აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების არმიის სამხედრომოსამსახურე ტეგრანა ბახრუზი სილამაზის საერთაშორისო კონკურს «Mrs. Top of the World-2015»-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13-დან 18 ნოემბრამდე თურქეთში, ქალა ანტალიაში ჩატარდება.
სილამაზის კონკურსი «Mrs. Top of the World-2015» ფონდ «IntRIGA World»-მა დააარსა და საქველმოქმედო ხასიათსაა. კონკურსში 26-დან 46 წლის ასაკის, ნებისმიერი ოჯახური სტატუსის მქონე გოგონებსა და ქალბატონებს შეუძლიათ მონაწილეობა. კონკურსანტები პოდიუმზე ეროვნული კოსტიუმებით, საღამოსა და კოქტეილის კაბებით გამოვლენ. ისინი ნიჭერთა კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსის პროგრამა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ითვალისწინებს, მათ შორის მონაწილეების მიერ წარდგენილი ქვეყნების ვიდეოპრეზენტაცია, ფოტოსესია, პრესასთან შეხვედრა და სხვა.
ტეგრანა ბახრუზი 1986 წელს, ქალაქა მურსკში (ხაბაროვსკი, რუსეთი) დაიბადა, ცხოვრობს ბაქოში. იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა. დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი სისხლის სამართლის სპეციალობით. წელს კი სამარის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, “კლინიკური ფსიქოლოგიის” სპეციალიზაციით. მსახურობდა აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ჯარებში.