოჰყოლია. საჭირო გახდა ახალი, პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგიები და მეთოდიკა.
ნამიბია. XXI საუკუნე
მომავლის გზად იქცა High Energy Stereoscopic Systems – უმაღლესი ენერგიის სტერეოსკოპიური სისტემების პროექტი (H.E.S.S.). მის ფარგლებში იგეგმებოდა “ჩერენკოვის” ტელესკოპების სისტემის განთავსება, რომელიც გამა-გამოსხივებას გამოყოფს და ხელს უწყობს შავი მატერიის შესწავლას. ტელესკოპების განთავსება ნამიბიის უდაბურ მაღალ წერტილებში იყო დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფელიქს აგარონიანია.
პროექტის მოედნად აფრიკული ქვეყანა იმ მარტივი მიზეზით შეარჩიეს, რომ სწორედ იქ მდებარეობს გალაქტიკაზე დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილი მთელს პლანეტაზე, სადაც ძალზედ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. გარდა ამისა, უდაბნოს თავზე ცა პრაქტიკულად ყოველთვის მოწმენდილია, წვიმა შეიძლება თვეობით, ან წლობით არ მოვიდეს.
H.E.S.S-ის მოწყობილობებს მხოლოდ სახელად აქვთ ტელესკოპი, სინამდვილეში ისინი ტეპესკოპებისგან ძალიან განსხვავდებიან. ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავების გარეშე შეგვიძია ვთქვათ, რომ უმნიშვნელოვანესი დეტალებია განსაკუთრებული სარკეები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან სინათლის ნაკადის ცვლადობისადმი. შემდგომ მიღებული იფნორმაცია მათემატიკური მეთოდებით მუშავდება, რომელიც გამა-გამოსხივების წყაროსა და მისი ენერგეტიკული მახასიათებლების განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ამ სარკეებს თავისი ისტორია აქვთ.
Carl Zeiss-ის დანახვა და გაუმჯობესება ნამიბიის
უდაბნოსთვის სარკეების დასამზადებლად ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გერმანიიდან, იტალიიდან, აშშ და სხვა ქვეყნებიდან მსოფლიოში ცნობილმა ფირმებმა მიიღეს მონაწილეობა. სომხეთის მოკრძალებულ განცახადს, თითქოს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, თუმცა ფელიქს აგარონიანმა სერიოზული მუშაობა გასწია.
აგარონიანის ავტორიტეტი წარმატების დაწინდარი გამოდგა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ 1500 სარკე სომხეთში დამზადდა. აგარონიანმა უცხოელი პარტნიორები და ადგილობრივი სპეციალისტები – პირველ რიგში, დახურული სააქციო საზოგადოება „გალაკტიკის“ გენერალური დირექტორი გარნიში არა მირზოიანი დაარწმუნა, რომ დაკვეთის ხარისხიანად შესრულება სავსებით შესაძლებელია. საჭიროა ზედაპირის დამუშავების მაქსიმალური სიზუსტე და უნაკლო ხარისხი. შემდეგ მირზოიანმა პროფესიონალების შეკრება დაიწყო.
ვ.ელბაქიანმა სპეციალური დანადგარი შექმნა, გარკვეული სიზუსტით სარკეების ანარეკლის კოეფიციენტს ზომავს. ა.ვართანიანმა ამ მიზნით შეიმუშავა აბსოლუტურად ახალი ტიპის სახეხ-საპრიალებელი დანადგარი, ხოლო პროფესიონალმა ოპტიკოსებმა ლ.სარქისიანმა და რ.გალიანმა დაკვეთა დროის დანიშნულ მონაკვეში შეასრულეს. არასტანდარტული მიდგომისა და გონებამახვილური გადაწყვეტილებების მიღება შემოქმედებით და არაშაბლონურ სამუშაოებს მოითხოვდა, რასაც შესანიშნავად გაუმკლავდნენ ვაკუუმის სპეციალისტი რ. ხოსროვიანი და ინჟინერ-მექანიკოსი ა.ოგანესიანი. სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ნამიბიის ცისკენ სომხური “თვალები” ყოფილიყო მიმართული.
მართლაც რომ ძვირფასია ტელესკოპების სისტემის გახსნაზე წარმოთქმული შესანიშნავი ეპითეტები. ფირმა Carl Zeiss-ისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიერ სომეხი სპეციალისტების დამსახურების აღიარება მიანიშნებს, რომ ქვეყნის მეცნიერება ცოცხალია და არიან სპეციალისტები, რომლებიც ჭეშმარიტად საინტერესოდ, უზადოდ და დადგენილ ვადებში მუშაობენ. სხვათა შორის, სომხური გუნდი ერთადერთია, რომელიც ყოველთვის დროში ეტეოდა. დანარჩენი პარტნიორები და მოკავშირეები ყოველთვის აგვიანებდნენ.
თავად არა მირზოიანმა 1990-იან წლებში მეცნიერებიდან წასვლა და ლოს-ანჟელესის სომხეთის საკონსულოში დიპლომატად მუშაობა სცადა. შემდეგ ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა კომპანია “კოკა-კოლა არმენიაში”, მაგრამ ფუნდამენტალურ მეცნიერებას ვერ გამოემშვიდობა. “ასტროფიზიკიდან წასვლა შეუძლებელია”, – აღიარა თავად მირზოიანმა. მისი ხელმძღვანელობით მოქმედი დახურული სააქციო ორგანიზაცია “გალაკტიკა” იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს მიწაზე მეცნიერები არ დაილევიან.
