ეს მისი ვენერა, მთვარე და მისი მარსი იყო. მის მიერ შექმნილმა პლანეტამავალმა რამდენიმე ასეული კილომეტრი გაიარა დედამიწის მეზობელ პლანეტებსა და მის თანამგზავრზე. მან ძვირფასი სამეცნიერო და ვიზუალური ინფორმაცია მოიპოვა. კაცობრიობის მიერ სამყაროს შეცნობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, როგორც თეორეტიკოსებს, ისე პრაქტიკოსებს. პლანეტებსა და მთვარეზე მავალის შექმნა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, მთელს მსოფლიოშიც ინჟინერ-კონსტრუქტორის ალექსანდრე კემურჯიანის დამსახურებაა.

რთული საწყისი

ალექსანდრე სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა, მთელ თავისუფალ  დროს ჩხირკედელაობდა. დედამისი მის ოთახში ყოველთვის ნახულობდა გაურკვეველ  ექვს-საყრდენიან მანქანებსა და მექანიზმებს, რომლებსაც ბუნებაში ანალოგი არ ჰყავდათ. მსგავსი, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთი ძალიან ხშირად იყრებოდა ნაგვის ბუნკერში. რა იცოდა მაშინ დედამ, რომ სწორედ აქედან იწყებოდა მომავალში ტანკებისა და კოსმოსური აპარატების აგება.

1940 წელს ალექსანდრემ ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო  ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. იგი შესანიშნავად შეეთვისა ბაუმანის სასწავლებელს. ერთ წელიწადში სტუდენტური ცხოვრება ომმა შეცვალა. მაშინ გარკვეულ ინსტიტუტებს, მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტსაც შეეძლო თავისი სტუდენტი  სამხედრო სამსახურიდან დაეხსნა.  მეწარმეობა, მეცნიერება და ძვირფასი სპეციალისტები ომში ჩართულ ქვეყანას ისევე სჭირდება, როგორც სამხედროები. მწვავე ახლომხედველობის გამო, კემურჯიანი სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგრად გამოაცხადეს, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა ომში წასვლა.

ამგვარად, დაიწერა ალექსანდრე კემურჯიანის სამხედრო ბიოგრაფია, რომელიც ყველაზე საშიში ბრძოლების დროს იწერებოდა – კურსკის რკალზე, დნეპრის, ვისლასა და ოდერას გადაკვეთისას. უამრავ მედალთან ერთად მან წითელი ჯვრისა და სამამულო ომის მედლებიც დაიმსახურა. ომის შემდეგ სწავლა განაგრძო და 1951 წელს უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა.

სამეცნიერო ფრონტზე

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კემურჯიანი სამუშაოდ  ლენინგრადში, ღია სააქციო საზოგადოება “სატრანსპორტო მანაქანათმშენებლობის  რუსეთის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში” გაგზავნეს. მაშინ ორგანიზაციას «ВНИИ-100» ერქვა და მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა  საცდელ და კვლევით ცენტრს ჯავშანიანი ტანკების ტექნიკისა და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის სფეროში. საბჭოთა თავდაცვითი მრეწველობა სამსახურში მხოლოდ რჩეულებს ღებულობდა.

კემურჯიანი ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებს შორის აღმოჩნდა. მიმდინარე გეგმური დავალებების შესრულებასთან მისი სამეცნიერო სამუშაოებიც წარმატებით მიმდინარეობდა და ექვს წელიწადში საკანდიდატო დაიცვა. ნამუშევრის თემა იყო, ტანკის ახალი ტიპის მუხლუხო. 1959 წელს კემურჯიანი მოძრაობის ახალი პრინციპების განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს.

იმ ხანებიდან მოყოლებული ალექსანდრე კემურჯიანი ფიქრობდა შეექმნა თვითმავალი აპარატის და სამუშაოდ უშუალოდ მთვარის ზედაპირზე გაეშვა. კემურჯიანმა მოიფიქრა და ააწყო სპეციალური საბურავები, რომლებმაც კოსმოსური აპარატი მთვარეზემავლად აქციეს. მალე ალექსანდრე, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი კონსტრუქტორი, ახალ პრობლემებს შეეჯახა – უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საჭირო სპეციალისტები მთელს ქვეყანაში უნდა მოეძებნა. მან უნიკალური კოლექტივი შემოიკრიბა.

