ამულსარის ოქროს საბადოს გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა, თითქოს ჩაცხრა. თუმცა, არსებული ვითარების გარშემო არსებულ ჭორები, უწინდებურად, ბევრია. ყველაზე პოპულარული ჭორის თანახმად, ამულსარში ოქროს კი არა, ურანის მოპოვებას აპირებენ! აღნიშნულ საბადოზე ოქრო ძალიან ცოტაა, ურანი – საკმარისზე მეტი, რის გამოც ამულსარისადმი სერიოზული საწარმო ინტერესი არსებობს.
გარდა ამისა, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის მოპოვება, ცხადია სერიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება. ამასთან დაკავშირებით, ეკოლოგები, საზოგადოების წარმომადგენლები და პირველ რიგში, რეგიონის მკვიდრნი ნაკრძალის ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების წინააღმდეგნი არიან. მართლაც, არის თუ არა ურანი ამულსარში და კომპანია Lydian International-ი თავის დროზე, სომხეთში ოქროს უმნიშვნელო საბადოსთვის მოვიდა, თუ ურანისთვის, ამის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტი გარემოსდაცვითი სამართლის სპეციალისტს, იურისტს, ღია საზოგადოება “სომხეთის ტყეების” დირექტორს, ნაზელი ვარდანიანს ესაუბრა.
– უეჭველია, ამულსარში ურანი არის. ჯერ კიდევ 1952 წელს, სომხეთში, პირველი ყველაზე დიდი ექსპედიცია, სახელწოდებით “გრომოვის ექსპედიცია”, სსრკ-ში ბუნებრივი სასარგებლო წიაღისეულის საწარმო დაზვერვის გეგმის ფარგლებში დაიგეგმა. სწორედ ამ სამუშაოების პროცესში მოხდა ურანის და მისი მარაგის საბადოს დაზვერვა. ამულსარში ურანის და თორიუმის საბადოს არსებობის ფაქტი სომხეთის გეოფონდში დაფიქსირდა, თუმცა ამ საკითხს საბჭოთა პერიოდში და მის შემდეგაც გრიფით “საიდუმლო” დაედო. ამჟამად, ეს მონაცემები გახსნილია და მისი მიღება უპრობლემოდ არის შესაძლებელი. პირადად მე ხელთ მაქვს ე.სარუხანიანის და ა. კოჩარიანის სადოქტორო ნამუშევრები “ამულსარის თორიუმის და ურანის საბადოების” შესახებ. ასე, რომ აღნიშნული რადიოაქტიური ელემენტის არსებობა სომხეთში, მათ შორის ამულსარში საკმარისად დასტურდება.
– აღნიშნული ქიმიური ელემენტის რა მარაგზეა საუბარი?
– 2007 წელს “მთის ჟურნალში” პეტროს ალოიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ Lydian Armenia-ს ამჟამინდელი გენდირექტორ აიკ ალოიანის მამის განკარგულებაში საუბარია, რომ ამულსარში 100 ტ. ურანის მარაგია. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინათ, აიკ ალოიანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მამამისმა ეს მონაცემები თავის დროზე, სხვა წყაროდან გადმოწერა. ასეც რომ იყოს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ურანის საბადო არსებობს. ასე, რომ ამ ფაქტში დაეჭვება არ ღირს.
– 100 ტონა ურანი – ბევრია, თუ ცოტა? სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებლებისთვის ეს მარაგი რამდენად საინტერესოა?
– ცალსახად, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამულსარში ოქროს საბადო არსებობს (იღიმის).
ამულსარის საბადოს ერთ ტონა მასაში 0,75 გრამი ოქროა, საერთო ჯამში, მთელ საბადოში დაახლოებით 70 ტონა ძვირფასი ლითონია. ეს საკმაოდ ცოტაა. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ერთ ტონა საბადოზე 2 გრ -ზე ნაკლები ოქრო მოდის, სამძებრო სამუშაოები არაეფექტიანია და არც არავინ იწყებს მუშაობას. მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში, თუ ერთ ტონა საბადოში ერთი გრამი ძვირფასი ლითონი მოდის, მაშინ ის რენტაბელურად მიიჩნევა. ჩვენთან ოქროს მარაგი “აფრიკულზე” დაბალი ნიშნულითაა. აშკარაა, ამულსარში ოქროს მოპოვების თვალსაზრისით დაბალი ეფექტიანობა პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება ურანის მარაგს, მიუხედავად იმისა, რომ ის ოქროზე მეტია, განსაკუთრებული მიმზიდველობით მაინც ვერ გამოვარჩევთ. როდესაც 1950-იანი წლების დასაწყისში სომხეთში ურანი აღმოაჩინეს, ამავე დროს, გეოლოგებმა ურანის საბადოები ყაზახეთშიც დააფიქსირეს. უპირატესობა ყაზახურ საბადოს მიანიჭეს, სადაც გაცილებით მეტი რადიოაქტიური მეტალი იყო. იმავდროულად, ჩვენი საბადო დააკონსერვეს და როგორც ჩანს, წარმატებით დაივიწყებს…
– გამოდის, რომ უცხოელი მაღაროელების დაინტერესება მხოლოდ “ურანისადმი” საფუძველს არის მოკლებული, რადგანაც ამულსარში ოქროს საკმარისი რაოდენობა არ არის. საინტერესოა, რაშია აღნიშნული საბადოს დამმუშავებლების ინტერესი?
-მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ბირჟის “თამაშებს” უკავშირდება. თავად განსაჯეთ: თავდაპირველად უცხოელმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ოქროს ყველაზე დიდ მარაგს მიაგნეს. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც ცნობილია, რომ სომხეთში ოქროს შედარებით დიდი საბადო სოტკია, სადაც ერთ ტონა მასაზე, დაახლოებით 4 გრამი ოქრო მოდის. კომპანია Lydian International-მა ჩათვალა, რომ სომხეთში ყველაზე მსხვილ ოქროს საბადოს მიაგნო და ამულსარის აქციების ოქროს მარაგის გაყიდვა დაიწყეს. საუბარია ტორონტოს აქციების ბირჟაზე, სადაც 2006 წელს, როდესაც Lydian International-ი ახალი გამოჩენილი იყო ჩვენს ბაზარზე, აქციებს საკმაოდ კარგი ფასი ჰქონდა. ახლა, გასაგები მიზეზების გამო, ფასი ერთ ცენტამდე დაეცა. ცხადია, თუ საბადოზე სამშენებლო სამუშაოებს დროულად არ დაასრულებენ, მთელი ეს “ჩჩჩ” სამარცხვინოდ “გასკდება”. ამგვარად, კომპანიამ მრავალწლიანი უმოქმედობის გამო, სამუშაოების დასაწყებად სწორედ ახლა გამოავლინა ინიციატივა.
– თუ, პირველ რიგში, საუბარია ოქროს და არა – რადიოაქტიური ურანის მოპოვებაზე, მაშინ რომელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ? ღირს საერთოდ ამაზე საუბარი?
– რა თქმა უნდა, ღირს! რადგან საბადოდან ამულსარის მიდამოებში ცალკეული ნივთიერებების ჰაერში გაფანტვის დონე ისედაც მაღალია. ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც Lydian International-მა მორიგ ექსპერტიზას მიმართა და სევანის ექსპერტთა კომისიამ НАН РА-მ უარყოფითი დასკვნა დადო, დოკუმენტში აღინიშნა, რომ ჰაერში არსებული რადონის შემცველობა ერთ კუბურ მეტრზე 400 ბეკერელის ტოლია, რაც ნორმას 2-ჯერ აჭარბებს! … ურანთან დაკავშირებული ვითარებაც ასევე უყურადღებოა. არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა და საზოგადოებრივმა წარმომადგენლებმა ამულსარში კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ გამოსხივების დონე ნორმას 5-ჯერ, ზოგიერთ ადგილებში კი 60-ჯერაც აჭარბებს. და ეს იმ დროს, როდესაც აღნიშნულ საბადოზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ არის დასრულებული.
საქმე იმაშია, რომ სამთომომპოვებლობა რომ არ განხორციელდეს, ჭაბურღილებში შემავალი ჟანგბადი გოგირდის შემცველ სულფიდურ ქანებს უერთდება. იქმნება გოგირდის მჟავა, რომელშიც ყველა, მათ შორის რადიოაქტიური ლითონი იხსნება. ესენია: ურანი და თორიუმი. რა თქმა უნდა, ამას მთელი რიგი შედეგები აქვს. ასე რომ, ამულსარის ხელის ხლება დაუშვებელია!