ვარსკვლავების მუსიკის მოსმენა
სომეხ ასტროფიზიკოსებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ისეთი არაორდინალური პიროვნება, როგორიცაა გარიკ ისრაელიანი. 16 წლის ახალგაზრდამ სერიოზულად სცადა უმაღლესი სასწავლებლის იგნორირება, რათა თეატრში ეთამაშა და თავისი საყვარელი გიტარა დაეკრა. თუმცა, მისი ბედი ტარკოვსკის ფილმ “სოლარისმა” შეცვალა და მან ფიზიკის უნივერსიტეტში ჩააბარა. მისი ლექტორი თავად ვიქტორ ამბარცუმიანი იყო.
გარიკ ისრაელიანი – ასტროფიზიკის პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორია. იგი კანარის კუნძულებზე, იქ, სადაც ცნობილი ჩრდილოეთის ობსერვატორია არსებობს, ასტროფიზიკის ინსტიტუტში სამყაროს ქიმიური ევოლუციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ისრაელიანის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამყაროს ქიმიური ევოლუცია, შავი ხვრელების პრობლემები, ეკზოპლანეტები, ასტრო და ჰელიოსეისმოლოგია (ვარსკვლავების ატმოსფეროში აკუსტიკური ხმის ტალღების გავრცელების კვლევა).
2000 წელს მეცნიერებმა გამოავლინეს ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის – ალფა ცენტავრას ხმის ვიბრაცია. ცხადია, ყველა სხვა ვარსკვლავის ხმაც ისმის – თითოეული თავისებურად. ისრაელიანი ამბობს, რომ აკუსტიკური ტალღების პარამეტრებს ბევრის თქმა შეუძლიათ ვარსკვლავის სტრუქტურისა და მისი ქიმიური შემადგენლობის შესახებ, ასევე წარმოდგენას გვიქმნის მის მასასა და დიამეტრზე, შესაძლებელია მისი ასაკის დადგენაც. ერთი სიტყვით, შესაძლებელია მთელი რიგი ძვირფასი ინფორმაციის მიღება მზისა და შორეულ ობიექტებზე. “ვარსკვლავები გიტარის სიმებივით ჟღერენ”, – ამბობს გარიკ ისრაელიანი.
ჟანრის თანახმად: სცენაზე თუ იარაღი დევს, უნდა გაისროლონ. ისრაელიანის შემთხვევაში მისთვის გიტარა ყოველთვის თვალთახედვის არეში იყო და ადრე, თუ გვიან მასზე უნდა დაეკრა. ისრაელიანმა ვარსკვლავების ჟღერადობა ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე გადათარგმნა, შემდეგ კი ამ ეგზოტიკურ ნიადაგზე მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. იმისათვის, რომ ამ მუსიკის მოსმენით ადამიანები მიხვდნენ, რამდენად განსხვავდება სინამდვილისგან სამყაროზე წარმოდგენა.
ამ გართობის ლოგიკური დასასრული იყო როკ-ფესტივალი Starmus “ვარსკვლავების მუსიკა”, რომელიც კანარის კუნძლებზე ისრაელიანის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილე ლეგენდარული მუსიკოსების ჩამონათვალი ამ ჟანრის ნებისმიერ მოყვარულში შურს აღძრავს – Genesis, პიტერ გაბრიელი, დევიდ გილმორი, ჟან-მიშელ ჟარი და ბევრი სხვა.
ფესტივალში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა ბრაიან მეი, ლეგენდარული გუნდის Queen-ის დამფუძვნებელი-თავად მეცნიერებათა დოქტორი ასტროფიზიკის დარგში. “ეს მუსიკა თავში მიტრიალებს. ის ჩემს შიგნითაა, როდესაც კოსმოსსა და ვარსკვლავებზე ვფიქრობ”, – თქვა მეიმ. ფესტივალის დასასრულს სამეცნიერო “მრგვალი მაგიდა” შედგა. განა შესაძლებელია მსგავსი ღონისძიების გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა, როდესაც სტუმრებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი მენციერები, ასტრონომები, კოსმონავტები, მენციერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები. აღნიშნული ფესტივალი 2011 წლის მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებს შორის ჩაიწერა.
P.S. ფელიქს აგარონიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის მეცნიერება, განსაკუთრებით ასტროფიზიკა, მომავალშიც იქნება სიამაყის საგანი. ამისთვის ქვეყანას გონიერი, ნიჭიერი და შესანიშნავი სპეციალისტები ჰყავს, რომლებსაც ყველაზე უჩვეულო პროექტისთვისაც შეუძლიათ არაფრიდან შექმნან ტექნიკური უზრუნველყოფა. საჭიროა მხოლოდ ამ ადამიანებისადმი ცოტაოდენი ყურადღების გამოვლენა და ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება.
სპეციალურად Dalma News-სათვის რუბენ გიულმისარიანი