ესენი იყვნენ მართლაც უიშვიათესი ადამიანები, რომლებმაც აბსოლუტურად ახალი მიმართულება – კოსმოსისთვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა შექმნეს. ააწყვეს და გამოსცადეს პლანეტაზემავალები: “ლუნახოდ-1” და “ლუნახოდ-2”. 1970-იანი წლების დასაწყისში მთვარე გამოიკვლიეს. შემდეგ ამას მოჰყვა თვითმავალი აპარატები, რომლებმაც ვენერასა და მარსზე გაისეირნეს.

Lunokhod_1

ახლა უკვე შესაძლებელი იყო კემურჯიანის სკოლის შესახებ საუბარი. იგი ერთმანეთის მიყოლებით ასაჯაროვებდა ახალ იდეებს, ორიგინალურ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და მათ პრაქტიკაში ახორციელებდა მოდელებისა და საცდელი ნიმუშების სახით. გარდა ამისა, ეს უნიკალური გუნდი დამოუკიდებლად ცდიდა აპარატებს, რისთვისაც შესაფერის ადგილებსა და სწორ მეთოდიკას ნახულობდნენ. ახდენდნენ ვაკუუმის, ან ტემპერატურის, ასევე კოსმოსური სხეულების გრავიტაციული რეჟიმის იმიტაციას. “სატრანსპორტო მანაქანათმშენებლობის რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს” ორი საკუთარი პოლიგონი ჰგონდა – შუა აზიის უდაბნოსა და კამჩატკაზე.

საბურავების ხელახალი გამოგონება

მთვარეზემავალზე სერიოზულად 1959 წელს დაფიქრდნენ. ცნობილი “ОКБ-1”-ის ხელმძღვანელი სერგეი კოროლიოვი იყო. ცხადია, მთვარის აპარატს მანევრირების მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. კოროლიოვს დიდხანს არ უძებნია, ვის ანდობდა ასეთ რთულ დავალებას. სატანკო ტექნიკის კონსტრუქტორები აღმოჩნდნენ სწორედ ეს სპეციალისტები.

გაუთვალისწინებელი პრობლემების გარეშე ვერც ამ სამუშაომ ჩაიარა. კიროვის ქარხანამ, მასთან ერთად ავტო-სატრაქტორო ინსტიტუტმა უარი განაცხადეს, როგორც სჩანს, შეეშინდათ მათთვის უცხო სამუშაო შესრულების. “სატრანსპორტო მანაქანათმშენებლობის რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის” დირექტორი ვასილი სტაროვოიტოვი პასუხისმგებლობას არ გაექცა და “მთვარის ზედაპირზე გადაადგილების თვითმავალი საშუალების შესაქმნელად კვლევითი სამუშაოების” ჯგუფის ხელმძღვანელად კემურჯიანი დანიშნა. ჯგუფის განუსაზღვრელი ფანტაზიის მქონე სპეციალისტები მოსიარულე, მოხტუნავე, მგორავ და მხოხავ აპარატებსაც სცდიდნენ.

საბოლოოდ შემუშავდა გადაადგილების მუხლუხოიანი და საბურავებიანი ვარიანტი. 1964 წელს კემურჯიანმა კოროლიოვს ორივე ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები გააცნო. მათ შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა. დავის გამწვავების თავიდან ასაცილებლად კემურჯიანმა კოროლიოვს უთხრა: პროფესიონალი თქვენ ხართ და გადაწყვეტილებაც თქვენ მიიღეთო.

უსიმოვნო ვნებათაღელვის გამო ერთმანეთს აღარ ესალმებოდნენ. ერთი შეხევდვით, ტანკთმშენებლებს – გადაადგილების მუხლუხოიანი ვარიანტის მომხრეებს უნდა გაემარჯვათ. მართალია, ამ ვარიანტს თავისი დადებითი მხარე აქვს, თუმცა რომელიმე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში აპარატი გადაადგილებას ვეღარ განაგრძობს. საბურავების შემთხვევაში კი ასე არ არის. ორი საბურავიც რომ გაფუჭდეს – აპარატი მაინც გადაადგილდება. კემურჯიანიც საბურავებიან ვარიანტს ემხრობოდა. საბოლოო გადაწყვეტილებაც ეს იყო.

