აზერბაიჯანული თონე – ტიანდირი, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ ასტანაში, კასპიის ზღვის სანაპიროს ბულვარში შენდება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება მთელს მსოფლიოში.
როგორც “Oxu.Az“-ი იტყობინება, თონე უკვე ორი თვეა შენდება და მას ექსპლუატაციაში დაახლოებით ერთ თვეში ჩაუშვებენ.
ტიანდირის სიმაღლე 6,5 მეტრია, დიამეტრი – 12 მეტრი. მის ასაგებად ქვებისა და აგურების ნაცვლად მსუბუქ მეტალოკონსტრუქციას იყენებენ.
სამი ნაწილისაგან შემდგარ ტიანდიში მომზადდება აზერბაიჯანული სამზარეულოს ცნობილი კერძები და გამოცხვება პური, რომლითაც ბულვარში მისულ დამსვენებლებს გაუმასპინძლდება.
ამ დროისათვის ტიანდირის შიგნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.