ამ მოვლენას უკვე რამოდენიმე წელია ელიან, როგორც ბაქოს ყავის სახლები, ისე ცნობილი ბრენდების მოყვარულები. რამოდენიმე „ცრუ განგაშის“ შემდეგ, ბოლოსდაბოლოს, ბაქოში პირველი ყავის სახლი Starbucks-ი გაიხსნა.
ყავის სახლმა მუშაობა 9 სექტემბერს დაიწყო. ის ქალაქის ცენტრში, ზღვისპირა ბულვართან ახლოს, სავაჭრო ცენტრ Port Baku Mal-ში მდებარეობს.
«Starbucks»-ი ყავისა და ამავე სახელწოდების ყავის სახლების ქსელის ამერიკული კომპანიაა. ის მსოფლიოში ყავის ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელსაც 60 ქვეყანაში ყავის სახლის 19 ათასზე მეტი ქსელი აქვს.