თავგადასავლები კამჩატკაზე

1965 წლის დასაწყისში პირველი მთვარეზე მავალის კონკრეტული სამუშაოები დაიწყო. მთავარი ამოცანა იყო მთვარის ნიადაგის მახასიათებლების გაგება. არც ამ საკითხს ჩაუვლია დავების გარეშე – ერთნი ამბობდნენ, რომ მთვარის ნიადაგი მყარია, სხვები ამბობდნენ, რომ ის ფხვიერია, მესამენი კი ირწმუნებოდნენ, რომ ნიადაგი ნანგერებითაა დაფარული. კარალიოვმა ისარგებლა თავისი ავტორიტეტით და ბრძანა გაეთვალისიწინებინათ პემზის ტიპის საკმაოდ მყარი ნიადაგი. გენიალური ინტუიცია დადასტურდა 1966 წლის თებერვალში, როდესაც დედამიწის თანამგზავრზე პირველად დაეშვა სდგური “ლუნა-9”.

ამავდროულად კემურჯიანი ცდილობდა ზედაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით მთვარეზემავალის საბურავები მთვარის ნიადაგთან შეერწყა. ეძებდნენ ანალოგიურ ადგილს დედამიწაზე. ცდიდნენ კვარცის ქვიშას, ამისათვის სპეციალურად ამსხვრევდნენ ბაზალტს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე უკეთესი ახალი ვულკანური შლაკი იქნებოდა, რაც საკმაოდ არის კამჩატკაზე.

ვულკანოლოგების დახმარებით კემურჯიანმა ოთხი შესაფერისი მოედანი შეარჩია. სამუშაოები 1969 წელს უნდა დაწყებულიყო. აგვისტოს შუა რიცხვებში, შიველუჩის ვულკანთან ახლოს, აკუმულიატორზე მომუშავე მთვარეზემავალი გაუშვეს. აპარატის პირველმა მოგზაურობამ ზედმეტი დატვირთვის გარეშე ჩაიარა, რადგანაც დედამიწის მიზიდულობის ძალა ბევრად აღემატება მთვარისას.

კემურჯიანი კოლეგებთან ერთად გაემგზავრა აპარატის გამოსაცდელად. მოულოდნელობებმაც არ დააყოვნა: თვითმფრინავმა, რომელშიც მეცნიერები ისხდნენ შიველუჩზე ვარდნა დაიწყო. საბედნიეროდ, მძიმე დაშვების შემდეგ მეცნიერები სხვა ვერტმფრენში გადასხდნენ, რომელმაც ისინი კლიუჩის სოფელში მიიყვანა. ამის შემდეგ პოლიგონზე მისასვლელად ადგილობრივი ადმინისტრაციული ვერტმფრენი იყო საჭირო, რომელიც არ აღმოაჩნდათ. ორ დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ “აეროფლოტის” მფლობელობაში ერთი ვერტმფრენი აღმოჩნდა, თუმცა საწვავის გარეშე. მთელი კურიოზი ის იყო, რომ მკაცრად გასაიდუმლოებული კოსმოსური აპარატის გამოცდის შესახებ მოლაპარაკლებების დროს არავის არაფერი უთქვამს, ამიტომაც, “აეროფლოტის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პეტროპავლოვსკიდან გამოსული ნავთობმზიდი დანიშნულების ადგილზე ათ დღეში იქნებოდა…

ვულკანური ქანების გარემოცვაში გაჩერებული კოსმოსური აპარატის გამოცდა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კემურჯიანი საშინლად გაბრაზდა და გადაწყვიტა საწვავის საკითხი სამხედროებთან მოეგვარებინა. მეორე დილით მათ წინაშე აღმოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც საწვავის ადგილზე მიტანას ჰპირდებოდა, ამისთვის კი 10 000 რუბლს ნაღდ ფულს ითხოვდა. იმ დროისთვის ეს ძალიან ბევრი ფული იყო, თანაც ის ორჯერ აღემატებოდა საწვავის სახელმწიფო ფასს.

