მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სულ უფრო გაურკვეველი ხდება ისეთი გლობალურ მოვლენა, როგორიცაა საერთაშორისო უფლება. პლანეტის მასშტაბით სწორედ ეს უფლება განსაზღვრავდა იმას, თუ რა შეიძლება და რა – არა. თუმცა, აშკარაა, რომ ევროატლანტიკური ქვეყნების სამხედრო ბლოკში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ხელშეწყობით სულ სხვა პრინციპი იკიდებს ფეხს: თუ აკრძალულია, მაგრამ მაინც ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება. აზერბაიჯანის ხელისუფლებაც სწორედ ამ გზას გაჰყვა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, დაკავება და ბაქოს ციხეში გადაგზავნა დაგეგმა.
პირველ რიგში, ეს პირდაპირი გამოწვევა იყო იმისა, რასაც დღეს მსოფლიოში დასავლურ ღირებულებებს უწოდებენ. მეორეს მხრივ, აღნიშნული გატაცება უკიდურესად რთულ ვითარებაში აგდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომლესაც აზერბაიჯანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს.
ნებისმიერ სხვა ვითარებაში მსგავს მოვლენას გრანდიოზული დიპლომატური სკანდალი და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვებოდა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ჩათვლით.
საქართველოს ძალიან მშვიდი რეაქცია აქვს, მთავრობა კი უღიმღამოდ იგერიებს ოპოზიციის თავდასხმებს. აღნიშნულმა მოვლენამ ქვეყანაში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. იმ დროს, როდესაც ქართული ოპოზიციური სპექტრის თავდასხმებში გარკვეული სიყალბე შეინიშნება, საქართველოს ჟურნალისტური საზოგადოება, თავის აზერბაიჯანელ კოლეგას მეგობრულად იცავს და საპროტესტო აქციებს აწყობს.
ცხადია, გატაცების ფაქტი, ვერც დასავლეთის რეაქციის გარეშე ჩაივლიდა. სპეციალური განცხადებები გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და საერთო ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ. საქართველოს საზოგადოების პროტესტის უგულებელყოფა თუ არის შესაძლებელი, ვაშინგტონის და ბრიუსელის განცხადებებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. გარკვეულწილად ამის უფლება თავს, შეუძლია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მისცეს, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამისთვის მზად არ არის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა.
“ამ საკითხის პოლიტიზირება გამართლებულად არ მიგვაჩნია. წრეები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს შეგნებულად აპოლიტიზირებენ, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობისთვის ზიანის მიყენებას წარუმატებლად ცდილობენ და ვერასოდეს მიაღწევენ საწადელს. აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული თანამშრომლობა საერთო ინტერესებზე, ურთიერთმომგებიან თანამშრომლობასა და პატივისცემაზე, ასევე ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ერთი ქვეყნის ტერიტორიის, მეორე ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენების დაუშვებლობაზეა აგებული”, – განაცხადა საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ჰიკმეთ გაჯიევმა.
ასეთი განცხადების შედეგად, როგორც აღმოსავლეთში ამბობენ: “გაოცებისგან წარბები ისე ადის ზევით, რომ თავიდან ფაფახი გადაგვარდება”.
მსოფლიო ისტორიაში ბევრი ანალოგიური პრეცედენტი არსებობს, როდესაც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე სპეცსამსახურები კონკრეტულ პირებს იტაცებდნენ და თავიანთ ქვეყანაში გადაჰყავდათ. ამგვარად მოქმედებდა თურქეთის სპეცსამსახური, როდესაც ქურთული წინააღმდეგობის ლიდერი აბდულა ოჯალანი გაიტაცა და დღემდე თურქეთის ციხეში ამყოფებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯალანი თურქეთში ტერორისტად გამოაცხადეს, რადგან იგი თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ქურთების შეიარაღებულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.
