ტელეკომპანია CNN-ი საქართველოს მორიგ რეპორტაჟს უძღვნის. ამჯერად, ამერიკელი ჟურნალისტები სვანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ტრადიციებზე ვიდეოსიუჟეტი მოამზადეს.
CNN ევროპის ყველაზე მაღალდასახლებულ სოფელ უშგულს, სვანეთის უძველეს კულტურასა და ტრადიციებს, სვანური ოჯახების ყოფას აღწერს.

“სვანეთმა შეინარჩუნა თავისი უძველესი ტრადიციები და ახალ თაობას გადასცა. ეს რეგიონი მდიდარია რელიგიური მემკვიდრეობით, სოფლებში უამრავი პატარა ეკლესიაა, სადაც 1000-წლიანი ფრესკებია დაცული”, – მოგვითხრობენ სიუჟეტში.