კემურჯიანი ტელეგრაფის აპარატს მიუჯდა და რაღაც სასწაულებრივად დაითანხმა ხელმძღვანელობა ამ თანხის გადაგზავნაზე. თანხა 48 საათში უკვე ადგილზე იყო, იგი აბსოლუტურად უცნობ ადამიანს გადასცეს. რისკმა გაამართლა – საჭირო რაოდენობის ბენზინი და ზეთი მალევე გადასცეს ექსპედიციას. კოსმოსური აპარატის გამოცდა არ ჩაიშალა.

მდუმარე 30 წელი

1970 წლის ნოემბერში, პირველი წარუმატებელი დაშვების შემდეგ “ლუნოხოდ-1” მთვარზე მეორე მცდელობით დაეშვა. აპარატმა ერთ წელზე ნაკლებ ხანს იმუშავა და მთვარის მირმა დაიკარგა. აპარატზე დედამიწიდან გაშვებული ლაზერული სხივების ამსახველი განსაკუთრებული დეტალები იყო. 1971 წლის სექტემბრიდან ეს დეტალები ნიშანს აღარ იძლეოდნენ. ამის შემდგე აპარატს 40 წელიწადს ეძებდნენ, არ წყდებოდა მთვარეზე ლაზერული სხივების გაშვება, თუმცა უშედეგოდ.

2001 წელს სასწაული მოხდა. 50 კილომეტრის სიმაღლის ფოტოებზე აპარატი აღმოაჩინეს. დედმიწიდან გაშვებული სხივი საკმაოდ მკაფიოდ აირეკლა. სავარაუდოდ, 40 წლის განმავლობაში ის უნდა დაზიანებულიყო, თუმცა როგორც სჩანს აპარატმა კარგად იშრომა დედამიწის თანამგზავრზე.

ამის შემდეგ იყვნენ მარსზე მავალები და აპარატები, რომლებიც ვენერაზე დაეშვნენ და იქიდან ძვირფასი ინფორმაცია მოიპოვეს დედამიწის მეზობელი პლანეტების შესახებ. იყო ასევე რობოტი “СТР-1”, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიოაქტიურად დაბინძურებულ ზონაში მუშაობდა. სხვათა შორის, იმ ზონაში თავად ალექსანდრე კემურჯიანი საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა მივლინებით. ამგვარად, გასაიდუმლოებულმა მეცნიერმა პირველად ითანამშროლა უცხოელ კლეგებთან 1990 წელს. მას მაშინვე შესთავაზეს აშშ-ში მუშაობა, მაგრამ კემურჯიანი თავის ლენინგრადის, იმ დროისათვის უკვე სანკტ-პეტერბურგის ინსტიტუტში დარჩა.

ალექსანდრე კემურჯიანი

დაიბადა 1921 წლის 4 ოქტომბერს ვლადიკავკასში. გარდაიცვალა 2003 წლის 25 თებერვალს სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ვასილიევსკის კუნძულის სომხურ სასაფლაოზე.

მან მსოფლიოში პირველი პლანეტებზე-მთვარესა და მარსზე მავალი კოსმოსური აპარატი შექმნა. მას ეკუთვნის ასევე მართვადი და ავტონომიური აპარატები, რომლებსაც დედამიწაზე განსაკუთრებულად რთულ ვითარებებში, მათ შორის რადიოაქტიური ავარიის ლიკვიდაციისას იყენებედნენ. მან დააფუძნა პლანეტებზე მავალი აპარატების აწყობის სამამულო სკოლა, რამაც ამ დისციპლინის მსოფლიო მასშტაბით განვითარებას შეუწყო ხელი. კემურჯიანმა შეიმუშავა პლანეტებზე მავალის, როგორც რობოტიზირებული სატრანსპორტო მანქანების, კოსმისური დანიშნულების თეორიის საფუძვლები. წიგნ “Outstanding People of the 20th Century”-ის შემქმნელებმა, საერთაშორისო ბიოგრაფიური ცენტრის (კემბრიჯი, ინგლისი) გამომცემლობამ ა.კემურჯიანი, მეოცე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი ადამიანების სიაში შეიყვანა. 1997 წელს საერთაშორისო ასტრონომიური კავშირის გადაწყვეტილებით, კემურჯიანის სახელს მზის სისტემის ერთ-ერთი პატარა პლანეტა ატარებს.

დაკრძალულია ვასილიევსკის კუნძულის სომხურ სასაფლაოზე.

რუბენ გიულმისარიანი სპეციალურად Dalma News-ისთვის