დიდხანს შეიძლება იმაზე დავა, თუ რამდენად სუსტია, ან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა ის ფორმალურად მაინც არსებობს. უამრავი წიგნი დაიწერა და კინოფილმებიც გადაიღეს იმის შესახებ, თუ როგორ დევნიდა ისრაელის სადაზვერვო მთელს მსოფლიოში გაფანტულ მესამე რეიხის ნაცისტებს, რომლებიც სხვა სახელებით იმალებოდნენ. მათ ჩუმადაც იტაცებდნენ და ისრაელში გადაჰყავდათ, სადაც სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ. თუმცა, მაშინ საუბარი იყო ნაცისტ დამნაშავეებზე, რომლებმაც საზარელი დანაშაულები ჩაიდინეს. ისინი იყვნენ სამხედრო დამნაშავეები, დაუნდობელი ჯალათები, რომლებმაც ხელი მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლში გაისვარეს.
ცხადია, ყველას აინტერესებს, რა დააშავა აფგან მუხთარლიმ? იგი ოპოზიციურ აზერბაიჯანულ პრესაში აქტიურად აქვეყნებდა მასალებს, რომლებშიც ფარდას ხდიდა აზერბაიჯანული ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნეს-ინტერესებს, ყვებოდა კორუფციის საზარელ მასშტაბებზე და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაუნდობელ პოლიტიკურ დევნაზე.
ბედის ირონიით, თავად აფგან მუხთარლი იქცა იმის მტკიცებულებად, თუ რამდენად საშიშია აზერბაიჯანში ოპოზიციონერობა. ამ ადამიანს, არც ტერაქტი მოუწყვია, არც პარტიზანული მოძრაობა შეუქმნია, არც არავინ გაუძარცვავს და არც მოუკლავს. თუმცა, მას საზღვრის უკანონოდ გადალახვაში, კონტრაბანდაში და მესაზღვრეებისთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.
“ამ შემთხვევაში ფაფახი თავიდან შესაძლოა მეორედ გადავარდეს”.
სავსებით შესაძლებელია, გატაცებულმა ჟურნალისტმა საზღვარი უკანონოდ გადალახა, თანაც ხელებშეკრულმა და უპასპორტოდ. შესაძლოა კონტრაბანდა მას სწორედ ასეთ მდგომარეობაში გადაჰქონდა. გარდა ამისა, თუ მას პირი აკრული არ ჰქონდა, მესაზღვრეებს ძალადობა უხამსი სიტყვებით გაუწია. ასეთი დანაშაულები მინიმუმ 15 წლით პატიმრობით უნდა დაისაჯოს და თანაც უნდა შეძლო, რომ იმ დროის განმავლობაში გადარჩე.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება, რომელიც მოვლენების არაპოლიტიზირებას მოითხოვს, ირწმუნება, რომ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის მკაცრ პრინციპებს ემყარება. საინტერესოა, რომელ პრინციპს შეესაბამება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცება, რომელიც იქ კანონიერად იმყოფება და რომელიც საზღვარზე ჩუმად გადაჰყავთ. ეს, ალბათ, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების ახალი მეთოდია.
თავის დროზე, დიდი ხმაური მოჰყვა ბლოგერ ალექსანდრე ლაგშინთან დაკავშირებულ ისტორიას. იგი აზერბაიჯანული ხელისუფლების თხოვნით მინსკში დააკავეს და დეპორტაციით ბაქოში გაამგზავრეს.
აფგან მუხტარლი კი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მტრების კატეგორიას ნაკლებად შეესაბამება, თუმცა ქვეყანაში მმართველი ალიევის კლანის პირად მტრად ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებაში არსებული მისადმი დამოკიდებულება სწორედ ამას ადასტურებს. მსგავს მოქმედებებს შესაძლოა უკუეფექტი მოჰყვეს. თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლს საღებავი გადაასხეს. მსგავსი რამ ადრე არასოდეს მომხდარა. შეიძლება წამყვან ზესახელმწიფოს, ან უფროს ძმას მიბაძო და ფეხქვეშ გათელო თავისუფლების ნორმები, დემოკრატია, ან საერთაშორისო უფლება, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას უძველესი ანტიკური გამოთქმა უნდა ახსოვდეს: “რაც იუპიტერისთვის შეიძლება, ხარისთვის არ შეიძლება“.
ზეინალ ბაირამოვი (ბაქო), სპეციალურად EADaily-სთვის