– ამბობენ, რომ სახელწოდება “ამულსარი” – უნაყოფო მთას ნიშნავს და რომ ადგილობრივი მოსახლეობა მომატებულ რადიოაქტიურობას უკავშირებენ იმას, რომ აღნიშნულ მიწაზე მცენარეები აღარ ხარობენ…
– დიახ, ასეთი მოსაზრება არსებობს. სხვათა შორის, თუ საბადოს დამუშავება დაიწყება, მაშინ მთისგან აღარაფერი დარჩება და საუბარი არა მხოლოდ გრუნტის წყლების და ლეგენდარული წყლის ნაკადულების დაბინძურებას შეეხება, არამედ უნიკალური საკურორტო ლანდშაფტის ცვლილებასაც. დავკარგავთ ჯერმუკს არა მხოლოდ, როგორც კურორტს, სადაც მრავალრიცხოვანი ტურისტი ადგილობრივი მინერალური წყაროების სასარგებლო თვისებებისთვის მოდის, არამედ უნიკალური კლიმატის მქონე მხარეს. ძალიან ხშირად, ძლიერი ქარები სწორედ მთის მხრიდან უბერავს და თუ ეს ბუნებრივი ბარიერი აღარ იარსებებს, ჯერმუკს ისეთი ქარიშხლები დაატყდება თავს, რომ ტურისტებს სულ ქარი გაფანტავს…
– აქტივისტი ეკოლოგები ძირითადად ჯერმუკის მინერალური წყაროების შენარჩუნებისთვის იბრძვიან. სევანის მტკნარი წყლის აუზი, რომელიც ყველას სასმელი წყლით გვამარაგებს, რამდენად შესაძლებელია, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს?
– უეჭველი. საკონსულტაციო კომპანია ELARD-ის დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამია, რომ იმ ფაქტის რეგულირება და გაკონტროლება, რომ დაბინძურებული წყალი ბუნებაში არ გავრცელდება, შეუძლებელია. იგივეს აცხადებდა საუკეთესო ოთხი ექსპერტიც, რომლებმაც 2017 წელს საკუთარი ინიციატივით და სახსრებით სომხეთში მოიწვიეს სომხური წარმომავლობის ამერიკელი ქიმიკოსი არუთიუნ ბრონოზიანი. კომპანია ELARD-იც ერთ-ერთი ამ ექსპერტის სამეცნიერო ნამუშევრებს ეყრდნობა. ასე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უარყოფითი დასკვნები საკმარისზე მეტია, თუმცა ზოგიერთისთვის, არც ესაა საკმარისი…
– თუ ექსპერტების უმრავლესობა სამუშაოების დაწყების წინააღმდეგია, ვითარება, რაღატომ არის ჩიხში შესული?
– ეს სრულიად გაუგებარია. რატომღაც მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯიუტად მსჯელობს: აღნიშნული საბადოს დამუშავება მოიტანს თუ არა ზიანს. შემდეგ, როგორ შეიძლება უფრო მარტივი და პროდუქტიული – საკანონმდებლო გზით წასვლა. ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ, რომ რესპუბლიკაში არაერთი კანონი მიიღეს, რომლებსაც დაცვა სჭირდება. ბუნებრივი წიაღისეულის კოდექსის თანახმად, სამთო მწარმოებლობითი მუშაობები იკრძალება იმ ადგილებში, სადაც წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები და ცხოველები გვხვდება, ხოლო ჯერმუკი გამონაკლისი არ არის. კიდევ ერთი კანონის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ დასამუშავებელი ტერიტორიის შემოგარენში მინერალური წყლის წყაროები არსებობს, ან სევანის ტბის აუზისთვის პოტენციური საფრთხე არსებობს. ასე რომ, სრულიად გაუგებარია, რატომ დავდივართ წრეზე, როდესაც შესაძლებელია არსებული კანონმდებლობით აპელირება?
როდესაც ავტომაგისტრალზე მივდივართ და საგზაო ნიშანს “ქვებს” დავინახავთ, გზატკეცილი ცარიელიც რომ იყოს, სვლას მაინც ვანელებთ, რადგან სახიფათო ზონაში ჩვენი მგზავრობა აბსოლუტურად რეგულირებადი იყოს. ამგვარად, ამულსარის საკითხის განხილვისას, რაღატო ვფიქრობთ იმაზე, რომ უნდა გავითვალისწინოთ თუ არა “საგზაო ნიშნები”?… ერთი რამ ცხადია, ადგილობრივი მოსახლეობა ბოლომდე დაიცავს თავის პოზიციას, რადგანაც, მხოლოდ ის აცნობიერებს სრულად საფრთხეს, რომელიც მათ მხარეს ემუქრება და მისი, ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსის შენარჩუნება ამ ხალხისთვის მთელი ცხოვრების მიზანია.
ესაუბრა ირინა გრირორიანი