სამსახურიდან გაანთავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელფასების დაგვიანება გააპროტესტეს.
აზერბაიჯანის მსხვილ საწარმო ობიექტ „სუმგათის ტექნოლოგიურ პარკს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლება დაიწყეს.
როგორც “Haqqin.az“-ი, რადიო “თავისუფლების” ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, აღნიშნულ საწარმო კომპლექსში შემავალმა რამოდენიმე ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
თანამშრომლების განთავისუფლების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები შეწყდა.
მსგავსი ვითარებაა ღია სააქციო საზოგადოება Azenco-შიც, რომელიც ენერგეტიკულ და მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აგებს.
თანამშროლების შემცირებას ადგილობირივი მუშები ახალი სახელმწიფო შეკვეთების სიმცირით ხსნიან. ამ დროისთვის უკვე შეაჩერა მუშაობა სუმგაითის ორმა საწარმო გიგანტმა – მილების დამამზადებელმა და ალუმინის ქარხანამ.